10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაშია ბათუმის "მაგნოლია" და რას ამბობენ მობინადრეები რჩეულიშვილებზე: "მტვერია, ნაგავია, ვირთხები დარბიან ყველგან"
რა მდგომარეობაშია ბათუმის "მაგნოლია" და რას ამბობენ მობინადრეები რჩეულიშვილებზე: "მტვერია, ნაგავია, ვირთხები დარბიან ყველგან"

"სულ ყვე­ლა და­სა­ჭე­რია", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან "ცენ­ტრ-პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბას ბა­თუ­მის "მაგ­ნო­ლი­ას" მო­ბი­ნად­რე­ე­ბი AMBEBI.GE-ს ბა­თუ­მელ კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას.

"მაგ­ნო­ლი­ა­ში" ბი­ნის მფლო­ბე­ლი ნანა გე­წა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ლიფ­ტის მო­წეს­რი­გე­ბის, შე­ნო­ბის გა­და­ხურ­ვის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბი­სა და სი­სუფ­თა­ვის­თვის კომ­პა­ნი­ას თან­ხე­ბი აღე­ბუ­ლი აქვს, თუმ­ცა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ შე­უს­რუ­ლე­ბია:

იხი­ლეთ ვი­დე­ო­რე­პორ­ტა­ჟი რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­ბე­დის­წე­რო "მაგ­ნო­ლი­ა­დან"

"ყო­ველ დღე გვპირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ბოლო არ უჩანს", - აღ­ნიშ­ნა ნანა გე­წა­ძემ.

"მაგ­ნო­ლი­ას" კი­დევ ერთი მო­ბი­ნად­რე, A ბლო­კის მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე ბი­ნის მფლო­ბე­ლი ლილი თბი­ლე­ლი "ცენ­ტრ პო­ინტს" პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩი­ვის. ის ხვალ აპი­რებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში მის­ვლას და იმ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს, რაც მის კორ­პუს­შია:

"ჩემი სა­ჩი­ვა­რი ეხე­ბა იმას, რომ ამ­დე­ნი წე­ლია ეს შე­ნო­ბა მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია. გა­სულ წელს სა­ხუ­რავ­ზე და­ა­შე­ნეს კი­დევ ერთი სარ­თუ­ლი. ვიცი, რომ უკა­ნო­ნო და უნე­ბარ­თვო და­შე­ნე­ბაა და ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ისიც, რომ ცუ­დად გა­ა­კე­თეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. A ბლო­კის ერთი ფა­სა­დი წვი­მამ ჩა­მო­რე­ცხა. წყლის ჩა­მოს­ვლის მერე გა­და­მეწ­ვა ტექ­ნი­კა. გარ­და ამი­სა, ამ­დე­ნი წე­ლი­წა­დია ნა­გავს ვერ და­ვაღ­წი­ეთ თავი. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რას მკი­თხა­ვენ არ ვიცი, მაგ­რამ მე ვა­პი­რებ ამ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს", - აღ­ნიშ­ნა ლილი თბი­ლელ­მა.

"მაგ­ნო­ლი­ა­ში" აქვს ბინა ალი­ო­ნა ბაქ­სის, რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლო­ბით სამი თვით ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებს. ბაქსს ყვე­ლა­ზე მა­ტად ან­ტი­სა­ნი­ტა­რია აწუ­ხებს და ითხოვს კორ­პუ­სის დრო­უ­ლად ჩა­ბა­რე­ბას: "ჩვე­ნი სახ­ლი არ არის ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მე­ა­თე წე­ლია. ბოლო არ უჩანს ამ კორ­პუ­სის დას­რუ­ლე­ბას. მტვე­რია, ნა­გა­ვია, ვირ­თხე­ბი დარ­ბი­ან ყველ­გან. სა­ში­ნელ დღე­ში ვართ", - აცხა­დებს ალი­ო­ნა ბაქ­სი.

"მაგ­ნო­ლი­ა­ში" მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ბი­ნის მე­პატ­რო­ნე ლიკა არ­ვე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ კორ­პუ­სის ბოლო სარ­თუ­ლებ­ზე და­შე­ნე­ბე­ბის გამო სა­დარ­ბა­ზო­ში წვიმს და წყა­ლი ელექტრომ­რი­ცხვე­ლებ­ში ჩა­დის, რის გა­მოც შუქი ითი­შე­ბა. ლიკა არ­ვე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ კორ­პუ­სის ად­მი­ნის­ტრა­ცია ყო­ველ­წლი­უ­რად თან­ხებს ახ­დე­ვი­ნებს, მაგ­რამ პი­რო­ბებს არ ას­რუ­ლებს:

"სა­დარ­ბა­ზო­ში შეს­ვლის­თვის შეგ­ვა­ძე­ნი­ნეს ჩი­პე­ბი, რო­მელ­შიც გა­დაგ­ვახ­დე­ვი­ნეს 150 ლარი. რა აზრი აქვს ქვე­მოთ კა­რე­ბის და­კეტ­ვას, როცა ურე­მონ­ტო ბი­ნე­ბი­დან ჩემს სარ­თულ­ზე ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია გად­მოს­ვლაც და გა­დას­ვლაც. აქ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ან­ტი­სა­ნი­ტა­ცია. ნაგ­ვის გა­ტა­ნის­თვი­საც თან­ხა გა­დაგ­ვახ­დე­ვი­ნეს. როცა წვიმს, სა­დარ­ბა­ზო­ში წყა­ლი ჩა­მო­დის, დე­ნის მრი­ცხვე­ლებს ეს­ხმე­ბა და შუქი ითი­შე­ბა. გა­სულ წელს ასე არ ხდე­ბო­და, ვფქ­რობ წელს რომ და­შე­ნე­ბა გა­ა­კე­თეს სულ ზემო სარ­თულ­ზე, იქ რა­ღაც მთლად წეს­რიგ­ში არაა და წვი­მა ჩა­მო­დის ამი­ტო­მაც", - აღ­ნიშ­ნა ლიკა არ­ვე­ლა­ძემ.

"მაგ­ნო­ლი­ას" მო­ბი­ნად­რე­ე­ბის თქმით, პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს სა­დარ­ბა­ზო­ე­ბის მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა და გა­ნა­თე­ბის არარ­სე­ბო­ბა. ასე­ვე, შე­ფერ­ხე­ბით მუ­შა­ობს ლიფ­ტე­ბიც.

სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე ბა­თუ­მი­დან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა მდგომარეობაშია ბათუმის "მაგნოლია" და რას ამბობენ მობინადრეები რჩეულიშვილებზე: "მტვერია, ნაგავია, ვირთხები დარბიან ყველგან"

რა მდგომარეობაშია ბათუმის "მაგნოლია" და რას ამბობენ მობინადრეები რჩეულიშვილებზე: "მტვერია, ნაგავია, ვირთხები დარბიან ყველგან"

"სულ ყველა დასაჭერია", - ასე ეხმაურებიან  "ცენტრ-პოინტი ჯგუფის" დამფუძნებლების პროკურატურაში დაბარებას ბათუმის "მაგნოლიას" მობინადრეები AMBEBI.GE-ს ბათუმელ კორესპონდენტთან საუბრისას.

"მაგნოლიაში" ბინის მფლობელი ნანა გეწაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლიფტის მოწესრიგების, შენობის გადახურვის, ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სისუფთავისთვის კომპანიას თანხები აღებული აქვს, თუმცა ვალდებულებები არ შეუსრულებია:

იხილეთ ვიდეორეპორტაჟი რჩეულიშვილების საბედისწერო "მაგნოლიადან"

"ყოველ დღე გვპირდებიან, მაგრამ დანაპირების შესრულებას ბოლო არ უჩანს", - აღნიშნა ნანა გეწაძემ.

"მაგნოლიას" კიდევ ერთი მობინადრე, A ბლოკის მეხუთე სართულზე ბინის მფლობელი ლილი თბილელი "ცენტრ პოინტს" პროკურატურაში უჩივის. ის ხვალ აპირებს საგამოძიებო უწყებაში მისვლას და იმ სიტუაციის შესახებ საუბარს, რაც მის კორპუსშია:

"ჩემი საჩივარი ეხება იმას, რომ ამდენი წელია ეს შენობა მოუწესრიგებელია. გასულ წელს სახურავზე დააშენეს კიდევ ერთი სართული. ვიცი, რომ უკანონო და უნებართვო დაშენებაა და ამას დამატებული ისიც, რომ ცუდად გააკეთეს სამუშაოები. A ბლოკის ერთი ფასადი წვიმამ ჩამორეცხა. წყლის ჩამოსვლის მერე გადამეწვა ტექნიკა. გარდა ამისა, ამდენი წელიწადია ნაგავს ვერ დავაღწიეთ თავი. პროკურატურაში რას მკითხავენ არ ვიცი, მაგრამ მე ვაპირებ ამ პრობლემებზე საუბარს", - აღნიშნა ლილი თბილელმა.

"მაგნოლიაში" აქვს ბინა ალიონა ბაქსის, რომელიც ზაფხულობით სამი თვით ბათუმში ისვენებს. ბაქსს ყველაზე მატად ანტისანიტარია აწუხებს და ითხოვს კორპუსის დროულად ჩაბარებას: "ჩვენი სახლი არ არის ჩაბარებული მეათე წელია. ბოლო არ უჩანს ამ კორპუსის დასრულებას. მტვერია, ნაგავია, ვირთხები დარბიან ყველგან. საშინელ დღეში ვართ", - აცხადებს ალიონა ბაქსი.

"მაგნოლიაში" მეექვსე სართულზე ბინის მეპატრონე ლიკა არველაძე ამბობს, რომ კორპუსის ბოლო სართულებზე დაშენებების გამო სადარბაზოში წვიმს და წყალი ელექტრომრიცხველებში ჩადის, რის გამოც შუქი ითიშება. ლიკა არველაძე ამბობს, რომ კორპუსის ადმინისტრაცია ყოველწლიურად თანხებს ახდევინებს, მაგრამ პირობებს არ ასრულებს:

"სადარბაზოში შესვლისთვის შეგვაძენინეს ჩიპები, რომელშიც გადაგვახდევინეს 150 ლარი. რა აზრი აქვს ქვემოთ კარების დაკეტვას, როცა ურემონტო ბინებიდან ჩემს სართულზე ნებისმიერს შეუძლია გადმოსვლაც და გადასვლაც. აქ არის ჩვეულებრივი ანტისანიტაცია. ნაგვის გატანისთვისაც თანხა გადაგვახდევინეს. როცა წვიმს, სადარბაზოში წყალი ჩამოდის, დენის მრიცხველებს ესხმება და შუქი ითიშება. გასულ წელს ასე არ ხდებოდა, ვფქრობ წელს რომ დაშენება გააკეთეს სულ ზემო სართულზე, იქ რაღაც მთლად წესრიგში არაა და წვიმა ჩამოდის ამიტომაც", - აღნიშნა ლიკა არველაძემ.

"მაგნოლიას" მობინადრეების თქმით, პრობლემას წარმოადგენს სადარბაზოების მოუწესრიგებლობა და განათების არარსებობა. ასევე, შეფერხებით მუშაობს ლიფტებიც.

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის ნინო ხოზრევანიძე ბათუმიდან

"წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი" -  მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო თაღლითურ სქემაში მონაწილეობაში სინოდის წევრს ადანაშაულებენ

"წინა კვირასაც გამოცდა ჩააბარა და ეძებდა მეორე სამსახურს... რატომ მოიკლავდა თავს?!“ -  გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედის პირველი კომენტარი

სამძებრო ღონისძიებები სვანეთში და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გრძელდება - განახლებული ინფორმაცია სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდზე