მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენა: "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ეუფლებიან"
პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენა: "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ეუფლებიან"

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, ამა­ვე ჯგუ­ფის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი აჭა­რას" დი­რექ­ტო­რე­ბის ირაკ­ლი მინ­დე­ლის და სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ.

"ბრალ­დე­ბის მხა­რემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სხვა სა­ფუძ­ვლებ­თან ერ­თად და­ა­სა­ბუ­თა იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი მე­ნა­შე­ნე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მი­ა­წო­დონ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს­და მათი კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია და არა­ნა­ი­რი სა­ხის პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნი­ათ, რი­თაც ცდი­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას. ასე­ვე მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბით დგინ­დე­ბა, რომ მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კვლა­ვაც და­მა­ტე­ბით ითხო­ვენ თან­ხებს მე­ნა­შე­ნე­ე­ბი­სა­გან, რა­მაც კვლა­ვაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზა­რა­ლოს ისი­ნი; ამავდრო­უ­ლად, მე­ნა­შე­ნე­ე­ბი­სა­გან და­მა­ტე­ბით მო­ზი­დულ თან­ხებს ასე­ვე ეუფ­ლე­ბი­ან შპს "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად სხვი­სი ქო­ნე­ბის გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბით 2016 წლის 10 ივ­ლისს ბრალ­დე­ბუ­ლად და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი და ირაკ­ლი მინ­დე­ლი, ხოლო გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა ამ დრომ­დე ვერ მოხ­და, რად­გან იგი ემა­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს, სა­სა­მარ­თლომ მისი და­კა­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რის გა­მოც მის მი­მართ და­კა­ვე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა.

ვი­ნა­ი­დან გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, მის მი­მართ და­უს­წრებ­ლად გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით მის მი­მართ გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის მიერ და­ფუძნ­და კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფი". პრე­სა­სა თუ მე­დი­ა­ში გა­სუ­ლი რეკ­ლა­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფის მი­ზანს და­ბა­ლი ფა­სი­თა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით მრა­ვა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის აშე­ნე­ბა წარ­მო­ად­გენ­და, შე­დე­გად მრა­ვალ­მა მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა "ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუფს", ჯერ კი­დევ არა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლით.

შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" ფი­ლი­ა­ლის შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი აჭა­რა" დი­რექ­ტო­რებს წარ­მო­ად­გენ­დნენ: 2004 წლის 23 ივ­ლი­სი­დან - 2006 წლის 28 ნო­ემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი, ხოლო 2006 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან - ირაკ­ლი მინ­დე­ლი. დი­რექ­ტო­რე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში იყ­ვნენ შპს "ცენ­ტრ პო­ინ­ტი ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელ პარტნი­ორ­თან მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს­თან გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­თან და მოქ­მე­დებ­დნენ მათი მი­თი­თე­ბით. შპს "ცენ­ტრ პო­ინტ აჭა­რას" ბა­თუმ­ში სამი ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, კერ­ძოდ კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო პუშ­კი­ნი­სა და ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქუ­ჩებ­ზე, ხოლო რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი "თეთ­რი მაგ­ნო­ლია", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენა: "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ეუფლებიან"

პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენა: "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ეუფლებიან"

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთ დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის, შპს "ცენტრ პოინტი აჭარას" დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ.

"ბრალდების მხარემ შუამდგომლობა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებთან ერთად დაასაბუთა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მაია რჩეულიშვილი, და მასთან დაკავშირებული პირები მენაშენეებს მოუწოდებენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოსდა მათი კანონიერი ინტერესები დაკმაყოფილებულია და არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ, რითაც ცდილობენ გამოძიების შეცდომაში შეყვანას. ასევე მოწმეთა ჩვენებით დგინდება, რომ მაია რჩეულიშვილი და შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სხვა წარმომადგენლები კვლავაც დამატებით ითხოვენ თანხებს მენაშენეებისაგან, რამაც კვლავაც შეიძლება დააზარალოს ისინი; ამავდროულად, მენაშენეებისაგან დამატებით მოზიდულ თანხებს ასევე ეუფლებიან შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული პირები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დიდი ოდენობით, ჯგუფურად სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდებით 2016 წლის 10 ივლისს ბრალდებულად დაკავებული იქნა სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი, ხოლო გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, სასამართლომ მისი დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მრავალფუნქციური სამშენებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის მიერ დაფუძნდა კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფი". პრესასა თუ მედიაში გასული რეკლამების შესაბამისად აღნიშნული ჯგუფის მიზანს დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით მრავალი საცხოვრებელი ბინის აშენება წარმოადგენდა, შედეგად მრავალმა მოქალაქემ მიმართა "ცენტრ პოინტ ჯგუფს", ჯერ კიდევ არაშენებული ბინების შეძენის სურვილით.

შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" ფილიალის შპს "ცენტრ პოინტი აჭარა" დირექტორებს წარმოადგენდნენ: 2004 წლის 23 ივლისიდან - 2006 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდში სალომე ჩარკვიანი, ხოლო 2006 წლის 28 ნოემბრიდან - ირაკლი მინდელი. დირექტორები დანაშაულებრივ კავშირში იყვნენ შპს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დამფუძნებელ პარტნიორთან მაია რჩეულიშვილთან და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გურამ რჩეულიშვილთან და მოქმედებდნენ მათი მითითებით. შპს "ცენტრ პოინტ აჭარას" ბათუმში სამი ობიექტის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა, კერძოდ კი, საცხოვრებელი სახლები უნდა აშენებულიყო პუშკინისა და ბაგრატიონის ქუჩებზე, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსი "თეთრი მაგნოლია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ