იტალიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

იტალიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

სამხრეთ იტალიაში დღეს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 23 ადამიანი და დაშავებულია - 50. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ორი სამგზავრო მატარებელი ერთგზიან მონაკვეთზე ერთმანეთს აპულიას ოლქში, ქალაქ ანდრიას სიახლოვეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ვაგონები მთლიანად განადგურდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა