პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცენტრ პოინტ აჭარის" გაყიდვების მენეჯერის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ სალომე ჩარკვიანმა გარკვეულ დოკუმენტებს ხელი მოტყუებით მოაწერა
"ცენტრ პოინტ აჭარის" გაყიდვების მენეჯერის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ სალომე ჩარკვიანმა გარკვეულ დოკუმენტებს ხელი მოტყუებით მოაწერა

"ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რის" გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რის, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის ოჯა­ხი ელო­დე­ბა, რომ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის­გან სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რის" გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა თა­მაზ გამ­ცემ­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ანს თან­ხებ­თან არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო მას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და­ვა­ლე­ბით რა­ი­მე დო­კუ­მენტზე ხელი მო­ე­წე­რა.

"ეს წლე­ბის წინ მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვაა, რო­მელ­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რას რე­ა­ლუ­რად ხელ­მო­სა­ჭი­დი სა­ბუ­თე­ბი უჭი­რავს, მაგ­რამ საქ­მე იმა­შია, რომ სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი მა­შინ იყო ახალ­გაზ­რდა, გა­მო­უც­დე­ლი, ჰქონ­და გა­და­ცე­მუ­ლი თა­ვი­სი ფაქ­სი­მი­ლია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის­თვის და იქ, რა დუ­კუ­მენ­ტებს ურტყამ­დნენ სა­ლო­მეს ფაქ­სი­მი­ლი­ას, ახლა ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან ძნე­ლია. მე არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მო­ტყუ­ე­ბით თვი­თონ სა­ლო­მე­საც მო­ე­წე­რა ბევრ რა­მე­ზე ხელი და ამას არც თვი­თონ გა­მო­რი­ცხავს. თან­ხებ­თან სა­ლო­მე ჩარ­კვი­ანს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა რა ჰქონ­და. თან­ხებს გან­კარ­გავ­დნენ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ თუნ­დაც ამ გან­ცხა­დე­ბის მერე რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი მო­ახ­დენს ადეკ­ვა­ტურ რე­ა­გი­რე­ბას", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თა­მაზ გამ­ცემ­ლი­ძემ.

ჩარ­კვი­ა­ნის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი აქვე გან­მარ­ტავს, რომ ოჯა­ხი ყველ­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს ემიჯ­ნე­ბა.

"არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა ამ წუ­თას სა­ლო­მეს პო­ლი­ტი­კას­თან არ აქვს. რა­ღაც უაზ­რო გან­ცხა­დე­ბე­ბი კეთ­დე­ბა, რომ თით­ქოს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნაა. ჩვენ გვინ­და გა­ვე­მიჯ­ნოთ პო­ლი­ტი­კას და ყვე­ლა სხვა გან­ცხა­დე­ბას", - აღ­ნიშ­ნა გამ­ცემ­ლი­ძემ.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს, "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს, "ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რის" დი­რექ­ტორს, ირაკ­ლი მინ­დელს და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯერს, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ანს ბრა­ლი გუ­შინ წა­უ­ყე­ნა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო მათ ბა­თუმ­ში "ცენ­ტრ პონ­ტის" მიერ და­გეგ­მი­ლი "თეთ­რი მაგ­ნო­ლი­ას" მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში, მე­ნა­შე­ნე­თა კუთ­ვნი­ლი, 20 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტის გაფ­ლაგ­ვას ედა­ვე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ცენტრ პოინტ აჭარის" გაყიდვების მენეჯერის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ სალომე ჩარკვიანმა გარკვეულ დოკუმენტებს ხელი მოტყუებით მოაწერა

"ცენტრ პოინტ აჭარის" გაყიდვების მენეჯერის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ სალომე ჩარკვიანმა გარკვეულ დოკუმენტებს ხელი მოტყუებით მოაწერა

"ცენტრ პოინტ აჭარის" გაყიდვების მენეჯერის, სალომე ჩარკვიანის ოჯახი ელოდება, რომ რჩეულიშვილების ოჯახისგან სალომე ჩარკვიანის უდანაშაულობის შესახებ განცხადება გაკეთდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ცენტრ პოინტ აჭარის" გაყიდვების მენეჯერის ოჯახის ახლობელმა თამაზ გამცემლიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სალომე ჩარკვიანს თანხებთან არავითარი შეხება არ ჰქონია და არ გამორიცხავს, რომ გამოუცდელობის გამო მას, ხელმძღვანელობის დავალებით რაიმე დოკუმენტზე ხელი მოეწერა.

"ეს წლების წინ მომხდარი შემთხვევაა, რომელზეც პროკურატურას რეალურად ხელმოსაჭიდი საბუთები უჭირავს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სალომე ჩარკვიანი მაშინ იყო ახალგაზრდა, გამოუცდელი, ჰქონდა გადაცემული თავისი ფაქსიმილია პასუხისმგებელი პირებისთვის და იქ, რა დუკუმენტებს ურტყამდნენ სალომეს ფაქსიმილიას, ახლა ამაზე საუბარი ძალიან ძნელია. მე არ გამოვრიცხავ, რომ მოტყუებით თვითონ სალომესაც მოეწერა ბევრ რამეზე ხელი და ამას არც თვითონ გამორიცხავს. თანხებთან სალომე ჩარკვიანს არანაირი შეხება რა ჰქონდა. თანხებს განკარგავდნენ დამფუძნებლები. ჩვენ ველოდებით, რომ თუნდაც ამ განცხადების მერე რჩეულიშვილების ოჯახი მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თამაზ გამცემლიძემ.

ჩარკვიანის ოჯახის ახლობელი აქვე განმარტავს, რომ ოჯახი ყველნაირ პოლიტიკურ განცხადებებს ემიჯნება.

"არანაირი შეხება ამ წუთას სალომეს პოლიტიკასთან არ აქვს. რაღაც უაზრო განცხადებები კეთდება, რომ თითქოს ეს პოლიტიკური დევნაა. ჩვენ გვინდა გავემიჯნოთ პოლიტიკას და ყველა სხვა განცხადებას", - აღნიშნა გამცემლიძემ.

მთავარი პროკურატურა "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გუკა რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტ აჭარის" დირექტორს, ირაკლი მინდელს და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალი გუშინ წაუყენა. საგამოძიებო ორგანო მათ ბათუმში "ცენტრ პონტის" მიერ დაგეგმილი "თეთრი მაგნოლიას" მშენებლობის პროცესში, მენაშენეთა კუთვნილი, 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლაგვას ედავება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ