პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერპრესნიუსი" ხვალ ორი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს
"ინტერპრესნიუსი" ხვალ ორი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ხვალ, 13 ივ­ლისს, ორი ახა­ლი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­მარ­თავს. და­გეგ­მი­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო გვერ­დის წარ­დგე­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია მკი­თხველს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, არა მხო­ლოდ გა­ეც­ნოს სა­ა­გენ­ტოს სი­ახ­ლე­ებს, არა­მედ შე­ეძ­ლე­ბა გა­მო­ი­წე­როს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი და მი­ი­ღოს შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით, შეც­ვა­ლოს რუბ­რი­კე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, გა­ეც­ნოს სა­ა­გენ­ტოს ფოტო და ვი­დე­ო­გა­ლე­რე­ებს.

ამას­თან, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია ბიზ­ნეს პორ­ტა­ლი bpn.ge და შე­საძ­ლე­ბე­ლია ტე­ლე­კომ­პა­ნია Palitranews-ის პირ­და­პი­რი ეთე­რის ყუ­რე­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო გვერდს, "არ­ჩევ­ნე­ბი 2016"-ზე გან­თავ­სდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია პარ­ტი­ე­ბის შე­სა­ხებ, მათი სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მე­ბი და სი­ე­ბი.

ასე­ვე სი­ახ­ლე­ე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რაც მკი­თხველს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ერთ სივ­რცე­ში გა­ეც­ნოს 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას.

პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია ხვალ, 18:00 სა­ათ­ზე, ტექ­ნო­პარკში გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი, ბიზ­ნეს და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის, ასე­ვე დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან მიწ­ვე­ულ­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ინტერპრესნიუსი" ხვალ ორი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს

"ინტერპრესნიუსი" ხვალ ორი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ხვალ, 13 ივლისს, ორი ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს. დაგეგმილია "ინტერპრესნიუსის" მობილური აპლიკაციისა და საარჩევნო გვერდის წარდგენა.

"ინტერპრესნიუსის" მობილური აპლიკაცია მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გაეცნოს სააგენტოს სიახლეებს, არამედ შეეძლება გამოიწეროს მისთვის საინტერესო სიახლეები და მიიღოს შეტყობინების სახით, შეცვალოს რუბრიკების თანმიმდევრობა შეხედულებისამებრ, გაეცნოს სააგენტოს ფოტო და ვიდეოგალერეებს.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" აპლიკაციაში ინტეგრირებულია ბიზნეს პორტალი bpn.ge და შესაძლებელია ტელეკომპანია Palitranews-ის პირდაპირი ეთერის ყურებაც.

რაც შეეხება საარჩევნო გვერდს, "არჩევნები 2016"-ზე განთავსდება ინფორმაცია პარტიების შესახებ, მათი საარჩევნო პროგრამები და სიები.

ასევე სიახლეები პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური აქტივობების შესახებ, რაც მკითხველს მისცემს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში გაეცნოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პროექტების პრეზენტაცია ხვალ, 18:00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება. ღონისძიებაზე პოლიტიკური, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი