საქართველოს პრეზიდენტი ბაბუა გახდა. გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილს ანა მარგველაშვილს და მის მეუღლეს გიგი ჩიჩუას გოგონა გუშინ შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა:
"ერთი საათის წინ შემეძინა შვილიშვილი! უზომოდ ბედნიერი ვარ! ჩემს პატარა გოგონას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ერთიან საქართველოში ცხოვრებას!" - ვკითხულობთ პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
შვილიშვილის დაბადებას გამოეხმაურა დღეს პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა. პირველმა ლედიმ გერის ახლადშეძენილ ქალიშვილს პოსტი მიუძღვნა:
"გუშინ ანნამ საოცრად ლამაზი და ყოჩაღი გოგო გააჩინა! ესეიგი მე ბებია გავხდი! ანასტასიას ბებია. თემო კი ბიძა გახდა", - წერს მაკა ჩიჩუა პირად გვერდზე.