საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ამოდის საფერფლეებში მცენარეები ანუ გარემო, სადაც არამწეველთა უფლებები არ ირღვევა
რატომ ამოდის საფერფლეებში მცენარეები ანუ გარემო, სადაც არამწეველთა უფლებები არ ირღვევა

"უკაც­რა­ვად, აქ არ ეწე­ვი­ან" - მიგ­ვა­ნიშ­ნებს სა­ფერ­ფლე­ებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლო ლოგო. სა­ფერ­ფლე­ებ­ში კი, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, მწვა­ნე ნერ­გე­ბი ხა­რობს. "ჩვენ­თან, სა­ფერ­ფლე­ებ­ში მცე­ნა­რე­ე­ბი ამო­დის", - გან­მარ­ტავს "AMBEBI.GE" - სთან სა­უბ­რი­სას "ჩი-გუს­ტას! " მე­ნე­ჯე­რი, ეკა ბუ­ა­ძე.

"ჩი გუს­ტა!" წიგ­ნე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სამ­ყა­როს - "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ას" კა­ფეა. კაფე წიგ­ნის შე­სა­ძე­ნად თუ წა­სა­კი­თხად მი­სულ სტუმ­რებს იტა­ლი­ურ მე­ნი­უს სთა­ვა­ზობს. სწო­რედ კა­ფე­ში მი­სულ­მა სტუმ­რებ­მა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ნიშ­ნეს მა­გი­და­ზე უჩ­ვე­უ­ლო სა­ფერ­ფლე­ე­ბი. სა­ფერ­ფლის უჩ­ვე­უ­ლო­ბას კი ის გა­ნა­პი­რო­ბებ­და, რომ მას­ში ნერ­გი იყო დარ­გუ­ლი.

რო­გორც კა­ფეს მე­ნე­ჯე­რი, ეკა ბუ­ა­ძე აღ­ნიშ­ნავს, "ჩი გუს­ტა! " 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­იხ­სნა და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან არამ­წე­ვე­ლე­ბის­თვის მი­სა­ღებ გა­რე­მოს წარ­მო­ად­გენ­და.

"ჩვენ ვუფრ­თხილ­დე­ბით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს, რო­მელ­ბიც არ ეწე­ვი­ან, მაგ­რამ მწე­ვე­ლებ­საც ვთა­ვა­ზობთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას - მათ შე­მო­სას­ვლელ­თან შე­უძ­ლი­ათ მო­წე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ფერ­ფლე­ებს, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა არამ­წე­ვე­ლე­ბის მხრი­დან. თბი­ლის­ში არც ისე მარ­ტი­ვია ისე­თი კაფე-რეს­ტორ­ნის ნახ­ვა, სა­დაც სი­გა­რე­ტის ბო­ლით არ იქ­ნე­ბა ჰა­ე­რი გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ეს კი არამ­წე­ვე­ლე­ბის ზო­ნაა და მომ­ხმა­რე­ბე­ლი პო­ზი­ტი­უ­რად აღიქ­ვამს მსგავს სი­ახ­ლე­ებს", - ამ­ბობს ეკა ბუ­ა­ძე.

კა­ფეს მე­ნე­ჯე­რი სა­მო­მავ­ლოდ, კამ­პა­ნი­ის მას­შტა­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს. მან­მდე კი, კაფე "ჩი გუს­ტას!" ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ფერ­ფლე­ე­ბით დამ­შვნე­ბე­უ­ლი მა­გი­დე­ბით უმას­პინ­ძლებს სტუმ­რებს.

რო­გო­რეც "ბიბ­ლუ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, "ჩი გუს­ტა!" მალე ბა­თუმ­შიც გა­იხ­სნე­ბა. ივ­ლი­სის ბო­ლოს ბა­თუმ­ში ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა "ჩი გუს­ტას!" მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ. მათ ასე­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ის" მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ. წიგ­ნე­ბი, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო და იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო, ივ­ლი­სის ბო­ლო­დან უკვე ბა­თუმ­შიც ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ ამოდის საფერფლეებში მცენარეები ანუ გარემო, სადაც არამწეველთა უფლებები არ ირღვევა

რატომ ამოდის საფერფლეებში მცენარეები ანუ გარემო, სადაც არამწეველთა უფლებები არ ირღვევა

"უკაცრავად, აქ არ ეწევიან" - მიგვანიშნებს საფერფლეებზე გამოსახულო ლოგო. საფერფლეებში კი, არც მეტი, არც ნაკლები, მწვანე ნერგები ხარობს. "ჩვენთან, საფერფლეებში მცენარეები ამოდის", - განმარტავს "AMBEBI.GE" - სთან საუბრისას "ჩი-გუსტას! " მენეჯერი, ეკა ბუაძე.

"ჩი გუსტა!" წიგნების მრავალფეროვანი სამყაროს - "ბიბლუსი გალერეას" კაფეა. კაფე წიგნის შესაძენად თუ წასაკითხად მისულ სტუმრებს იტალიურ მენიუს სთავაზობს. სწორედ კაფეში მისულმა სტუმრებმა, რამდენიმე დღის წინ შენიშნეს მაგიდაზე უჩვეულო საფერფლეები. საფერფლის უჩვეულობას კი ის განაპირობებდა, რომ მასში ნერგი იყო დარგული.

როგორც კაფეს მენეჯერი, ეკა ბუაძე აღნიშნავს, "ჩი გუსტა! " 2014 წლის სექტემბერში გაიხსნა და პირველივე დღიდან არამწეველებისთვის მისაღებ გარემოს წარმოადგენდა.

"ჩვენ ვუფრთხილდებით იმ ადამიანების უფლებებს, რომელბიც არ ეწევიან, მაგრამ მწეველებსაც ვთავაზობთ ალტერნატივას - მათ შემოსასვლელთან შეუძლიათ მოწევა. რაც შეეხება საფერფლეებს, დიდი გამოხმაურება მოყვა არამწეველების მხრიდან. თბილისში არც ისე მარტივია ისეთი კაფე-რესტორნის ნახვა, სადაც სიგარეტის ბოლით არ იქნება ჰაერი გაჯერებული. ეს კი არამწეველების ზონაა და მომხმარებელი პოზიტიურად აღიქვამს მსგავს სიახლეებს", - ამბობს ეკა ბუაძე.

კაფეს მენეჯერი სამომავლოდ, კამპანიის მასშტაბების გაფართოებას არ გამორიცხავს. მანმდე კი, კაფე "ჩი გუსტას!" ეკოლოგიურად სუფთა გარემო ორიგინალური საფერფლეებით დამშვნებეული მაგიდებით უმასპინძლებს სტუმრებს.

როგორეც "ბიბლუსის" წარმომადგენლები აცხადებენ, "ჩი გუსტა!" მალე ბათუმშიც გაიხსნება. ივლისის ბოლოს ბათუმში ჩასული ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა "ჩი გუსტას!" მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებას შეძლებენ. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, "ბიბლუსი გალერეის" მომსახურებით ისარგებლონ. წიგნები, სასიამოვნო გარემო და იტალიური სამზარეულო, ივლისის ბოლოდან უკვე ბათუმშიც ხელმისაწვდომი იქნება.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი