Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვჭამთ თუ არა რეალურად "ნამდვილ პურს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა
ვჭამთ თუ არა რეალურად "ნამდვილ პურს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა

პური რომ ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტია, ამას უფ­ლის მთა­ვა­რი ლოც­ვაც გვი­დას­ტუ­რებს - "პური ჩვე­ნი არ­სო­ბი­სა"... ამ პრო­დუქტზე ზრუნ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბის პრო­დუქ­ტია, არა­მედ მას­ზე ბევ­რი რამ არის მიბ­მუ­ლი, - გვე­უბ­ნე­ბა პრო­ფე­სო­რი, ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მი­ხე­ილ ჯი­ბუ­ტი, რო­მელ­მაც პრო­ექ­ტის "ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის სრულ­ყო­ფა და მცი­რე ფერ­მე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა" ფარ­გლებ­ში კვლე­ვა მო­ამ­ზა­და, რაც ბრი­ტა­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ოქსფა­მის" მიერ იყო ინი­ცი­რე­ბუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად არც ისე კარ­გი ფაქ­ტე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. ამ­ჯე­რად ბა­ტონ მი­ხე­ილ­თან პუ­რის გარ­შე­მო გვინ­და ვი­სა­უბ­როთ.

- და­ვი­წყოთ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვერ აწარ­მო­ებს პურს იმ ოდე­ნო­ბით, რამ­დენ­საც მო­იხ­მარს და სჭირ­დე­ბა. უფრო სწო­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის მარ­ცვა­ლი უკვე 4-5 წე­ლია, 10-12 პრო­ცენ­ტი იწარ­მო­ე­ბა. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთი პე­რი­ო­დი 8 პრო­ცენ­ტამ­დეც იყო და­სუ­ლი, რაც კა­ტას­ტრო­ფაა. პური ისე­თი სა­ბა­ზო პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც სა­სურ­სა­თო მოხ­მა­რე­ბის მდგრა­დო­ბას გან­სა­ზღვრავს. კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­შიც კი ამ პრო­დუქტზე მო­სახ­ლე­ო­ბას უა­რის თქმა არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ შე­უძ­ლია, რად­გა­ნაც ჩვენ­თან პურს მოხ­მა­რე­ბა­ში დიდი წილი უკა­ვია, - მოხ­მა­რე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში ის და­ახ­ლო­ე­ბით, 60-დან 70 პრო­ცენ­ტამ­დე მერ­ყე­ობს.

- იქ, სა­დაც ეს სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლია, რო­გორ არის საქ­მე?

- მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პუ­რის მოხ­მა­რე­ბა სტრუქ­ტუ­რა­ში 20-დან 25 პრო­ცენ­ტამ­დე უნდა მერ­ყე­ობ­დეს. სხვა სა­კი­თხია და პრობ­ლე­მაა, რომ ეს პრო­დუქ­ტი და­ბა­ლი ხა­რის­ხის და არა­ჯან­სა­ღია, - ეს თე­მაც წი­ნა­მორ­ბედ პრობ­ლე­მას ებ­მის, რის გა­მოც საფრ­თხის წი­ნა­შე ვართ!

მოკ­ლედ, თა­ვად ხორ­ბლის პრო­დუქ­ტის თვი­თუზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ერთი თვეა საკ­მა­რი, ანუ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბით შე­უძ­ლია თავი ერთი თვე ირ­ჩი­ნოს, აწარ­მო­ოს ერთი თვის სა­არ­სე­ბო ხორ­ბა­ლი, თან მა­შინ, როცა ამ პრო­დუქტს ასე­თი დიდი მოხ­მა­რე­ბა აქვს, რად­გა­ნაც კვე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში, ნაკ­ლე­ბია ხორ­ცის, თევ­ზე­უ­ლის, ბოსტნე­უ­ლის, რძის ნა­წარ­მის, ხი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამი­ტომ ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის შევ­სე­ბა ხდე­ბა პუ­რით.

პური კი ავ­სებს ორ­გა­ნიზმს, მაგ­რამ მას სა­ჭი­რო მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი თუ ბევ­რი სხვა რამ აკ­ლდე­ბა, რის გა­მოც ორ­გა­ნიზ­მი იფი­ტე­ბა და ზო­გა­დად, ერი ასე­თი კვე­ბით სუს­ტდე­ბა. თან, ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ხა­რის­ხი­ან პურს იღებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც ძა­ლი­ან ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მე­ო­რეა, რომ წლე­ბია, ადა­მი­ა­ნი უხა­რის­ხო პურს ჭამს.

- რა გან­სა­ზღვრავს მის უხა­რის­ხო­ბას?

- პუ­რის უხა­რის­ხო­ბა მრა­ვა­ლი კომ­პო­ნენ­ტი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, - ეს არის და­ბა­ლი ხა­რის­ხის ხორ­ბა­ლი, ასე­თი­ვე ფქვი­ლი და ყვე­ლა­ზე ცუდი რაც არის, პური ნა­წარ­მო­ე­ბია არა ბუ­ნებ­რი­ვი, არა­მედ ხე­ლოვ­ნუ­რი (სინ­თე­ტუ­რი) სა­ფუ­ა­რით. თუკი რა­ი­მე ცუდი ელე­მენ­ტი არ­სე­ბობს, კაცი რომ ვერც წარ­მო­იდ­გენს (კარ­ცე­რო­გე­ნუ­რი შე­მად­გე­ნე­ლო­ბაც) ამ პრო­დუქ­ტშია თავ­მოყ­რი­ლი. ამი­ტომ მწარ­მო­ებ­ლე­ბი ასეთ ფრა­ზას ამ­ბო­ბენ, - "იმ­დენ სა­ფუ­არს არ ვუშ­ვე­ბი", მაგ­რამ არც ერთი რეკ­ლა­მა, გა­ნა­ცხა­დი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პური სა­ფუ­ა­რის გა­რე­შეა ნა­წარ­მო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დას­ტურ­დე­ბა. ეს ფრა­ზე­ბი დრო­ე­ბი­თია და მი­ნი­რეკ­ლა­მის დატ­ვირ­თვა აქვს, რაც მა­ლე­ვე ქრე­ბა.

- დი­ფე­რენ­ცი­რე­ბაც არ ხდე­ბა ამ პრო­დუქ­ტის, ხომ?

- "სპე­ცი­ა­ლუ­რი პური", "დი­ა­ბე­ტუ­რი პური", "შავი პური" და ა.შ. სი­ნამ­დვი­ლე­ში არ არ­სე­ბობს. არ დას­ტურ­დე­ბა იმი­ტომ, რომ იმ მა­სის პური, რაც ცხვე­ბა და იყი­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი ნედ­ლე­უ­ლი, ფქვი­ლი არ შე­მო­დის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ვი­ღოთ. ეს შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი არ­სე­ბობს.

- პური მარ­თლაც იღე­ბე­ბა?

- იღე­ბე­ბა, ამა­ზე ის ფრა­ზაც მე­ტყვე­ლებს, რო­დე­საც მწარ­მო­ე­ბე­ლი ამ­ბობს, - "არ ვღე­ბავ". ეს პუ­რის მცხო­ბე­ლე­ბის­გან სა­ო­ცა­რი სლო­გა­ნი გახ­და. თუმ­ცა უკვე სა­სა­ცი­ლოა მისი მოს­მე­ნა, რად­გა­ნაც მას­ში გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ პური მარ­თლაც იღე­ბე­ბა. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მკრე­ხე­ლო­ბაა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პურ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ და ეს სა­კი­თხი სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე გა­ურ­კვევ­ლო­ბას იწ­ვევს იმი­ტომ, რომ ჩვენ­თან ფა­სე­ბი პურ­ზე და პრო­დუქ­ტებ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყი­დუ­ლობს იმ ფა­სად, რა­საც რე­ა­ლი­ზა­ტო­რი სთავ­ზობს, ისი­ნიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან ფას­წარ­მოქ­მნა­ში. ასეთ დროს სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შე­ას­რუ­ლოს "ღა­მის და­რა­ჯის" როლი, ანუ უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს სა­კი­თხით, ამ სფე­რო­ში არის წეს­რი­გი თუ არა. ევა­ლე­ბა, და­იც­ვას წეს­რი­გი და და­იც­ვას მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი, რად­გა­ნაც ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია კვე­ბის ინ­დუსტრი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხის მა­სობ­რი­ვად შე­მოწ­მე­ბა. ამი­ტომ ვქი­რა­ობთ სა­ხელ­მწი­ფოს და ვთხოვთ, შე­ას­რუ­ლოს ეს ფუნ­ქცია, რაც სამ­წუ­ხა­როდ, არ სრულ­დე­ბა და არის სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა!

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პური შე­იძ­ლე­ბა იყოს პლატ­ფორ­მა იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თობ­ლი­ვად გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი პო­ზი­ცია, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. პურ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე თქვა ყვე­ლაფ­რი ცუდი, ისე­თი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა, და­საშ­ვე­ბია!

პური უნდა იყოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­სე­ბობს და­ბა­ლი, სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი, იყოს სა­ფუ­ა­რით და უსა­ფუ­ა­როდ და მომ­ხმა­რე­ბე­ლი თვი­თონ შე­არ­ჩევს, რა იყი­დოს, მაგ­რამ უნდა მი­ა­წო­დო ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რაც გან­საზრვრავს შემ­დგომ მათ ქცე­ვას. ვი­მე­ო­რებ, ეს არის ის პლატ­ფორ­მა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თობ­ლი­ვად უნდა ამო­ი­ღოს ხმა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აი­ძუ­ლოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ვის ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლოს! რად­გა­ნაც ეს სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა ადა­მი­ანს თო­ფით არ კლავს, მაგ­რამ აა­ვა­დებს მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას!

- თა­ვად ფქვი­ლის ხა­რისხზე რა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ?

- ცნო­ბი­ლია, რომ ხდე­ბა ფქი­ლის გა­თეთ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით. ამას­თან, არ­სე­ბობს ხორ­ბლის და­ბა­ლი ხა­რის­ხიც, რომ­ლის­გა­ნაც ზო­გა­დად ფქვი­ლი მი­ი­ღე­ბა.

ბოლო წლებ­ში ხორ­ბლის და ფქვი­ლის ძი­რი­თა­დი მომ­წო­დებ­ლე­ბი არი­ან: რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა და ყა­ზა­ხე­თი. ცოტა ჩვენც გაგ­ვაქვს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბაა, ძი­რი­თა­დი იმ­პორ­ტი სამი ქვეყ­ნი­და­ნაა.

მოკ­ლედ, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შე­ას­რუ­ლოს ის, რაც ევა­ლე­ბა. ამი­ტომ, ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ყვი­რი­ლი თუ არა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჩურ­ჩუ­ლი უნდა ატყდეს, რო­მე­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლო­დან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ქუ­ჩი­დან ქუ­ჩა­ში, ოჯა­ხი­დან ოჯახ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს და ერთი აზრი შე­იკვრე­ბა.

- პურ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა სულ იყო და დღეს არ შექ­მნი­ლა...

- არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პურ­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ გან­სხვავ­დე­ბა, ყვე­ლა ერ­თია! 25 წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბევ­რი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ნი­შა­ნი აქვს, რად­გა­ნაც ყვე­ლა ას­რუ­ლებს ერ­თსა და იმა­ვე პი­ე­სას, უბ­რა­ლოდ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ­ტის­ტე­ბი­თა და ტემ­პე­რა­მენ­ტით...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვჭამთ თუ არა რეალურად "ნამდვილ პურს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა

ვჭამთ თუ არა რეალურად "ნამდვილ პურს" - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა

პური რომ ადამიანისთვის აუცილებელი პროდუქტია, ამას უფლის მთავარი ლოცვაც გვიდასტურებს - ''პური ჩვენი არსობისა''... ამ პროდუქტზე ზრუნვა მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ყოველდღიური კვების პროდუქტია, არამედ მასზე ბევრი რამ არის მიბმული, - გვეუბნება პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ჯიბუტი, რომელმაც პროექტის "ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა" ფარგლებში კვლევა მოამზადა, რაც ბრიტანული ორგანიზაცია "ოქსფამის" მიერ იყო ინიცირებული.

საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგად არც ისე კარგი ფაქტები გამოიკვეთა. ამჯერად ბატონ მიხეილთან პურის გარშემო გვინდა ვისაუბროთ.

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ვერ აწარმოებს პურს იმ ოდენობით, რამდენსაც მოიხმარს და სჭირდება. უფრო სწორად, საქართველოში ხორბლის მარცვალი უკვე 4-5 წელია, 10-12 პროცენტი იწარმოება. ეს მაჩვენებელი ერთი პერიოდი 8 პროცენტამდეც იყო დასული, რაც კატასტროფაა. პური ისეთი საბაზო პროდუქტია, რომელიც სასურსათო მოხმარების მდგრადობას განსაზღვრავს. კრიტიკულ მომენტებშიც კი ამ პროდუქტზე მოსახლეობას უარის თქმა არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არ შეუძლია, რადგანაც ჩვენთან პურს მოხმარებაში დიდი წილი უკავია, - მოხმარების სტრუქტურაში ის დაახლოებით, 60-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.

- იქ, სადაც ეს საკითხი მოგვარებულია, როგორ არის საქმე?

- მიიჩნევენ, რომ პურის მოხმარება სტრუქტურაში 20-დან 25 პროცენტამდე უნდა მერყეობდეს. სხვა საკითხია და პრობლემაა, რომ ეს პროდუქტი დაბალი ხარისხის და არაჯანსაღია, - ეს თემაც წინამორბედ პრობლემას ებმის, რის გამოც საფრთხის წინაშე ვართ!

მოკლედ, თავად ხორბლის პროდუქტის თვითუზრუნველყოფა საქართველოში მხოლოდ ერთი თვეა საკმარი, ანუ ქვეყანას თავისი შესაძლებლობით შეუძლია თავი ერთი თვე ირჩინოს, აწარმოოს ერთი თვის საარსებო ხორბალი, თან მაშინ, როცა ამ პროდუქტს ასეთი დიდი მოხმარება აქვს, რადგანაც კვების სტრუქტურაში, ნაკლებია ხორცის, თევზეულის, ბოსტნეულის, რძის ნაწარმის, ხილის გამოყენება. ამიტომ ამ კომპონენტების შევსება ხდება პურით.

პური კი ავსებს ორგანიზმს, მაგრამ მას საჭირო მიკროელემენტები თუ ბევრი სხვა რამ აკლდება, რის გამოც ორგანიზმი იფიტება და ზოგადად, ერი ასეთი კვებით სუსტდება. თან, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ხარისხიან პურს იღებს. წარმოიდგინეთ, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. მეორეა, რომ წლებია, ადამიანი უხარისხო პურს ჭამს.

- რა განსაზღვრავს მის უხარისხობას?

- პურის უხარისხობა მრავალი კომპონენტითაა განპირობებული, - ეს არის დაბალი ხარისხის ხორბალი, ასეთივე ფქვილი და ყველაზე ცუდი რაც არის, პური ნაწარმოებია არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური (სინთეტური) საფუარით. თუკი რაიმე ცუდი ელემენტი არსებობს, კაცი რომ ვერც წარმოიდგენს (კარცეროგენური შემადგენელობაც) ამ პროდუქტშია თავმოყრილი. ამიტომ მწარმოებლები ასეთ ფრაზას ამბობენ, - "იმდენ საფუარს არ ვუშვები", მაგრამ არც ერთი რეკლამა, განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ პური საფუარის გარეშეა ნაწარმოები, საქართველოში არ დასტურდება. ეს ფრაზები დროებითია და მინირეკლამის დატვირთვა აქვს, რაც მალევე ქრება.

- დიფერენცირებაც არ ხდება ამ პროდუქტის, ხომ?

- "სპეციალური პური", "დიაბეტური პური", "შავი პური" და ა.შ. სინამდვილეში არ არსებობს. არ დასტურდება იმიტომ, რომ იმ მასის პური, რაც ცხვება და იყიდება, შესაბამისი ნედლეული, ფქვილი არ შემოდის, რომ ადამიანებმა მივიღოთ. ეს შეუსაბამობები არსებობს.

- პური მართლაც იღებება?

- იღებება, ამაზე ის ფრაზაც მეტყველებს, როდესაც მწარმოებელი ამბობს, - "არ ვღებავ". ეს პურის მცხობელებისგან საოცარი სლოგანი გახდა. თუმცა უკვე სასაცილოა მისი მოსმენა, რადგანაც მასში გამჟღავნებულია ინფორმაცია, რომ პური მართლაც იღებება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მკრეხელობაა. სპეციალისტები პურთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემაზე მიუთითებენ და ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე გაურკვევლობას იწვევს იმიტომ, რომ ჩვენთან ფასები პურზე და პროდუქტებზე გათავისუფლებულია. მომხმარებელი ყიდულობს იმ ფასად, რასაც რეალიზატორი სთავზობს, ისინიც თავისუფლები არიან ფასწარმოქმნაში. ასეთ დროს სახელმწიფომ უნდა შეასრულოს "ღამის დარაჯის" როლი, ანუ უნდა დაინტერესდეს საკითხით, ამ სფეროში არის წესრიგი თუ არა. ევალება, დაიცვას წესრიგი და დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები, რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია კვების ინდუსტრიული პროდუქტების ხარისხის მასობრივად შემოწმება. ამიტომ ვქირაობთ სახელმწიფოს და ვთხოვთ, შეასრულოს ეს ფუნქცია, რაც სამწუხაროდ, არ სრულდება და არის საგანგაშო მდგომარეობა!

აქედან გამომდინარე, პური შეიძლება იყოს პლატფორმა იმისთვის, რომ საზოგადოებამ ერთობლივად გამოხატოს თავისი პოზიცია, რამდენად ეფექტიანია ხელისუფლება. პურთან მიმართებაში, ხელისუფლებაზე თქვა ყველაფრი ცუდი, ისეთი სავალალო მდგომარეობაა, დასაშვებია!

პური უნდა იყოს დიფერენცირებული პროდუქტი, ადამიანებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რომ არსებობს დაბალი, საშუალო და მაღალი ხარისხის პროდუქტი, იყოს საფუარით და უსაფუაროდ და მომხმარებელი თვითონ შეარჩევს, რა იყიდოს, მაგრამ უნდა მიაწოდო ამის შესახებ ინფორმაცია, რაც განსაზრვრავს შემდგომ მათ ქცევას. ვიმეორებ, ეს არის ის პლატფორმა, სადაც საზოგადოებამ ერთობლივად უნდა ამოიღოს ხმა. ხელისუფლება აიძულოს ამ მიმართულებით თავის ფუნქცია შეასრულოს! რადგანაც ეს სავალალო მდგომარეობა ადამიანს თოფით არ კლავს, მაგრამ აავადებს მთლიანად საზოგადოებას!

- თავად ფქვილის ხარისხზე რა შეგვიძლია ვთქვათ?

- ცნობილია, რომ ხდება ფქილის გათეთრება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით. ამასთან, არსებობს ხორბლის დაბალი ხარისხიც, რომლისგანაც ზოგადად ფქვილი მიიღება.

ბოლო წლებში ხორბლის და ფქვილის ძირითადი მომწოდებლები არიან: რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ცოტა ჩვენც გაგვაქვს ზოგიერთ ქვეყანაში, მაგრამ ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, ძირითადი იმპორტი სამი ქვეყნიდანაა.

მოკლედ, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ის, რაც ევალება. ამიტომ, ვისაც როგორ შეუძლია, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ყვირილი თუ არა, საზოგადოებრივი ჩურჩული უნდა ატყდეს, რომელიც სამზარეულოდან სამზარეულოში, ქუჩიდან ქუჩაში, ოჯახიდან ოჯახში გადაინაცვლებს და ერთი აზრი შეიკვრება.

- პურთან დაკავშირებით პრობლემა სულ იყო და დღეს არ შექმნილა...

- არც ერთი ხელისუფლება პურთან მიმართებაში არ განსხვავდება, ყველა ერთია! 25 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას ბევრი გამაერთიანებელი ნიშანი აქვს, რადგანაც ყველა ასრულებს ერთსა და იმავე პიესას, უბრალოდ, განსხვავებული არტისტებითა და ტემპერამენტით...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ