საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პორტუგალიამ "ევრო 2016"-ზე ახალი ისტორია დაწერა - საინტერესო ფაქტები ნაკრების შესახებ
პორტუგალიამ "ევრო 2016"-ზე ახალი ისტორია დაწერა - საინტერესო ფაქტები ნაკრების შესახებ

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ნატ­რი ფი­ნა­ლი დად­გა. ფი­ნა­ლუ­რი წყვი­ლის თა­ო­ბა­ზე ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი აზრი ჰქონ­დეს. ფაქ­ტი ერ­თია: გა­დამ­წყვეტ თა­მაშ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა საფ­რან­გე­თი­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბებ­მა მო­ი­პო­ვეს.

თა­მა­შის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იბე­ვებ­და კონ­ტი­ნენ­ტის უძ­ლი­ე­რე­სი გუნ­დის ტი­ტულს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გუ­შინ მთელ მსოფ­ლი­ო­ში მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ფეხ­ბურ­თი მე­ფობ­და.

სა­ბო­ლო­ოდ, ფი­ნა­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ამ მო­ი­გო. ეს არის პირ­ვე­ლი სა­ნაკ­რე­ბო ტი­ტუ­ლი ამ ქვეყ­ნის სა­ფეხ­ბურ­თო ის­ტო­რი­ა­ში... ის, რაც ვერ შეძ­ლო ეუ­სე­ბი­ოს, ან ფი­გუს და რუი კოშ­ტას თა­ო­ბამ, შეძ­ლო ამ გუნ­დმა.

* პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში მო­ი­გო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი.

* პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბი 2017 წლის კონ­ფე­დე­რა­ცი­ა­თა თას­ზე ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტს წა­რად­გენს.

* რე­ნა­ტო სან­ჩე­სი გახ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე - 18 წლი­სა და 326 დღის. მან კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დოს რე­კორ­დი (ევრო 2004) მოხ­სნა. ის გახ­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც.

* პირ­ვე­ლად ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, 90 წუთ­ში არ გა­ვი­და გოლი.

* მე­ექ­ვსედ მოხ­და, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლი და­მა­ტე­ბით დრო­ში გა­და­ვი­და.

* ევრო 2016-ის ოქ­როს ბუცი ან­ტუ­ან გრიზ­მან­მა მი­ი­ღო (6 გოლი), ხოლო ვერ­ცხლის ბუცი - კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დომ მო­ი­გო.

* ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი რე­ნა­ტო სან­ჩე­სი გახ­და.

* ან­ტუ­ან გრიზ­მა­ნი გახ­და მე­ო­რე ფეხ­ბურ­თე­ლი ვინც ერთ სე­ზონ­ში წა­ა­გო ჩემ­პი­ონ­თა ლი­გი­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ფი­ნა­ლე­ბი, პირ­ვე­ლი მი­ხა­ელ ბა­ლა­კი იყო 2008 წელს.

გოლი

1:0 - ედერ­მა ჟოაო მო­უ­ტი­ნი­ოს­გან მი­ი­ღო ბურ­თი. წინ წა­ი­წია და უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყმით გა­უ­ტა­ნა უგო ლო­რისს. შე­საძ­ლოა, ლო­რისს უნდა ეხ­სნა საფ­რან­გე­თი, მაგ­რამ ისიც სათ­ქმე­ლია, რომ ედერ­მა თით­ქმის უნაკ­ლოდ და­არ­ტყა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მატ­ჩის გმი­რი

პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბის გოლ­კი­პე­რი, რუი პატ­რი­სიო უბ­რა­ლოდ შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ მატ­ჩის მთა­ვარ გმი­რად მა­ინც ედე­რი უნდა შევ­რა­ცხოთ. ვინ იფიქ­რებ­და, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­დამ­წყვეტ გოლს სწო­რედ ედე­რი გა­ი­ტან­და.

ის კი არა, ფერ­ნან­დუ სან­ტუ­ში ბევ­რმა გა­აკ­რი­ტი­კა კი­დეც, ეს ფეხ­ბურ­თე­ლი ევ­რო­პის უმ­თავ­რეს სა­ფეხ­ბურ­თო ფო­რუმ­ზე რომ წა­იყ­ვა­ნა. ცნო­ბი­სათ­ვის, ედერ­მა ფეხი ვერ მო­ი­კი­და "სუ­ონ­სი­ში". ის ჯერ გა­ა­ნა­თხოვ­რეს ფრან­გულ "ლილ­ში", მერე კი ამ გუნ­დმა ის გა­მო­ის­ყი­და და მო­მა­ვალ სე­ზონს სწო­რედ ამ გუნდში და­ი­წყებს. ვნა­ხოთ, შეხ­ვდე­ბი­ან თუ არა სტვე­ნით მას ფრან­გულ სტა­დი­ო­ნებ­ზე. უე­ფამ ფი­ნა­ლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად პეპე აღი­ა­რა, ვინც მარ­თლაც დი­დე­ბუ­ლი იყო დაც­ვა­ში გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პორტუგალიამ "ევრო 2016"-ზე ახალი ისტორია დაწერა - საინტერესო ფაქტები ნაკრების შესახებ

პორტუგალიამ "ევრო 2016"-ზე ახალი ისტორია დაწერა - საინტერესო ფაქტები ნაკრების შესახებ

ევროპის ჩემპიონატის ნანატრი ფინალი დადგა. ფინალური წყვილის თაობაზე ყველას შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს. ფაქტი ერთია: გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებმა მოიპოვეს.

თამაშის მნიშვნელობაზე საუბარი ზედმეტია. გამარჯვებული გუნდი ოთხი წლის განმავლობაში იბევებდა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტულს. შეიძლება ითქვას, რომ გუშინ მთელ მსოფლიოში მისი უდიდებულესობა ფეხბურთი მეფობდა.

საბოლოოდ, ფინალი პორტუგალიამ მოიგო. ეს არის პირველი სანაკრებო ტიტული ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში... ის, რაც ვერ შეძლო ეუსებიოს, ან ფიგუს და რუი კოშტას თაობამ, შეძლო ამ გუნდმა.

* პორტუგალიის ნაკრებმა პირველად ისტორიაში მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული.

* პორტუგალიის ნაკრები 2017 წლის კონფედერაციათა თასზე ევროპის კონტინენტს წარადგენს.

* რენატო სანჩესი გახდა ევროპის ჩემპიონატის ფინალების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე - 18 წლისა და 326 დღის. მან კრიშტიანო რონალდოს რეკორდი (ევრო 2004) მოხსნა. ის გახდა ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიც.

* პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში, 90 წუთში არ გავიდა გოლი.

* მეექვსედ მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალი დამატებით დროში გადავიდა.

* ევრო 2016-ის ოქროს ბუცი ანტუან გრიზმანმა მიიღო (6 გოლი), ხოლო ვერცხლის ბუცი - კრიშტიანო რონალდომ მოიგო.

* ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი რენატო სანჩესი გახდა.

* ანტუან გრიზმანი გახდა მეორე ფეხბურთელი ვინც ერთ სეზონში წააგო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატების ფინალები, პირველი მიხაელ ბალაკი იყო 2008 წელს.

გოლი

1:0 - ედერმა ჟოაო მოუტინიოსგან მიიღო ბურთი. წინ წაიწია და უძლიერესი დარტყმით გაუტანა უგო ლორისს. შესაძლოა, ლორისს უნდა ეხსნა საფრანგეთი, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ედერმა თითქმის უნაკლოდ დაარტყა განაგრძეთ კითხვა

მატჩის გმირი

პორტუგალიის ნაკრების გოლკიპერი, რუი პატრისიო უბრალოდ შეუდარებელი იყო, მაგრამ მატჩის მთავარ გმირად მაინც ედერი უნდა შევრაცხოთ. ვინ იფიქრებდა, რომ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ გოლს სწორედ ედერი გაიტანდა.

ის კი არა, ფერნანდუ სანტუში ბევრმა გააკრიტიკა კიდეც, ეს ფეხბურთელი ევროპის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე რომ წაიყვანა. ცნობისათვის, ედერმა ფეხი ვერ მოიკიდა "სუონსიში". ის ჯერ გაანათხოვრეს ფრანგულ "ლილში", მერე კი ამ გუნდმა ის გამოისყიდა და მომავალ სეზონს სწორედ ამ გუნდში დაიწყებს. ვნახოთ, შეხვდებიან თუ არა სტვენით მას ფრანგულ სტადიონებზე. უეფამ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად პეპე აღიარა, ვინც მართლაც დიდებული იყო დაცვაში  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს