შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა ადიდებულ მდინარე ლიახვში ჩავარდნილი სამი მამაკაცი გადაარჩინეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში 3 მამაკაცი მდინარე ლიახვზე ურმით გადასვლას ცდილობდა.
"წყლის დონის მატების გამო ისინი ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარება ესაჭიროებოდათ. სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ და მამაკაცები გადაარჩინეს", - აცხადებენ სამინისტროში.