სპორტი
სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოიტანეთ განაჩენი, ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე..." - რას წერს მაია რჩეულიშვილის დისშვილი ნინო დარასელი "ცენტრ პონტის" სკანდალზე
"გამოიტანეთ განაჩენი, ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე..." - რას წერს მაია რჩეულიშვილის დისშვილი ნინო დარასელი "ცენტრ პონტის" სკანდალზე

მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის დის­შვი­ლი ნინო და­რა­სე­ლი შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფი"-ს გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა. რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი უსა­მარ­თლოს უწო­დებს შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი აჭა­რას" დი­რექ­ტო­რის სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის და­კა­ვე­ბას.

"არ ვწერ­დი პოსტს, სა­ნამ სა­ლო­მე ჩარ­კვი­ანს არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, რომ შემ­თხვე­ვით რამე სიმწვა­ვე არ შე­მე­ტა­ნა საქ­მის მსვლე­ლო­ბა­ში. ეხ­ლაც რა­საც ვწერ, ჩათ­ვა­ლეთ რომ იმის მე­ა­სე­დია რისი და­წე­რაც მინ­და, უბ­რა­ლოდ ზო­გი­ერ­თის პოს­ტის გამო გავ­ხდი იძუ­ლე­ბუ­ლი.

სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი, სა­ო­ცა­რი გოგო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გუ­შინ ცენ­ტრ პო­ინ­ტის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს, ზუს­ტად ისე­ვეა დამ­ნა­შა­ვე და ამ საქ­მე­ზე და­სა­კა­ვე­ბე­ლი, რო­გორც მე ლე­ნი­ნის, ან ლე­ნო­ნის მკვლე­ლო­ბა­ზე(არ მე­ხუმ­რე­ბა უბ­რა­ლოდ მეტ­ზე ტვი­ნი არ მი­მოძ­რა­ვებს ამ წუთ­ში). თუმ­ცა თუ მო­ინ­დო­მეს, რო­გორც ვხვდე­ბი ამა­საც გა­ღი­ა­რე­ბი­ნე­ბენ კაცს და მე პი­რა­დად ვთხოვ­დი სა­ლო­მეს რომ ყვე­ლა­ფე­რი და­წე­როს რა­საც კი "და­ა­წე­რი­ნე­ბენ", იმი­ტომ, რომ ერთი, რომ ის არა­ფერ შუ­ა­შია, მე­ო­რე რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მისი სა­კან­ში ყოფ­ნა და მე­სა­მეც და მთა­ვა­რია ისაა, რომ სამ­წუ­ხა­როდ ძალა აღ­მართს ხნავს.

თუ ვინ­მე და­სა­კა­ვე­ბე­ლია, დე­და­ჩემ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ის მზა­დაა პა­სუ­ხი აგოს მთე­ლი სიმ­კაც­რით. კვი­რა­ში ორ­ჯერ და­დის რუ­სოც და მა­ი­აც სა­სამ­რთლო­ში. არც პი­რა­დო­ბა აქვთ და არც პას­პორ­ტი, არ­სად და ვერ­სად მირ­ბი­ან, არ აქვთ მუ­შა­ო­ბის და შე­სა­ბა­მი­სად შე­მო­სავ­ლის ქო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც გა­აჩ­ნდათ და­ყა­და­ღე­ბუ­ლია და უც­დი­ან გა­ნა­ჩენს. მეტი რა შე­იძ­ლე­ბა ქნან? თა­ვე­ბი და­ი­ხო­ცონ? თუ სა­ჭი­როა მა­გა­საც იზა­ვენ სხვე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ით. რა სა­ჭი­როა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­კა­ვე­ბა ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის გამო. ისე­დაც თქვენ­თვის გა­მო­ი­ტა­ნეთ გა­ნა­ჩე­ნი და ნუ გა­წე­ლეთ ეს ჯო­ჯო­ხე­თი 4 წელ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­კას, არაა იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ თუ გუკა ჩა­ბარ­და სა­ლო­მეს გა­მო­უშ­ვე­ბენ. იმე­დია იქამ­დე არ მივ­სულ­ვართ, რომ სა­ლო­მე მძე­ვა­ლია. და თუკი გა­ირ­კვა რომ ეგ­რეა, და საქ­მეს ეგ შვე­ლის მა­შინ გარ­წმუ­ნებთ ვე­რა­ვინ და­ას­წრებს იქ მის­ვლას.

ერთს ვი­ტყვი კი­დევ, მე რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შე­ნე­ბა­ში ხელს კი არ შე­ვუშ­ლი­დი, ყა­და­ღებს კი არ და­ვა­დებ­დი და ძა­ლით კი არ შე­ვა­ჩე­რებ­დი მშე­ნებ­ლო­ბებს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხმებ­ზე ასე კი არ "ვი­ჩა­ლი­ჩებ­დი", არა­მედ კომ­პა­ნი­ებს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი იმ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში რაც სხვა­დას­ხვა ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო შე­ჩერ­და. ამი­თი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის გუ­ლებ­საც მო­ი­გებ­დნენ და კე­თილ საქ­მე­საც გა­ა­კე­თებ­დნენ.მაგ­რამ ყვე­ლა საქ­მეს ცოდ­ნა უნდა, მათ შო­რის დამ­ნა­შა­ვის და უდა­ნა­შა­უ­ლოს გარ­ჩე­ვა­საც", - წერს ნინო და­რა­სე­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გუ­შინ შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი აჭა­რას" დი­რექ­ტო­რე­ბი ირაკ­ლი მინ­დე­ლი და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 11:00 სა­ათ­ზე და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი არ გა­მო­ცხად­და, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ვაჟ­ზე ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბას გეგ­მავს.

წა­ი­კი­თხეთ: ლელა კი­ლა­ძის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე: "დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ ახლა მას­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მაქვს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"გამოიტანეთ განაჩენი, ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე..." - რას წერს მაია რჩეულიშვილის დისშვილი ნინო დარასელი "ცენტრ პონტის" სკანდალზე

"გამოიტანეთ განაჩენი, ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე..." - რას წერს მაია რჩეულიშვილის დისშვილი ნინო დარასელი "ცენტრ პონტის" სკანდალზე

მაია რჩეულიშვილის დისშვილი ნინო დარასელი შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფი"-ს გარშემო მიმდინარე პროცესებს "ფეისბუქზე" ეხმაურება. რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილი უსამართლოს უწოდებს შპს "ცენტრ პოინტი აჭარას" დირექტორის სალომე ჩარკვიანის დაკავებას.

"არ ვწერდი პოსტს, სანამ სალომე ჩარკვიანს არ გაათავისუფლებდნენ, რომ შემთხვევით რამე სიმწვავე არ შემეტანა საქმის მსვლელობაში. ეხლაც რასაც ვწერ, ჩათვალეთ რომ იმის მეასედია რისი დაწერაც მინდა, უბრალოდ ზოგიერთის პოსტის გამო გავხდი იძულებული.

სალომე ჩარკვიანი, საოცარი გოგო, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გუშინ ცენტრ პოინტის საქმეზე დააკავეს, ზუსტად ისევეა დამნაშავე და ამ საქმეზე დასაკავებელი, როგორც მე ლენინის, ან ლენონის მკვლელობაზე(არ მეხუმრება უბრალოდ მეტზე ტვინი არ მიმოძრავებს ამ წუთში). თუმცა თუ მოინდომეს, როგორც ვხვდები ამასაც გაღიარებინებენ კაცს და მე პირადად ვთხოვდი სალომეს რომ ყველაფერი დაწეროს რასაც კი "დააწერინებენ", იმიტომ, რომ ერთი, რომ ის არაფერ შუაშია, მეორე რომ წარმოუდგენელია მისი საკანში ყოფნა და მესამეც და მთავარია ისაა, რომ სამწუხაროდ ძალა აღმართს ხნავს.

თუ ვინმე დასაკავებელია, დედაჩემმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის მზადაა პასუხი აგოს მთელი სიმკაცრით. კვირაში ორჯერ დადის რუსოც და მაიაც სასამრთლოში. არც პირადობა აქვთ და არც პასპორტი, არსად და ვერსად მირბიან, არ აქვთ მუშაობის და შესაბამისად შემოსავლის ქონის საშუალება, რაც გააჩნდათ დაყადაღებულია და უცდიან განაჩენს. მეტი რა შეიძლება ქნან? თავები დაიხოცონ? თუ საჭიროა მაგასაც იზავენ სხვების ხელშეუხებლობის გარანტიით. რა საჭიროა უდანაშაულო ადამიანების დაკავება ბრალის დამძიმების გამო. ისედაც თქვენთვის გამოიტანეთ განაჩენი და ნუ გაწელეთ ეს ჯოჯოხეთი 4 წელზე.

რაც შეეხება გუკას, არაა იმაზე ლაპარაკი, რომ თუ გუკა ჩაბარდა სალომეს გამოუშვებენ. იმედია იქამდე არ მივსულვართ, რომ სალომე მძევალია. და თუკი გაირკვა რომ ეგრეა, და საქმეს ეგ შველის მაშინ გარწმუნებთ ვერავინ დაასწრებს იქ მისვლას.

ერთს ვიტყვი კიდევ, მე რომ ხელისუფლება ვყოფილიყავი, შენებაში ხელს კი არ შევუშლიდი, ყადაღებს კი არ დავადებდი და ძალით კი არ შევაჩერებდი მშენებლობებს, წინასაარჩევნოდ ხმებზე ასე კი არ "ვიჩალიჩებდი", არამედ კომპანიებს დავეხმარებოდი იმ მშენებლობების დასრულებაში რაც სხვადასხვა ცნობილი თუ უცნობი მიზეზების გამო შეჩერდა. ამითი დაზარალებულების გულებსაც მოიგებდნენ და კეთილ საქმესაც გააკეთებდნენ.მაგრამ ყველა საქმეს ცოდნა უნდა, მათ შორის დამნაშავის და უდანაშაულოს გარჩევასაც", - წერს ნინო დარასელი.

სამართალდამცველებმა გუშინ შპს "ცენტრ პოინტი აჭარას" დირექტორები ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი დააკავეს. პროკურატურაში 11:00 საათზე დაკითხვაზე დაბარებული გუკა რჩეულიშვილი არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საგამოძიებო უწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ვაჟზე ძებნის გამოცხადებას გეგმავს.

წაიკითხეთ: ლელა კილაძის პირველი კომენტარი გუკა რჩეულიშვილის საქმეზე: "დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს