სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში "ბოსების ბოსი" დააკავეს - ФСБ-მ ე.წ კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი აიყვანა
მოსკოვში "ბოსების ბოსი" დააკავეს - ФСБ-მ ე.წ კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი აიყვანა

მოს­კოვ­ში "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი" ზაქ­რო კა­ლა­შო­ვი და­ა­კა­ვეს. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, კა­ლა­შო­ვი 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში ორი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბას­თან შე­საძ­ლო კავ­შირ­ში და ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლის­გან თან­ხის გა­მო­ძალ­ვა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "შაქ­რო მა­ლა­დოი" ФСБ-ს (რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი) თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 11 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს და და­კი­თხვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს.

საქ­მე ეხე­ბა 2015 წლის 14 დე­კემ­ბერს მოს­კო­ვის რეს­ტო­რან Elements-თან მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, რა დრო­საც ათამ­დე მა­მა­კაც­მა ქუ­ჩა­ში სრო­ლე­ბი მო­ა­წყო. შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 5 დაჭ­რი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ორი და­ი­ღუ­პა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი ფი­ნან­სუ­რი უთან­ხმო­ე­ბა გახ­და. მა­შინ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს ე.წ "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი" ან­დრეი კო­ჩუ­ი­კო­ვი, მეტ­სა­ხე­ლად "იტა­ლი­ე­ლი", რო­მე­ლიც მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზაქ­რო კა­ლა­შოვ­თან.

კა­ლა­შო­ვი რუ­სეთ­ში 2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ეს­პა­ნეთ­ში პა­ტიმ­რო­ბის მოხ­დის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. კა­ლა­შო­ვი რუ­სულ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში "ბო­სე­ბის ბო­სად" ით­ვლე­ბა. ლი­დე­რის პო­ზი­ცია მან მას შემ­დეგ და­ი­კა­ვა, რაც სნა­ი­პერ­მა ას­ლან უსო­ი­ა­ნი, ცნო­ბი­ლი დედ ჰა­სა­ნი მოკ­ლა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მოსკოვში "ბოსების ბოსი" დააკავეს - ФСБ-მ ე.წ კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი აიყვანა

მოსკოვში "ბოსების ბოსი" დააკავეს - ФСБ-მ ე.წ კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი აიყვანა

მოსკოვში "კრიმინალური ავტორიტეტი" ზაქრო კალაშოვი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, კალაშოვი 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან შესაძლო კავშირში და ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.

ე.წ კანონიერი ქურდი ზედმეტსახელად "შაქრო მალადოი" ФСБ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) თანამშრომლებმა 11 ივლისს დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

საქმე ეხება 2015 წლის 14 დეკემბერს მოსკოვის რესტორან Elements-თან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ათამდე მამაკაცმა ქუჩაში სროლები მოაწყო. შედეგად, საავადმყოფოში 5 დაჭრილი გადაიყვანეს, მათგან ორი დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ფინანსური უთანხმოება გახდა. მაშინ ცხელ კვალზე დააკავეს ე.წ "კრიმინალური ავტორიტეტი" ანდრეი კოჩუიკოვი, მეტსახელად "იტალიელი", რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ზაქრო კალაშოვთან.

კალაშოვი რუსეთში 2014 წლის ოქტომბერში, ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ დაბრუნდა. კალაშოვი რუსულ კრიმინალურ სამყაროში "ბოსების ბოსად" ითვლება. ლიდერის პოზიცია მან მას შემდეგ დაიკავა, რაც სნაიპერმა ასლან უსოიანი, ცნობილი დედ ჰასანი მოკლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ