კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ხურციას ცოლის მშობიარობის დროს გულის წამლები დასჭირდა
ლევან ხურციას ცოლის მშობიარობის დროს გულის წამლები დასჭირდა

ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი მთელ ზა­ფხულს თა­ვის ახალ­გა­ჩე­ნილ შვილს და­უთ­მობს, სექ­ტემ­ბრი­დან კი საქ­მე­ებს და­უბ­რუნ­დე­ბა. მა­რი­ა­მის და მსა­ხი­ობ ლე­ვან ხურ­ცი­ას პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლი 9 ივ­ნისს და­ი­ბა­და და მას მთე­ლი ოჯა­ხი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით დახ­ვდა, მათ შო­რის მა­რი­ა­მის უფ­რო­სი ბიჭი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, გი­ორ­გი, რო­მე­ლიც დე­დას სთხოვს, პამ­პერ­სის გა­მოც­ვლა მას­წავ­ლეო.

31 წლის ასაკ­ში შვი­ლის გა­ჩე­ნა იმ მა­მა­კა­ცის­გან, რო­მელ­თა­ნაც თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს, მა­რი­ა­მის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბაა, ვიდ­რე წლე­ბის წინ პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა იყო, თა­ვის ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ის "სარ­კეს­თან" გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს.

- მა­რი­ამ, რო­გორ ჩა­ი­ა­რა მშო­ბი­ა­რო­ბამ?

- ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უცებ სა­კი­ეს­რო კვე­თა გახ­და სა­ჭი­რო, რად­გან მშო­ბი­ა­რო­ბის ვადა გა­დაც­დე­ნი­ლი იყო. გა­უტ­კი­ვა­რე­ბით ჩა­მი­ტარ­და სა­კე­ის­რო კვე­თა. რა თქმა უნდა, მე გონ­ზე ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი მეს­მო­და, ბავ­შვი მუც­ლი­დან რომ ამო­იყ­ვა­ნეს, ტი­რი­ლი მო­მინ­და, ცრემ­ლე­ბი თა­ვი­სით წა­მო­მი­ვი­და, ეს სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბა იყო.

- ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხეთ, ლე­ვანს რო­გორ ეწ­ვი­ნა გულ­ზე.

- დიახ, მე და­მა­ნა­ხეს ბავ­შვი, შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს და მა­მას და­უწ­ვი­ნეს გულ­ზე. მთელ­მა სა­ა­ვად­მყო­ფომ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, ვა­ლე­რი­ა­ნის წვე­თებს და ვა­ლი­დოლს ას­მევ­დნენ.

- თქვე­ნი უფ­რო­სი შვი­ლი გი­ორ­გი-არბი რო­გორ შეხ­ვდა ძმის და­ბა­დე­ბას?

- ალექ­სან­დრეს და­ბა­დე­ბამ­დე გი­ორ­გიც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, ჩემ­თან უნ­დო­და ამოს­ვლა, მაგ­რამ ზედ­მე­ტი სტრე­სი არ მი­ვა­ყე­ნეთ და არ ამო­ვიყ­ვა­ნეთ. როცა ალექ­სან­დრე გაჩ­ნდა, გი­ორ­გი პირ­ვე­ლად ლე­ვანს ჩა­ე­ხუ­ტა, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო, გა­და­რე­უ­ლი მო­ვი­და ჩემ­თან, ბავ­შვს ეფე­რე­ბო­და.

- შე­გიძ­ლი­ათ ის შეგ­რძნე­ბე­ბი შე­ა­და­როთ ერ­თმა­ნეთს, როცა პირ­ვე­ლად გი­ორ­გის დედა გახ­დით და ახლა, როცა ალექ­სან­დრე გე­ყო­ლათ?

- ორი­ვე შვი­ლის და­ბა­დე­ბი­სას ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ, როცა გი­ორ­გი შე­მე­ძი­ნა, მეც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, თან ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ვიმ­შო­ბი­ა­რე, ძა­ლი­ან გამ­წა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ტკი­ვი­ლე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მინ­დო­და. ტკი­ვი­ლე­ბი, ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა თუ გარე პრობ­ლე­მე­ბი შვი­ლის ყო­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. ახლა ალექ­სან­დრეს სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რად დავ­ხვდი, ის დიდი სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­მო­ში და­ი­ბა­და.

- სამ­სა­ხურ­ში გას­ვლას, აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას რო­დი­დან გეგ­მავთ?

- როცა ბავ­შვს სძი­ნავს, პა­რა­ლე­ლუ­რად ტე­ლე­ფო­ნით ვმუ­შა­ობ. ივ­ლი­სის ბო­ლოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ისევ მაქვს, აგ­ვის­ტო­ში და­ვის­ვე­ნებ და სექ­ტემ­ბრი­დან უკვე აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვებ, გარ­და ამი­სა, ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­საც გა­ვა­კე­თებ, რა­ღაც გეგ­მე­ბი მაქვს, ოღონდ ჯერ აუ­ცი­ლებ­ლად ფორ­მა­ში უნდა ჩავ­დგე.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ლევან ხურციას ცოლის მშობიარობის დროს გულის წამლები დასჭირდა

ლევან ხურციას ცოლის მშობიარობის დროს გულის წამლები დასჭირდა

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მთელ ზაფხულს თავის ახალგაჩენილ შვილს დაუთმობს, სექტემბრიდან კი საქმეებს დაუბრუნდება. მარიამის და მსახიობ ლევან ხურციას პირველი საერთო შვილი 9 ივნისს დაიბადა და მას მთელი ოჯახი დიდი სიყვარულით დახვდა, მათ შორის მარიამის უფროსი ბიჭი პირველი ქორწინებიდან, გიორგი, რომელიც დედას სთხოვს, პამპერსის გამოცვლა მასწავლეო.

31 წლის ასაკში შვილის გაჩენა იმ მამაკაცისგან, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობს, მარიამისთვის განსხვავებული შეგრძნებაა, ვიდრე წლების წინ პირველი მშობიარობა იყო, თავის ახლანდელ მდგომარეობაზე ის "სარკესთან" გულახდილად საუბრობს.

- მარიამ, როგორ ჩაიარა მშობიარობამ?

- ექიმის გადაწყვეტილებით, უცებ საკიესრო კვეთა გახდა საჭირო, რადგან მშობიარობის ვადა გადაცდენილი იყო. გაუტკივარებით ჩამიტარდა საკეისრო კვეთა. რა თქმა უნდა, მე გონზე ვიყავი, ყველაფერი მესმოდა, ბავშვი მუცლიდან რომ ამოიყვანეს, ტირილი მომინდა, ცრემლები თავისით წამომივიდა, ეს საოცარი შეგრძნება იყო.

- ფოტოები ვნახეთ, ლევანს როგორ ეწვინა გულზე.

- დიახ, მე დამანახეს ბავშვი, შემდეგ გადაიყვანეს და მამას დაუწვინეს გულზე. მთელმა საავადმყოფომ გაიგო, რომ ლევანი ძალიან ნერვიულობდა, ვალერიანის წვეთებს და ვალიდოლს ასმევდნენ.

- თქვენი უფროსი შვილი გიორგი-არბი როგორ შეხვდა ძმის დაბადებას?

- ალექსანდრეს დაბადებამდე გიორგიც ძალიან ნერვიულობდა, ჩემთან უნდოდა ამოსვლა, მაგრამ ზედმეტი სტრესი არ მივაყენეთ და არ ამოვიყვანეთ. როცა ალექსანდრე გაჩნდა, გიორგი პირველად ლევანს ჩაეხუტა, ძალიან გახარებული იყო, გადარეული მოვიდა ჩემთან, ბავშვს ეფერებოდა.

- შეგიძლიათ ის შეგრძნებები შეადაროთ ერთმანეთს, როცა პირველად გიორგის დედა გახდით და ახლა, როცა ალექსანდრე გეყოლათ?

- ორივე შვილის დაბადებისას ძალიან ბედნიერი ვიყავი. უბრალოდ, როცა გიორგი შემეძინა, მეც პატარა ვიყავი, თან ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე, ძალიან გამწარებული ვიყავი, არაადამიანური ტკივილები გადავიტანე, საერთოდ არაფერი მინდოდა. ტკივილები, შინაგანი მდგომარეობა თუ გარე პრობლემები შვილის ყოლის ბედნიერების შეგრძნების საშუალებას არ მაძლევდა. ახლა ალექსანდრეს სრულიად სხვანაირად დავხვდი, ის დიდი სიყვარულის გარემოში დაიბადა.

- სამსახურში გასვლას, აქტიურ მუშაობას როდიდან გეგმავთ?

- როცა ბავშვს სძინავს, პარალელურად ტელეფონით ვმუშაობ. ივლისის ბოლოს სასამართლო პროცესები ისევ მაქვს, აგვისტოში დავისვენებ და სექტემბრიდან უკვე აქტიურად ვიმუშავებ, გარდა ამისა, ახალ სატელევიზიო პროექტებსაც გავაკეთებ, რაღაც გეგმები მაქვს, ოღონდ ჯერ აუცილებლად ფორმაში უნდა ჩავდგე.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი