საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ზვიადაური "ქართულ ოცნების" წინააღმდეგ
ზურაბ ზვიადაური "ქართულ ოცნების" წინააღმდეგ

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ნუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­შია. და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახ­მე­ტის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში გელა სამ­ხა­რა­უ­ლის კან­დი­და­ტუ­რაა შერ­ჩე­უ­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თე­ლა­ვის მა­ჟო­რი­ტა­რია და პარ­ლა­მენ­ტის აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა მო­ი­პო­ვა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სამ­ხა­რა­ულ­თან ერ­თად კი­დევ რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და ახ­მე­ტის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რი ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რიც. იგი პე­რი­ო­დუ­ლად ხვდე­ბო­და სა­კუ­თარ მომ­ხრე­ებს და აძ­ლევ­და სა­არ­ჩევ­ნო და­ვა­ლე­ბებს, ასე­ვე შეხ­ვდა ყო­ფილ აგი­ტა­ტო­რებ­სა და კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­საც, რომ­ლებ­საც ბო­დი­ში მო­უ­ხა­და "აქამ­დე გა­მო­ჩე­ნი­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბის" გამო და სა­მო­მავ­ლო და­პი­რე­ბე­ბიც უხ­ვად გას­ცა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ზვი­ა­და­უ­რის უშუ­ა­ლო მი­თი­თე­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა რამ­დე­ნი­მე იუ­რი­დი­უ­ლი პირი, სა­დაც მისი ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და­ა­საქ­მეს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მათი ხელ­ფა­სე­ბი გამ­გე­ო­ბის სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა ხელ­ფა­სებ­საც კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღე­მა­ტე­ბა.

5 ივ­ლისს ახ­მე­ტის გამ­გე­ბე­ლი ბექა ბა­ი­და­უ­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან და­ი­ბა­რეს. შეხ­ვედ­რას პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი კახა კა­ლა­ძეც ეს­წრე­ბო­და. სა­უბ­რი­სას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ახ­მე­ტა­ში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტებს შო­რის არ­ჩე­ვა­ნი გელა სამ­ხა­რა­ულ­ზე შე­ჩერ­და და გამ­გე­ბელს სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პრო­ცეს­ში მისი მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დეს.

მე­ო­რე დღეს­ვე ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­რო­ში დი­ლი­დან­ვე და­ი­ბა­რა გამ­გე­ბე­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი, გამ­გე­ო­ბი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს აპა­რა­ტის მო­ხე­ლე­ე­ბი, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. იმა­ვე დღეს და­ი­წყო ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა (და­ახ­ლო­ე­ბით 500-მდე ხელ­მო­წე­რა) და მომ­დევ­ნო დღის­თვის აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბაც და­ი­გეგ­მა.

მე­ო­რე დღეს, 16 სა­ა­თი­სათ­ვის დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­როს შე­ნო­ბის წინ ჩა­ტარ­და აქ­ცია, რო­მელ­შიც, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­ახ­ლო­ე­ბით 100-120 სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ­ცი­ის მსვლე­ლო­ბის დროს ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რე­გი­ო­ნე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორს დიტო სამ­ხა­რა­ძეს და­უ­რე­კა და ხალ­ხის სა­ხე­ლით "და­ე­მუქ­რა", თუ ჩემი კან­დი­და­ტუ­რა არ იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი, პარ­ტი­ას დავ­ტო­ვებ და არც მხარ­და­ჭე­რა გექ­ნე­ბათ ჩემი მომ­ხრე­ე­ბის­გა­ნო. თა­ვის მხრივ, პარ­ტი­ის ოფი­სი­დან მას თბი­ლის­ში ჩას­ვლა სთხო­ვეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ზურაბ ზვიადაური "ქართულ ოცნების" წინააღმდეგ

ზურაბ ზვიადაური "ქართულ ოცნების" წინააღმდეგ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესშია. დაზუსტებული ინფორმაციით, ახმეტის საარჩევნო ოლქში გელა სამხარაულის კანდიდატურაა შერჩეული, რომელიც ამჟამად თელავის მაჟორიტარია და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ინფორმაცია, რომ სამხარაულთან ერთად კიდევ რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. არჩევნებისთვის ემზადებოდა ახმეტის ამჟამინდელი მაჟორიტარი ზურაბ ზვიადაურიც. იგი პერიოდულად ხვდებოდა საკუთარ მომხრეებს და აძლევდა საარჩევნო დავალებებს, ასევე შეხვდა ყოფილ აგიტატორებსა და კოორდინატორებსაც, რომლებსაც ბოდიში მოუხადა "აქამდე გამოჩენილი უყურადღებობის" გამო და სამომავლო დაპირებებიც უხვად გასცა. ამავე პერიოდში, ზვიადაურის უშუალო მითითებით მუნიციპალიტეტში სპეციალურად შეიქმნა რამდენიმე იურიდიული პირი, სადაც მისი ერთგული მხარდამჭერები დაასაქმეს. უნდა აღინიშნოს, რომ მათი ხელფასები გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებსაც კი მნიშვნელოვნად აღემატება.

5 ივლისს ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დაიბარეს. შეხვედრას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრებოდა. საუბრისას "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არჩევანი გელა სამხარაულზე შეჩერდა და გამგებელს საარჩევნო კამპანიის პროცესში მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მეორე დღესვე ზურაბ ზვიადაურმა დეპუტატის ბიუროში დილიდანვე დაიბარა გამგებელი, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, გამგეობისა და საკრებულოს აპარატის მოხელეები, იურიდიული პირების ხელმძღვანელები და განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი სხვა თანამშრომლები. იმავე დღეს დაიწყო ხელმოწერების შეგროვება (დაახლოებით 500-მდე ხელმოწერა) და მომდევნო დღისთვის აქციის ჩატარებაც დაიგეგმა.

მეორე დღეს, 16 საათისათვის დეპუტატის ბიუროს შენობის წინ ჩატარდა აქცია, რომელშიც, სამუშაო საათების მიუხედავად, დაახლოებით 100-120 საჯარო მოსამსახურე და მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომელი მონაწილეობდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის წყაროს ინფორმაციით, აქციის მსვლელობის დროს ზურაბ ზვიადაურმა "ქართული ოცნების" რეგიონების კოორდინატორს დიტო სამხარაძეს დაურეკა და ხალხის სახელით "დაემუქრა", თუ ჩემი კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, პარტიას დავტოვებ და არც მხარდაჭერა გექნებათ ჩემი მომხრეებისგანო. თავის მხრივ, პარტიის ოფისიდან მას თბილისში ჩასვლა სთხოვეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა