სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ როგავამ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა
გურამ როგავამ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა

ჟურ­ნა­ლის­ტმა გუ­რამ რო­გა­ვამ ტე­ლე­კო­მაპ­ნია "იმე­დი" და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა.

"გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად ვამ­ბობ, 13 ივ­ლი­სი იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

დავ­ტო­ვე სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი­ვით შე­მიყ­ვარ­და, დავ­ტო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩემი ახა­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბად იქ­ცნენ.

თით­ქმის 4 წელი ვი­ყა­ვი "იმედ­ში" და ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე მე­ა­მა­ყე­ბა, დღე­ვან­დე­ლის ჩათ­ვლით. ამა­ყი ვარ, რომ ამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვცხოვ­რობ­დი.

დღეს ნივ­თებს რომ ვა­ლა­გებ­დი, მივ­ხვდი, უჯ­რას­თან ერ­თად მეც ვცა­რი­ელ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ალ­ბათ სა­ჭი­როა ასე­თი და­ცა­რი­ე­ლე­ბა, ან ძვე­ლი ნივ­თე­ბის ახალ უჯ­რა­ში გა­და­ლა­გე­ბა. რა­ტომ­ღაც ჩავ­თვა­ლე, რომ ახლა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დროა.

რა­ღაც ეტაპ­ზე ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა ცვლი­ლე­ბა, ახ­ლის გა­მოც­და. ხში­რად ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმ­პულ­სუ­რად ვი­ღებთ, ზოგ­ჯერ დიდი ფიქ­რის შემ­დეგ, მაგ­რამ ფაქ­ტია, მუდ­მი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლის ძი­ე­ბა­ში ვართ, მიღ­წე­უ­ლით არას­დროს ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით. ჰოდა, ახლა ჩემ­თა­ნაც დად­გა ეს პე­რი­ო­დი, როცა ახ­ლი­დან უნდა ვცა­დო "რუ­ბი­კის კუ­ბი­კის" აწყო­ბა.

"იმედ­მა" შემ­ძი­ნა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ, ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ჩვენ, ერ­თად ბევ­რი სირ­თუ­ლე გა­მო­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ უსა­მარ­თლო­ბას არას­დროს შევ­გუ­ე­ბი­ვართ. "იმე­დის" ნი­უს­რუმ­ში ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი მუ­შა­ობს. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თო­ბაა, მათი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი თა­ვი­სუფ­ლე­ბაა და ამი­ტო­მაც გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს "ქრო­ნი­კა".

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო პე­რი­ო­დი, როცა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნა კი­ა­რა, სა­ერ­თოდ ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაც კი არ მინ­დო­და, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­მიყ­ვა­ნეს ბნე­ლი ოთა­ხი­დან, მი­თხრეს რომ შე­მეძ­ლო მათ დავ­ყრდნო­ბო­დი, როცა ფეხ­ზე დგო­მა მი­ჭირ­და. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, ეს მარ­ტო სამ­სა­ხუ­რი არ იყო, ჩემი სახ­ლი იყო და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ წა­მო­ვე­დი.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მთე­ლი ეს წლე­ბი მე­მე­გობ­რა, ამი­ტა­ნა, მი­მი­ღო ჩემი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბით. თქვენ ჩემს უჯ­რა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი გაქვთ, სა­თი­თა­ოდ არ მოგ­ნიშ­ნავთ.

...და წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლებს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს. მინ­და, "ქრო­ნი­კა" უფრო გაძ­ლი­ერ­დეს. ვრჩე­ბი თქვენს გულ­შე­მატ­კივ­რად და ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რად.

მიყ­ვარ­ხართ!"- წერს გუ­რამ რო­გა­ვა.

მადონა
1

ეს ტიპი არის შეფარული ნაცნაძირალა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

გურამ როგავამ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა

გურამ როგავამ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა

ჟურნალისტმა გურამ როგავამ ტელეკომაპნია "იმედი" დატოვა. ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

"გადაუჭარბებლად ვამბობ, 13 ივლისი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

დავტოვე სამსახური, რომელიც მშობლიური სახლივით შემიყვარდა, დავტოვე ადამიანები, ვინც ჩემი ახალი ოჯახის წევრებად იქცნენ.

თითქმის 4 წელი ვიყავი "იმედში" და ამ ტელევიზიაში გატარებული ყოველი დღე მეამაყება, დღევანდელის ჩათვლით. ამაყი ვარ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ღირსეული ადამიანების გარემოცვაში ვმუშაობდი, ვცხოვრობდი.

დღეს ნივთებს რომ ვალაგებდი, მივხვდი, უჯრასთან ერთად მეც ვცარიელდებოდი, მაგრამ ზოგჯერ ალბათ საჭიროა ასეთი დაცარიელება, ან ძველი ნივთების ახალ უჯრაში გადალაგება. რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლა ახალი გამოწვევების დროა.

რაღაც ეტაპზე ყველას გვჭირდება ცვლილება, ახლის გამოცდა. ხშირად ამ გადაწყვეტილებას იმპულსურად ვიღებთ, ზოგჯერ დიდი ფიქრის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, მუდმივად განსხვავებულის ძიებაში ვართ, მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდებით. ჰოდა, ახლა ჩემთანაც დადგა ეს პერიოდი, როცა ახლიდან უნდა ვცადო "რუბიკის კუბიკის" აწყობა.

"იმედმა" შემძინა ყველაზე ძვირფასი რამ, ღირსეული ადამიანები. ჩვენ, ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ უსამართლობას არასდროს შევგუებივართ. "იმედის" ნიუსრუმში ბევრი პროფესიონალი და პრინციპული ჟურნალისტი მუშაობს. ეს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობაა, მათი მთავარი ღირებულება კი თავისუფლებაა და ამიტომაც გამორჩეულად მიყვარს "ქრონიკა".

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ჟურნალისტიკაში დარჩენა კიარა, საერთოდ ცხოვრების გაგრძელებაც კი არ მინდოდა, მაგრამ ამ ადამიანებმა გამომიყვანეს ბნელი ოთახიდან, მითხრეს რომ შემეძლო მათ დავყრდნობოდი, როცა ფეხზე დგომა მიჭირდა. ამიტომაც ვამბობ, ეს მარტო სამსახური არ იყო, ჩემი სახლი იყო და მომავალშიც იქნება, მიუხედავად იმისა რომ წამოვედი.

მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს წლები მემეგობრა, ამიტანა, მიმიღო ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. თქვენ ჩემს უჯრაში განსაკუთრებული ადგილი გაქვთ, სათითაოდ არ მოგნიშნავთ.

...და წარმატებები საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელებს, პროფესიონალებს. მინდა, "ქრონიკა" უფრო გაძლიერდეს. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და ჩვენი ოჯახის წევრად.

მიყვარხართ!"- წერს გურამ როგავა.