"დაახლოებით 10 დღეა, კუმისში, შავებში ჩაცმული, სახეშეღებილი ერთი ან რამდენიმე კაცი დადის. მოსახლეობას აშინებს, ღამე სახლში შედის, აღვიძებს და ეჯღანება, უცნაურ ხმებს გამოსცემს, სადაც სახლში ვერ შედის კარს, ფანჯრებს "ჩხაპნის"...
მოსახლეობას შიშისგან გული მისდის, ბავშვებს ვეღარ სძინავთ. დღეს უკვე დღეც იყო სახლში შესული, გვერდით სოფლის მცხოვრებლებიც იგივეს ჩივიან... სავარაუდოდ, რამდენიმეა და გაფანტული არიან... პატრული დასდევს, მარა უშედეგოდ (საოცრად სწრაფი, ჭკვიანი და მოქნილია) არ ვიცი ვინ უნდა მოვნიშნო ამ პოსტზე (არც ინიშნება), მაგრამ ხომ შეიძლება ზომების გამკაცრება (თუ ვინმეს არეულობა და პანიკა აწყობს და იმის დამტკიცება, რომ ეს მთავრობა უნიათოა, მაგას მაინც ნუ დაამტკიცებინებთ) იმდენად ჭკვიანურად მოქმედებს, მეეჭვება ჭკუიდან შეშლილი იყოს. სანამ მსხვერპლი იქნება, იქნებ იქამდე გამოფხიზლდეთ!!!" - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს. მისი ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში ამოუცნობი მოვლენა ხდება.
პოსტს ადგილობრივები ეხმიანებიან. სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, დაახლოებით, 10 დღეა, უცნაური მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც ადგილობრივების სახლებში შედის და ხალხს აშინებს. მათივე ცნობით, შავებში ჩაცმულ მამაკაცს სახე გამურული აქვს და ძალიან სწრაფად გადაადგილდება.
აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, კუმისში პოლიცია მოკვლევას აწარმოებს... განაგრძეთ კითხვა