Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ უნდა დავწერო" - როგორ აფასებს ხიდაშელი აგულაშვილის გადაწყვეტილებას
"არ ვიცი ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ უნდა დავწერო" - როგორ აფასებს ხიდაშელი აგულაშვილის გადაწყვეტილებას

თინა ხი­და­შე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შემ­დეგ "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ხი­და­შე­ლი პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­დას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აფა­სებს. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თქმით, გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი მისი მე­გო­ბა­რია და ეს მე­გობ­რო­ბა პო­ლი­ტი­კა­ში არ და­წყე­ბუ­ლა.

"არ ვიცი ეს ჩემი გზავ­ნი­ლი რო­გორ იქ­ნე­ბა გა­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­წე­რო. სწო­რედ იმი­ტომ, იმა­ვე მი­ზე­ზით და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით რის გა­მოც დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

არ­სე­ბობს ამ ქვეყ­ნად ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა, მე­გობ­რო­ბა ბო­ლომ­დე, ერ­თგუ­ლე­ბა წარ­სუ­ლის და ფიქ­რი მო­მა­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ზუს­ტად არ წარ­სუ­ლის ნა­ყო­ფია და მას­ზე შენ­დე­ბა.

გიგ­ლა ჩემი მე­გო­ბა­რია, არა ერთი წლის და ერთი დღის. არც პო­ლი­ტი­კა­ში დავ­მე­გობ­რე­ბულ­ვართ. მან სხვა არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა და რა­ო­დენ მი­უ­ღე­ბე­ლიც არ უნდა იყოს ეს არ­ჩე­ვა­ნი (ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, სწო­რედ ამი­ტომ აღარ ვართ დღე­ი­დან ერ­თად საქ­მე­ში), უნდა შეგ­ვეძ­ლოს ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა.

პო­ლიტ­კუ­რი პარ­ტი­ის მან­და­ტი არ სძენს ადა­მი­ანს ღირ­სე­ბას, ან არ აქ­ცევს უღირ­სად, მისი საქ­ცი­ე­ლი და პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა აქ­ცევს ასე­თად.

ძა­ლი­ან მჯე­რა, რომ გიგ­ლა ზუს­ტად აქ იქ­ნე­ბა მუ­დამ, რო­მე­ლი პარ­ტი­ის მან­და­ტიც არ უნდა ჩა­ი­დოს ჯი­ბე­ში.

სხვა სა­კი­თხია მო­მენ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რამ­დე­ნად გჯე­რა მისი ნა­ბი­ჯის სის­წო­რის, მაგ­რამ ყვე­ლას მინ­და გთხო­ვოთ, სა­ნამ სა­ყო­ველ­თაო დაგ­მო­ბის კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თვე­ბით, გვერ­დზეც მი­ი­ხედ­მო­ი­ხე­დეთ, წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნაკ­ლე­ბო­ბაა ქვე­ყა­ნა­ში.

და­თომ კი თქვა დღეს პო­ლი­ტი­კა სენ­ტი­მე­ნე­ბის სფე­რო­დან არ არის, მაგ­რამ მე მა­ინც მჯე­რა სიყ­ვა­რუ­ლის, მე­გობ­რო­ბის, ერ­თგუ­ლე­ბის, მსგავ­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და პრინ­ცი­პე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის დზე­ბის მუდ­მი­ვი თა­ნაკ­ვე­თის, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კა­შიც",- წერს ხი­დაშ­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, ორმა "რეს­პუბ­ლი­კელ­მა" მი­ნის­ტრმა, თინა ხი­და­შელ­მა და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვეს.

"არ ვიცი ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ უნდა დავწერო" - როგორ აფასებს ხიდაშელი აგულაშვილის გადაწყვეტილებას

"არ ვიცი ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ უნდა დავწერო" - როგორ აფასებს ხიდაშელი აგულაშვილის გადაწყვეტილებას

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს. ხიდაშელი პარტია "ქართულ ოცნებაში" გადასვლასთან დაკავშირებით გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს. ყოფილი მინისტრის თქმით, გიგლა აგულაშვილი მისი მეგობარია და ეს მეგობრობა პოლიტიკაში არ დაწყებულა.

"არ ვიცი ეს ჩემი გზავნილი როგორ იქნება გაგებული, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. სწორედ იმიტომ, იმავე მიზეზით და ღირებულებებით რის გამოც დღევანდელი გადაწყვეტილება მივიღე.

არსებობს ამ ქვეყნად ღირებულებები, ადამიანის არჩევანის პატივისცემა, მეგობრობა ბოლომდე, ერთგულება წარსულის და ფიქრი მომავალზე, რომელიც ზუსტად არ წარსულის ნაყოფია და მასზე შენდება.

გიგლა ჩემი მეგობარია, არა ერთი წლის და ერთი დღის. არც პოლიტიკაში დავმეგობრებულვართ. მან სხვა არჩევანი გააკეთა და რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს არჩევანი (ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ აღარ ვართ დღეიდან ერთად საქმეში), უნდა შეგვეძლოს ადამიანის არჩევანის პატივისცემა.

პოლიტკური პარტიის მანდატი არ სძენს ადამიანს ღირსებას, ან არ აქცევს უღირსად, მისი საქციელი და პრინციპების ერთგულება აქცევს ასეთად.

ძალიან მჯერა, რომ გიგლა ზუსტად აქ იქნება მუდამ, რომელი პარტიის მანდატიც არ უნდა ჩაიდოს ჯიბეში.

სხვა საკითხია მომენტის მნიშვნელობა, რამდენად გჯერა მისი ნაბიჯის სისწორის, მაგრამ ყველას მინდა გთხოვოთ, სანამ საყოველთაო დაგმობის კამპანიაში ჩაერთვებით, გვერდზეც მიიხედმოიხედეთ, წესიერი ადამიანების დიდი ნაკლებობაა ქვეყანაში.

დათომ კი თქვა დღეს პოლიტიკა სენტიმენების სფეროდან არ არის, მაგრამ მე მაინც მჯერა სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების, მსგავსი ღირებულებების და პრინციპების ადამიანების დზების მუდმივი თანაკვეთის, მათ შორის პოლიტიკაშიც",- წერს ხიდაშლები.

ცნობისთვის, ორმა "რესპუბლიკელმა" მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა  თანამდებობა დატოვეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს