ანა მარგველაშვილს ქალიშვილი შეეძინა

ანა მარგველაშვილს ქალიშვილი შეეძინა

საქართველოს პრეზიდენტი ბაბუა გახდა. გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილს ანა მარგველაშვილს და მის მეუღლეს გიგი ჩიჩუას გოგონა ერთი საათის წინ შეეძინათ. ამის შესახებ პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდიდან ვგებულობთ:

"ერთი საათის წინ შემეძინა შვილიშვილი! უზომოდ ბედნიერი ვარ! ჩემს პატარა გოგონას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ერთიან საქართველოში ცხოვრებას!" - ვკითხულობთ პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

პრეზიდენტის ქალიშვილმა ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. ანა გინეკოლოგმა ნუკრი კინტრაიამ ამშობიარა.

AMBEBI.GE ნუკრი კინტრაიას დაუკავშირდა: "გოგონა 3.500 კგ გაჩნდა. დედაც და ბავშვიც კარგად გრძნობენ თავს. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, რადგან არ ვიცი რამდენად მაქვს მორალურად ამაზე საუბრის უფლება"

ჩვენ ვცადეთ ანა მარგველაშვილის მეგობრებთან და მეუღლესთან, გიგი ჩიჩუასთან დაკავშირება, თუმცა მან საუბარი არ ისურვა. როგორც გვითხრეს, ანა მარგველაშვილი მოგვიანებით თავად გაავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBi.GE

Georgia’s President becomes a grandfather

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი