"რესპუბლიკური პარტიიდან" წამოსული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ხდება. ამის შესახებ გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"მოგეხსენებათ, საქართველოს-პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არის პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე. შესაბამისად, შეთავაზებაც გულისხმობდა, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მის გუნდში დარჩენას, ასევე პარტიის წევრობას", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.