სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქან­ისკენ მიმათრევდა..." - რას წერს მაგდა პაპიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში
"სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქან­ისკენ მიმათრევდა..." - რას წერს მაგდა პაპიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

6 ივ­ლისს, ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძეს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. მო­სა­მარ­თლის ამ ვერ­დიქტს წინ უს­წრებ­და ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ქარ­თულ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კა­ში ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა 12-ივე მსა­ჯულ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ერ­თხმად დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მაგ­და პა­პი­ძე ერ­თა­დერ­თი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი ქა­ლია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ვერ­დიქტს ის არ ელო­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე თა­ვის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში ნა­ფი­ცე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და, არა­ერ­თი ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ნა­ფი­ცებ­მა მისი სი­ტყვე­ბი არ ირ­წმუ­ნეს. მო­სა­მარ­თლის ვერ­დიქ­ტამ­დე პრო­კუ­რორ­მა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა, ად­ვო­კატ­მა­ კი, მი­ნი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი... მო­სა­მარ­თლის ვერ­დიქტს პა­პი­ძის ად­ვო­კა­ტე­ბი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ და სას­ჯე­ლის მი­ნი­მა­ლურ ზო­მას მო­ი­თხო­ვენ... პა­პი­ძის დედა კი აცხა­დებს, რომ ეს საქ­მე სტრას­ბურ­გში წავა, რად­გან შვი­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია.

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ი­პო­ვა მაგ­და პა­პი­ძის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მან ად­ვო­კატს, ირმა ბრე­ლი­ძეს გა­უგ­ზავ­ნა. რისი თქმა უნ­დო­და ამ წე­რი­ლით ბრალ­დე­ბულს, უც­ნო­ბია. წე­რი­ლი ქვეყ­ნდე­ბა ად­ვო­კა­ტი­სა და თა­ვად მსჯავ­რდე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის თან­ხმო­ბით.

"ირმა, იმი­ტომ გწერ, არ ვიცი, ამ კვი­რა­ში გნა­ხავ თუ არა. 19 მარ­ტი მო­მი­ლო­ცე­ და წახ­ვე­დი. 19 მარ­ტი რომ მო­სა­ღა­მოვ­და,­ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და და­ძი­ნე­ბა, ვგრძნობ­დი­, ომა­რის უნ­დო­და მო­ლოც­ვა (ამ დღეს პა­პი­ძის და­ბა­დე­ბის დღეა). გა­დავ­წყვი­ტე, თვა­ლე­ბი და­მე­ხუ­ჭა და და­მე­ძი­ნა. მგო­ნი, გავ­გიჟ­დი, მე შეგ­რძნე­ბე­ბი­თა და სიზ­მრე­ბით ვცხოვ­რობ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ამას სიზმ­არს ვერ და­ვარ­ქმევ, ყუ­რა­დღე­ბით წა­ი­კი­თხე­, მთე­ლი შეგ­რძნე­ბით, გთხოვ. ჩვენ ეზო­ში ძაღ­ლი­ გვყავ­და, ბა­გი­რა, ეს ძაღ­ლი მე და მა­ხომ გავ­ზარ­დეთ. ომა­რის­კენ სულ და­საგ­ლე­ჯად მი­ი­წევ­და. ვერ იტან­და, მე ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი. ერთ დღეს ბა­გი­რა ეზო­ში მკვდ­არი ვნა­ხე, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე... ეს ძაღ­ლი და­მე­სიზ­მრა. უბან­ში ვი­დე­ქი თხე­ლი სა­რაფ­ნით, გა­ურ­კვევ­ლად, მშვი­დი, მაგ­რამ გვი­ა­ნი ღამე იყო, ბა­გი­რა ჩემ­თან გა­ცხო­ვე­ლებ­ული მო­ვარ­და, კა­ბა­ში ჩა­მავ­ლო პირი და კორ­პუ­სის­კენ მი­მათ­რევ­და. ისე სწრა­ფად, რომ ვე­ღარ მივ­რბო­დი. ვიგ­რძე­ნი, რომ მი­წას აც­დე­ნი­ლი ვი­ყა­ვი. მი­მაფ­რენ­და ძა­ლი­ან­ სწრა­ფად. სა­დარ­ბა­ზოს­თან მი­მიყ­ვა­ნა, შე­ვე­დით თუ არა, ხელ­მარ­ჯვნივ ხის კა­რია, სა­დაც გი­ორ­გი რუ­სიშ­ვი­ლი ცხოვ­რობს. ხის კარ­თან­ რკი­ნის ყუ­თია მი­მაგ­რე­ბუ­ლი, დე­ნის მრი­ცხვე­ლის, იქამ­დე მი­მიყ­ვა­ნა თუ არა, სწრა­ფად გა­იქ­ცა პირ­და­პირ, კი­ბის უკან ბა­ღე­ბია, დიდი ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლით და იქით­კენ გა­უ­ჩი­ნარ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო: მაგ­და პა­პი­ძის წე­რი­ლი ცი­ხი­დან, რო­მელ­შიც და­ხო­ცილ ქმარ-შვილ­ზე წერს

წინ რომ გა­ვი­ხე­დე­, ამ რკი­ნის ყუთ­ზე ომა­რის გვა­მი, მჯდო­მა­რე, მი­ყუ­დე­ბუ­ლი, იგი­ვე ტან­საც­მე­ლი ეცვა, თავ­ზე თეთ­რი პარ­კი ჰქონ­და წა­მოც­მუ­ლი და კი­სერ­ზე მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მო­ჭე­რი­ლი და გა­ნას­კვუ­ლი მაგ­რად. რო­მელ მხა­რეს აქვს და­ზი­ა­ნე­ბა? ვცდი­ლობ, პარ­კი შე­ვუხ­სნა, მაგ­რამ ვერ ვუხ­სნი, ვე­ხე­ბი და მის სხე­ულ­ში ვვარ­დე­ბი. თეთ­რი ყუ­რი­ა­ნი პარ­კი კი­სერ­ზე უმო­წყა­ლოდ მო­ჭე­რი­ლი, მარ­ჯვნივ გა­ნას­კვუ­ლი მაგ­რად. ამ დროს სიბ­ნე­ლე­ში ხმა მეს­მის სი­გა­რე­ტის მო­კი­დე­ბის. ჩემს ზურგს უკან ვი­ღაც სი­გა­რეტს უკი­დებს. ასან­თის ხმა, თამ­ბა­ქოს სუნი მომ­დის. გა­მეღ­ვი­ძა, მო­რი­გემ მი­თხრა, ღა­მის 01 სა­ა­თი და 48 წუ­თი­აო (მა­ინც ჩა­ვი­წერ ამ დრო­საც), შუქი არ ამინ­თეს და სან­თლის­ შუქ­ზე ვწერ. სულ სვე­ლი ვარ ოფ­ლის­გან, თან 19 მარ­ტი თენ­დე­ბა. ირმა, ბავ­შვი სად იყო ამ დროს? იქ­ნებ იქით, ბა­ღე­ბის­კენ, სა­დაც ბა­გი­რა გა­იქ­ცა. ლა­ნას წა­ა­კი­თხე, გთხოვ, რო­გორც კი შეძ­ლებ. მე და ლანა ვეჭ­ვობ­დით, რომ ბა­გი­რა მა­რი­ნამ, შო­რე­ნას ბე­ბი­ამ მოგ­ვიკ­ლა.

ეს რას ნიშ­ნავს, ომა­რის თავ­ზე პარ­კი? სა­ჩა­ლე­ლის ჩვე­ნე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რება მა­რი­ნა და სა­ჩა­ლე­ლი ჯა­დო­ებს ერ­თად­ აკე­თებ­დნენ. ეს ლი­ლი­მაც იცის. იქ­ნებ­ ომა­რი ჯერ მანდ მი­აწ­ვი­ნეს და რომ ვე­რა­ვინ და­ი­ნა­ხა, მან­ქა­ნით უთ­ვალ­თვა­ლეს და მერე და­მიწ­ვი­ნეს კარ­თან. მა­ნამ­დე ბავ­შვი, თოკო, სად იყო? იქ­ნებ მან­ქა­ნა­ში მარ­ტო, მაგ დროს ხომ არ ჩა­იფ­სა? ეს პარ­კი იქ­ნებ ომა­რის მარ­თლაც ჰქონ­და ჩა­მოც­მუ­ლი, ან იქ­ნებ იმას ნიშ­ნავს, რომ ვერ და­ი­ნა­ხა, ვინ იყო. გახ­სოვს, სულ თა­ვი­დან თოკო და­მე­სიზ­მრა, მან­ქან­ის­კენ მი­მათ­რევ­და, პარ­კე­ბიო, მე­უბ­ნე­ბო­და...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა ან წა­ი­კი­თხეთ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" სტა­ტია ვრცლად : "ირმა, ბავ­შვი სად იყო ამ დროს?" (ექ­სკლუ­ზი­ვი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქან­ისკენ მიმათრევდა..." - რას წერს მაგდა პაპიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

"სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქან­ისკენ მიმათრევდა..." - რას წერს მაგდა პაპიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში

6 ივლისს, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის ამ ვერდიქტს წინ უსწრებდა ნაფიცი მსაჯულების უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ქართულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა 12-ივე მსაჯულმა ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო. მაგდა პაპიძე ერთადერთი სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალია დღეს საქართველოში.

ბუნებრივია, ამ ვერდიქტს ის არ ელოდა. სასამართლო პროცესებზე თავის უდანაშაულობაში ნაფიცების დარწმუნებას ცდილობდა, არაერთი ემოციური განცხადება გააკეთა, მაგრამ ნაფიცებმა მისი სიტყვები არ ირწმუნეს. მოსამართლის ვერდიქტამდე პროკურორმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატმა­ კი, მინიმალური სასჯელი... მოსამართლის ვერდიქტს პაპიძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და სასჯელის მინიმალურ ზომას მოითხოვენ... პაპიძის დედა კი აცხადებს, რომ ეს საქმე სტრასბურგში წავა, რადგან შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

"კვირის პალიტრამ" მოიპოვა მაგდა პაპიძის წერილი, რომელიც მან ადვოკატს, ირმა ბრელიძეს გაუგზავნა. რისი თქმა უნდოდა ამ წერილით ბრალდებულს, უცნობია. წერილი ქვეყნდება ადვოკატისა და თავად მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის თანხმობით.

"ირმა, იმიტომ გწერ, არ ვიცი, ამ კვირაში გნახავ თუ არა. 19 მარტი მომილოცე­ და წახვედი. 19 მარტი რომ მოსაღამოვდა,­ ძალიან გამიჭირდა დაძინება, ვგრძნობდი­, ომარის უნდოდა მოლოცვა (ამ დღეს პაპიძის დაბადების დღეა). გადავწყვიტე, თვალები დამეხუჭა და დამეძინა. მგონი, გავგიჟდი, მე შეგრძნებებითა და სიზმრებით ვცხოვ­რობ მთელი ცხოვრება, მაგრამ ამას სიზმ­არს ვერ დავარქმევ, ყურადღებით წაიკითხე­, მთელი შეგრძნებით, გთხოვ. ჩვენ ეზოში ძაღლი­ გვყავდა, ბაგირა, ეს ძაღლი მე და მახომ გავზარდეთ. ომარისკენ სულ დასაგლეჯად მიიწევდა. ვერ იტანდა, მე ძალიან ვუყვარდი. ერთ დღეს ბაგირა ეზოში მკვდ­არი ვნახე, ძალიან ვინერვიულე... ეს ძაღლი დამესიზმრა. უბანში ვიდექი თხელი სარაფნით, გაურკვევლად, მშვიდი, მაგრამ გვიანი ღამე იყო, ბაგირა ჩემთან გაცხოველებ­ული მოვარდა, კაბაში ჩამავლო პირი და კორპუსისკენ მიმათრევდა. ისე სწრაფად, რომ ვეღარ მივრბოდი. ვიგრძენი, რომ მიწას აცდენილი ვიყავი. მიმაფრენდა ძალიან­ სწრაფად. სადარბაზოსთან მიმიყვანა, შევედით თუ არა, ხელმარჯვნივ ხის კარია, სადაც გიორგი რუსიშვილი ცხოვრობს. ხის კართან­ რკინის ყუთია მიმაგრებული, დენის მრიცხველის, იქამდე მიმიყვანა თუ არა, სწრაფად გაიქცა პირდაპირ, კიბის უკან ბაღებია, დიდი ვიწრო გასასვლელით და იქითკენ გაუჩინარდა.

იხილეთ ვიდეო: მაგდა პაპიძის წერილი ციხიდან, რომელშიც დახოცილ ქმარ-შვილზე წერს

წინ რომ გავიხედე­, ამ რკინის ყუთზე ომარის გვამი, მჯდომარე, მიყუდებული, იგივე ტანსაცმელი ეცვა, თავზე თეთრი პარკი ჰქონდა წამოცმული და კისერზე მარჯვენა მხარეს მოჭერილი და განასკვული მაგრად. რომელ მხარეს აქვს დაზიანება? ვცდილობ, პარკი შევუხსნა, მაგრამ ვერ ვუხსნი, ვეხები და მის სხეულში ვვარდები. თეთრი ყურიანი პარკი კისერზე უმოწყალოდ მოჭერილი, მარჯვნივ განასკვული მაგრად. ამ დროს სიბნელეში ხმა მესმის სიგარეტის მოკიდების. ჩემს ზურგს უკან ვიღაც სიგარეტს უკიდებს. ასანთის ხმა, თამბაქოს სუნი მომდის. გამეღვიძა, მორიგემ მითხრა, ღამის 01 საათი და 48 წუთიაო (მაინც ჩავიწერ ამ დროსაც), შუქი არ ამინთეს და სანთლის­ შუქზე ვწერ. სულ სველი ვარ ოფლისგან, თან 19 მარტი თენდება. ირმა, ბავშვი სად იყო ამ დროს? იქნებ იქით, ბაღებისკენ, სადაც ბაგირა გაიქცა. ლანას წააკითხე, გთხოვ, როგორც კი შეძლებ. მე და ლანა ვეჭვობდით, რომ ბაგირა მარინამ, შორენას ბებიამ მოგვიკლა.

ეს რას ნიშნავს, ომარის თავზე პარკი? საჩალელის ჩვენება, მთელი ცხოვ­რება მარინა და საჩალელი ჯადოებს ერთად­ აკეთებდნენ. ეს ლილიმაც იცის. იქნებ­ ომარი ჯერ მანდ მიაწვინეს და რომ ვერავინ დაინახა, მანქანით უთვალთვალეს და მერე დამიწვინეს კართან. მანამდე ბავშვი, თოკო, სად იყო? იქნებ მანქანაში მარტო, მაგ დროს ხომ არ ჩაიფსა? ეს პარკი იქნებ ომარის მართლაც ჰქონდა ჩამოცმული, ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ ვერ დაინახა, ვინ იყო. გახსოვს, სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქან­ისკენ მიმათრევდა, პარკებიო, მეუბნებოდა...

განაგრძეთ კითხვა ან წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" სტატია ვრცლად : "ირმა, ბავშვი სად იყო ამ დროს?" (ექსკლუზივი)