Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედისა და 3 შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 24 წლის მამაკაცი სოფელ ვაჩიანში დააკავა
დედისა და 3 შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 24 წლის მამაკაცი სოფელ ვაჩიანში დააკავა

ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია. საქ­მე ეხე­ბა 37 წლის ქა­ლი­სა და მისი სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნო­დარ ა. და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ნო­დარ ა.-მ ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში, ქურ­დო­ბის მიზ­ნით, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ფან­ჯრი­დან შე­აღ­წია. სახ­ლის მე­პატ­რო­ნემ და მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა იგი შე­ნიშ­ნეს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს, რის გა­მოც ნო­დარ ა.-მ მათ თა­ვის არე­ში ბლაგ­ვი საგ­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი და მისი 2 შვი­ლი, მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

წა­ი­კი­თხეთ: დე­დი­სა და მისი 3 შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მათი თა­ნა­სოფ­ლე­ლია - რას ყვე­ბი­ან ვა­ჩი­ა­ნე­ლე­ბი

ბრალ­დე­ბულ­მა, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სახ­ლში ხან­ძა­რი გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ოჯა­ხის მე­ო­თხე წევ­რი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­გუდ­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნო­დარ ა. ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს, ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ჩი­ან­ში და­ა­კა­ვეს. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამო­ღე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლილ­თა კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით).

დედისა და 3 შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 24 წლის მამაკაცი სოფელ ვაჩიანში დააკავა

დედისა და 3 შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 24 წლის მამაკაცი სოფელ ვაჩიანში დააკავა

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია. საქმე ეხება 37 წლის ქალისა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.

წაიკითხეთ: დედისა და მისი 3 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი თანასოფლელია - რას ყვებიან ვაჩიანელები

ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.

სამართალდამცველებმა ნოდარ ა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დააკავეს. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ