პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას მარტო ვერ ჩაიდენდა..." - როგორ ახასიათებენ ვაჩიანში 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული
"ამას მარტო ვერ ჩაიდენდა..." - როგორ ახასიათებენ ვაჩიანში 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული

ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 24 წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. საქ­მე ეხე­ბა 37 წლის ქა­ლი­სა და მისი სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბას. ვა­ჩი­ან­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ნა­შა­ულს ერთი ადა­მი­ა­ნი მარ­ტო ვერ ჩა­ი­დენ­და და შე­საძ­ლოა მას ვინ­მე ეხ­მა­რე­ბო­და.

"ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ცხოვ­რობ­დნენ. ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ... რა­ტომ მოხ­და ასე არ ვიცი. და­კა­ვე­ბუ­ლი არც კი ვიცი კარ­გად ვინ არის, ახალ­გაზ­რდა კა­ცია, ცოლ-შვი­ლი ჰყავს... ამას მარ­ტო ვერ ჩა­ი­დენ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლია. სამი ან ოთხი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და", - აცხა­დებს Palitratv.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ვა­ჩი­ა­ნის მცოვ­რე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: ჰყავს ცოლ-შვი­ლი... მარ­ტო ვერ ჩა­ი­დენ­და ამას, გა­მო­რი­ცხუ­ლია - მე­ზო­ბე­ლი 24 წლის ბიჭს ახა­სი­ა­თებს, რო­მელ­მაც სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა

ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ონ­ში ტრა­გე­დია რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. მოკ­ლუ­ლია 37 წლის ქალი და მისი სამი შვი­ლი. ბავ­შვე­ბის ასა­კი 5, 16 და 18 წე­ლია. სახ­ლში მხო­ლოდ ქალი და მისი შვი­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, მამი კი რუ­სეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბა. ცხედ­რე­ბი მე­ზობ­ლებ­მა გუ­შინ შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სახ­ლში ქურ­დო­ბის მიზ­ნით შე­ვი­და. სახ­ლის მე­პატ­რო­ნემ და მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა იგი შე­ნიშ­ნეს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, რის გა­მოც ნო­დარ ა.-მ მათ თა­ვის არე­ში ბლაგ­ვი საგ­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი და მისი 2 შვი­ლი, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ. ბრალ­დე­ბულ­მა, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლში ხან­ძა­რი გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ოჯა­ხის მე­ო­თხე წევ­რი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­გუდ­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

წა­ი­კი­თხეთ: დე­დი­სა და მისი 3 შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მათი თა­ნა­სოფ­ლე­ლია - რას ყვე­ბი­ან ვა­ჩი­ა­ნე­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ამას მარტო ვერ ჩაიდენდა..." - როგორ ახასიათებენ ვაჩიანში 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული

"ამას მარტო ვერ ჩაიდენდა..." - როგორ ახასიათებენ ვაჩიანში 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობას. ვაჩიანში მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ დანაშაულს ერთი ადამიანი მარტო ვერ ჩაიდენდა და შესაძლოა მას ვინმე ეხმარებოდა.

"ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ... რატომ მოხდა ასე არ ვიცი. დაკავებული არც კი ვიცი კარგად ვინ არის, ახალგაზრდა კაცია, ცოლ-შვილი ჰყავს... ამას მარტო ვერ ჩაიდენდა, გამორიცხულია. სამი ან ოთხი ადამიანი იქნებოდა", - აცხადებს Palitratv.ge-სთან საუბარში ვაჩიანის მცოვრები.

იხილეთ ვიდეო: ჰყავს ცოლ-შვილი... მარტო ვერ ჩაიდენდა ამას, გამორიცხულია - მეზობელი 24 წლის ბიჭს ახასიათებს, რომელმაც სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა

ახალქალაქის რაიონში ტრაგედია რამდენიმე დღის წინ მოხდა. მოკლულია 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, მამი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება. ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდა მამაკაცი სახლში ქურდობის მიზნით შევიდა. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

წაიკითხეთ: დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ