პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, სადაც ყველაზე მეტი ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდები გაიზარდნენ
სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, სადაც ყველაზე მეტი ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდები გაიზარდნენ

ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე ხა­რა­გა­უ­ლის ერ­თი ციც­ქ­ნა სოფ­ლის, ფარ­ცხ­ნა­ლის მად­ლი­ან ბუ­ნე­ბა­ში იშ­ვა, ახ­ლა კი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ... ეს არ არის სრუ­ლი სია: ერ­თი ცი­და სო­ფელ­მა, სა­დაც 400 კომ­ლია აღ­რი­ცხუ­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ 200 ცხოვ­რობს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს ოთხი აკა­დე­მი­კო­სი, ორ­მოც­ზე მე­ტი პრო­ფე­სო­რი და მეც­ნი­ე­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა თუ მწერ­ლო­ბის არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღუ­ზარ­და...

აქ და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შვიდ მეც­ნი­ე­რე­ბას და­უ­დეს სა­თა­ვე და ამით სა­ქარ­თ­ვე­ლო და ფარ­ცხ­ნა­ლი მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნეს... სოფ­ლის ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნ­ლები წლე­ბის მან­ძილ­ზე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს. სო­ფელ­ში ხუმ­რო­ბენ, - ფარ­ცხ­ნალს სა­საფ­ლაო არ სჭირ­დე­ბა, აქ ყო­ვე­ლი მე­ო­რე პან­თე­ო­ნის ბი­ნა­და­რი ხდე­ბაო... სოფ­ლის ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლებს ასე­ვე ამ­შ­ვე­ნებს ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ აქ ერ­თი წლის მან­ძილ­ზე, პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და 18 წლის გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე...

ფარ­ცხ­ნალ­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელ­მა, სცე­ნა­რის­ტ­მა, მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა, იზა ვეფხ­ვა­ძემ წიგ­ნი გა­მოს­ცა.

იზა ვეფხ­ვა­ძე:

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იმე­რუ­ლი სო­ფე­ლია - მა­ღა­ლი, ცა­და­ზი­დუ­ლი მთე­ბის ძი­რას გაშ­ლი­ლი, ჭა­ლა­კებ­ში ჩაფ­ლუ­ლი წყლის წის­ქ­ვი­ლე­ბით, ფერ­დო­ბებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ოდა-სახ­ლე­ბით, უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ეზო­ე­ბი­თა და ას­წ­ლო­ვა­ნი ხე­ე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი. ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იმით გახ­ლავთ, რომ აქ და­უ­ჯე­რებ­ლად ბევ­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის აკ­ვა­ნი და­ირ­წა... გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ფარ­ცხ­ნალ­ში სო­ლო­მონ მე­ო­რეს სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია ჰქო­ნია. სო­ფელ­ში არის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც დღემ­დე უწო­დე­ბენ "მე­ფის ნა­სახ­ლარს", "მე­ფი­სად­გომს", "მე­ფის ნა­ვე­ნა­ხარს". ერთ-ერ­თი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კა­ხო­რის მთა­ზე კა­ხო­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვის აგე­ბა მე­ფე თა­მარს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ტა­ძა­რი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წლებ­ში ნა­ცარ­ტუ­ტად აქ­ცი­ეს, წმინ­და ხა­ტე­ბი კი ტყე­ებ­ში მი­მო­ფან­ტეს პი­რუტყ­ვ­თა და ნა­დირ­თა სათ­რე­ვად... სწო­რედ ფარ­ცხ­ნალ­ში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ოდა-სახ­ლ­ში და­ი­ბა­და ქარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მი­სი ვა­ჟი - ლა­შა...

- ამ პა­ტა­რა სო­ფელს მხო­ლოდ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეყო­ფო­და სა­ა­მა­ყოდ, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს უთ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც სწო­რედ ამ მი­წამ ასაზ­რ­დო­ვა, ათე­უ­ლებს სცდე­ბა... მო­დი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რეთ, ვის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა, არც კი იცო­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ... ვინ იყ­ვ­ნენ ისი­ნი და რა შეს­ძი­ნა მათ­მა ღვაწ­ლ­მა ჩვენს სამ­შობ­ლოს?

- ახ­ლა ყვე­ლას ჩა­მოთ­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ვეც­დე­ბი რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ მო­გითხ­როთ... რად­გან რე­ზო და ლა­შა თა­ბუ­კაშ­ვი­ლებ­ზე ხში­რად წა­უ­კი­თხავთ, ამ­ჯე­რად, და­ვი­წყოთ ევ­გე­ნი ხა­რა­ძე­ზე სა­უბ­რით... ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის ქარ­თუ­ლი სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი და აბას­თუმ­ნის ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლ­დათ. 60 წლის მან­ძილ­ზე ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის უც­ვ­ლე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო. ასე­ვე, თსუ-ის რექ­ტო­რად და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ, კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა ლე­ნინ­გ­რა­დის ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­თან, პრო­ფე­სორ ნუ­მე­როვ­თან და გახ­და მი­სი ას­პი­რან­ტი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში - იმ­დ­რო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შ­ტა­ბით, პირ­ვე­ლი სამ­თო ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ასა­შე­ნებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­გი­ლი უნ­და შე­ერ­ჩი­ათ. პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ას­ტ­რო­ნო­მი თა­ვად გახ­ლ­დათ... მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით აშენ­და აბას­თუმ­ნის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ობ­სერ­ვა­ტო­რია და ყა­ნო­ბი­ლის მა­ნამ­დე უც­ნო­ბი სე­რი მსხვილ მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რად გა­და­იქ­ცა. მა­ლე ევ­გე­ნი ხა­რა­ძემ თსუ-ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის კა­თედ­რა შექ­მ­ნა, შე­ად­გი­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, აღ­ზარ­და არა­ერ­თი კად­რი... ის გახ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი კავ­ში­რის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კი უარი გა­ნა­ცხა­და. ხა­რა­გა­ულ­ში დღე­საც იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ მი­უყ­ვე­ბო­და გზას ფარ­ცხ­ნა­ლის­კენ რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან ფე­ხით და არად აგ­დებ­და მძღო­ლე­ბის ხვეწ­ნა-მუ­და­რას, - წა­გიყ­ვან­თო. ამ­ბობ­და: "არ მინ­დო­და იმ სი­ა­მოვ­ნე­ბის მოკ­ლე­ბა, რა­საც ამ მი­წა­ზე დგო­მი­სას, მას­ზე მყა­რად შე­ხე­ბი­სას ვგრძნობ­დი და ის ტა­ლა­ხიც, რო­მე­ლიც ფარ­ცხ­ნა­ლის მი­წა­ზე მე­დე­ბო­და, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე წმინ­და ტა­ლა­ხი იყო ამ­ქ­ვეყ­ნად".

ევ­გე­ნის ძმა გახ­ლ­დათ არ­ჩილ ხა­რა­ძე - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლად გა­მო­ცე­მუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს პირ­ვე­ლი ავ­ტო­რი; მის ტრა­დი­ცი­ებს კი ღირ­სე­უ­ლად აგ­რ­ძე­ლებს მი­სი ვა­ჟი, გი­ორ­გი ხა­რა­ძე - გა­მო­ჩე­ნი­ლი ფი­ზი­კო­სი. ათი შვი­ლი­დან ერთ-ერ­თი გახ­ლ­დათ ფარ­ცხ­ნა­ლე­ლი პეტ­რე ბუ­ა­ჩი­ძე - პრო­ფე­სო­რი, დერ­მა­ტო­ვე­ნე­რო­ლო­გი­ის დარ­გის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი. მან შე­ის­წავ­ლა პირ­ვე­ლად ნუ­ნი­სის, წყალ­ტუ­ბოს, თბი­ლი­სის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის თვი­სე­ბე­ბი და მა­თი მოქ­მე­დე­ბა კა­ნის სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბა­ზე. იო­სებ ბუ­ა­ჩი­ძემ, ჰიდ­რო­გე­ო­ლო­გი­უ­რი რუ­კის პირ­ველ­მა შემ­ქ­მ­ნელ­მა და ჰიდ­რო­გე­ო­ლოგ­თა პირ­ვე­ლი სკო­ლის და­მა­არ­სე­ბელ­მა, მშობ­ლი­უ­რი მხა­რის მი­ნე­რა­ლუ­რი სა­ბა­დო­ე­ბი შე­ის­წავ­ლა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის წარ­მო­ე­ბას და­უ­დო სა­თა­ვე. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მთე­ლი რი­გი ელექ­ტ­რო­სად­გუ­რე­ბი, მათ შო­რის, აჭა­რის ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი აიგო. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა არ­ტე­ზი­უ­ლი აუზე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ალაზ­ნის, ივ­რის, არ­გ­ვე­თის მი­და­მო­ებ­ში. 15 წლის მან­ძილ­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გახ­ლ­დათ.

- ფარ­ცხ­ნა­ლი­დან არი­ან ასე­ვე, მეც­ნი­ე­რე­ბი - რუ­სუ­დან და ანა ხა­რა­ძე­ე­ბი...

- დი­ახ. რუ­სუ­დან­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას - ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი­სა და კავ­კა­სი­ის მთი­ელ­თა ყო­ფის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ შეს­წავ­ლას. ანა კი ქარ­თუ­ლი ბო­ტა­ნი­კის, კავ­კა­სი­ის მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­ყა­როს კვლე­ვის სა­თა­ვე­ებ­თან იდ­გა. ალ­პუ­რი ფლო­რის გა­მოკ­ვ­ლე­ვის მიზ­ნით, მან თეთ­ნულ­დი, უშ­ბა, მყინ­ვარ­წ­ვე­რი და იალ­ბუ­ზი და­ლაშ­ქ­რა. მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­სარ­გებ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის ფარ­თო რე­გი­ო­ნუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი. ანას მე­უღ­ლე თე­დო სა­ხო­კი­ას ძმის­შ­ვი­ლი და გაზ­რ­დი­ლი, მი­ხე­ილ სა­ხო­კია იყო - ბო­ტა­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ფარ­ცხ­ნა­ლის მად­ლი­ან მი­წა­ზე ფე­ხი აიდ­გა ბი­ჭი­კო ბრეგ­ვა­ძემ - პირ­ველ­მა ქარ­თუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კის ფუ­ძემ­დე­ბელ­მა. მან შე­ი­მუ­შა­ვა და გა­მოს­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტის წე­სე­ბი (რო­მე­ლიც დღე­საც მოქ­მე­დე­ბა­ში­ა) და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის კა­ტა­ლო­გი... ქარ­თუ­ლი ვო­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა და ქარ­თულ სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე მთე­ლი რი­გი პარ­ტი­ე­ბის სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ტრა­დი­ცი­ას და­უ­დო სა­თა­ვე ნა­დეჟ­და ხა­რა­ძემ. მას სპარ­სეთ­ში, შა­ჰის კარ­ზეც უმ­ღე­რია. გა­მომ­გ­ზავ­რე­ბის წინ კი შაჰს სა­ჩუქ­რე­ბით სავ­სე ვერ­ცხ­ლის ზარ­დახ­შა გა­და­უ­ცია. ნა­დეჟ­დას ფო­ტო­ზე, მი­სი სი­ლა­მა­ზით მო­ხიბ­ლულ უდი­დეს პი­ა­ნისტს, რიხ­ტერს წა­უ­წე­რია: "...პორ­ტ­რე­ტი ომის შემ­დ­გო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის ელე­გან­ტუ­რო­ბის ნი­მუ­ში­ა".

- გა­მო­დის, ფარ­ცხ­ნალ­ში და­ბა­დე­ბულ თით­ქ­მის ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ულ მკვიდრს მი­ე­სა­და­გე­ბა სიტყ­ვა "პირ­ვე­ლი"...

- ნამ­დ­ვი­ლად ასეა და ეს არ არის მხო­ლოდ უსა­ფუძ­ვ­ლო აღ­ტა­ცე­ბა. მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი დიქ­ტო­რი გახ­ლ­დათ; ბე­ნი­ტო ბუ­ა­ჩი­ძე - პრო­ლე­ტა­რუ­ლი მწერ­ლო­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი; ნი­კო­ლოზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი - ქა­ლაქ სო­ხუმ­ში სამ­ხატ­ვ­რო სკო­ლის და შემ­დ­გომ სამ­ხატ­ვ­რო სას­წავ­ლებ­ლის პირ­ვე­ლი და­მა­არ­სე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი; მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ და პრო­ფე­სორ­მა, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ნა­წა­რმო­ებ­თა ილუს­ტ­რა­ტორ­მა - ზუ­რაბ ლე­ჟა­ვამ, შო­თა ამი­რა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად, ფი­როს­მა­ნის სა­ხე­ლის საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­ნას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ის იყო მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი პირ­ველ ქარ­თულ ფე­რად მხატ­ვ­რულ ფილ­მ­ში - "მწვერ­ვა­ლის დამ­პყ­რობ­ნი". თა­მა­შობ­და ფილ­მებ­ში - "არ­სე­ნა", "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე", ქე­თო და კო­ტე". თე­ი­მუ­რაზ ბუ­ა­ჩი­ძე მე­ო­რე ქარ­თუ­ლი მსრო­ლე­ლი დი­ვი­ზი­ის უფ­რო­სი იყო. პირ­ვე­ლად არ­მი­ის ის­ტო­რი­ა­ში, მი­სი მე­თა­უ­რო­ბით დი­ვი­ზია სრუ­ლი სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მყინ­ვარ­წ­ვერ­ზე ავი­და. მან სტა­ლი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და სო­სო და­ირ­ქ­ვა. 1937 წელს კი და­ა­პა­ტიმ­რეს და წა­მე­ბით მოკ­ლეს, მი­სი მე­უღ­ლე კი გა­და­ა­სახ­ლეს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, სადაც ყველაზე მეტი ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდები გაიზარდნენ

სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, სადაც ყველაზე მეტი ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდები გაიზარდნენ

ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე ხა­რა­გა­უ­ლის ერ­თი ციც­ქ­ნა სოფ­ლის, ფარ­ცხ­ნა­ლის მად­ლი­ან ბუ­ნე­ბა­ში იშ­ვა, ახ­ლა კი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ... ეს არ არის სრუ­ლი სია: ერ­თი ცი­და სო­ფელ­მა, სა­დაც 400 კომ­ლია აღ­რიცხუ­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ 200 ცხოვ­რობს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს ოთხი აკა­დე­მი­კო­სი, ორ­მოც­ზე მე­ტი პრო­ფე­სო­რი და მეც­ნი­ე­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა თუ მწერ­ლო­ბის არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღუ­ზარ­და...

აქ და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შვიდ მეც­ნი­ე­რე­ბას და­უ­დეს სა­თა­ვე და ამით სა­ქარ­თ­ვე­ლო და ფარ­ცხ­ნა­ლი მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნეს... სოფ­ლის ღირსეული წარ­მო­მად­გე­ნ­ლები წლე­ბის მან­ძილ­ზე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს. სო­ფელ­ში ხუმ­რო­ბენ, - ფარ­ცხ­ნალს სა­საფ­ლაო არ სჭირ­დე­ბა, აქ ყოველი მე­ო­რე პან­თე­ო­ნის ბი­ნა­და­რი ხდე­ბაო... სოფ­ლის ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლებს ასე­ვე ამ­შ­ვე­ნებს ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ აქ ერ­თი წლის მან­ძილ­ზე, პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და 18 წლის გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე...

ფარ­ცხ­ნალ­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელ­მა, სცე­ნა­რის­ტ­მა, მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა, იზა ვეფხ­ვა­ძემ წიგ­ნი გა­მოს­ცა.

იზა ვეფხ­ვა­ძე:

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იმე­რუ­ლი სო­ფე­ლია - მა­ღა­ლი, ცა­და­ზი­დუ­ლი მთე­ბის ძი­რას გაშ­ლი­ლი, ჭა­ლა­კებ­ში ჩაფ­ლუ­ლი წყლის წის­ქ­ვი­ლე­ბით, ფერ­დო­ბებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ოდა-სახ­ლე­ბით, უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ეზო­ე­ბი­თა და ას­წ­ლო­ვა­ნი ხე­ე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი. ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იმით გახ­ლავთ, რომ აქ და­უ­ჯე­რებ­ლად ბევ­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის აკ­ვა­ნი და­ირ­წა... გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ფარ­ცხ­ნალ­ში სო­ლო­მონ მე­ო­რეს სა­ზაფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია ჰქო­ნია. სო­ფელ­ში არის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც დღემ­დე უწო­დე­ბენ "მე­ფის ნა­სახ­ლარს", "მე­ფი­სად­გომს", "მე­ფის ნა­ვე­ნა­ხარს". ერთ-ერ­თი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კა­ხო­რის მთა­ზე კა­ხო­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვის აგე­ბა მე­ფე თა­მარს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ტა­ძა­რი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წლებ­ში ნა­ცარ­ტუ­ტად აქ­ცი­ეს, წმინ­და ხა­ტე­ბი კი ტყე­ებ­ში მი­მო­ფან­ტეს პი­რუტყ­ვ­თა და ნა­დირ­თა სათ­რე­ვად... სწო­რედ ფარ­ცხ­ნალ­ში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ოდა-სახ­ლ­ში და­ი­ბა­და ქარ­თუ­ლი დო­კუმენ­ტუ­რი კი­ნოს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მი­სი ვა­ჟი - ლა­შა...

- ამ პა­ტა­რა სო­ფელს მხო­ლოდ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეყო­ფო­და სა­ა­მა­ყოდ, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს უთ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც სწო­რედ ამ მი­წამ ასაზ­რ­დო­ვა, ათე­უ­ლებს სცდე­ბა... მო­დი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რეთ, ვის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა, არც კი იცო­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ... ვინ იყ­ვ­ნენ ისი­ნი და რა შეს­ძი­ნა მათ­მა ღვაწ­ლ­მა ჩვენს სამ­შობ­ლოს?

- ახ­ლა ყვე­ლას ჩა­მოთ­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ვეც­დე­ბი რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ მო­გითხ­როთ... რად­გან რე­ზო და ლა­შა თა­ბუ­კაშ­ვი­ლებ­ზე ხში­რად წა­უ­კითხავთ, ამ­ჯე­რად, და­ვიწყოთ ევ­გე­ნი ხა­რა­ძე­ზე სა­უბ­რით... ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის ქარ­თუ­ლი სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი და აბას­თუმ­ნის ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლ­დათ. 60 წლის მან­ძილ­ზე ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის უც­ვ­ლე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო. ასე­ვე, თსუ-ის რექ­ტო­რად და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ, კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა ლე­ნინ­გ­რა­დის ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­თან, პრო­ფე­სორ ნუ­მე­როვ­თან და გახ­და მი­სი ას­პი­რან­ტი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში - იმ­დ­რო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შ­ტა­ბით, პირ­ვე­ლი სამ­თო ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ასა­შე­ნებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­გი­ლი უნ­და შე­ერ­ჩი­ათ. პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ას­ტ­რო­ნო­მი თა­ვად გახ­ლ­დათ... მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით აშენ­და აბას­თუმ­ნის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ობ­სერ­ვა­ტო­რია და ყა­ნო­ბი­ლის მა­ნამ­დე უც­ნო­ბი სე­რი მსხვილ მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რად გა­და­იქ­ცა. მა­ლე ევ­გე­ნი ხა­რა­ძემ თსუ-ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის კა­თედ­რა შექ­მ­ნა, შე­ად­გი­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, აღ­ზარ­და არა­ერ­თი კად­რი... ის გახ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი კავ­ში­რის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კი უარი გა­ნაცხა­და. ხა­რა­გა­ულ­ში დღე­საც იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ მი­უყ­ვე­ბო­და გზას ფარ­ცხ­ნა­ლის­კენ რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან ფე­ხით და არად აგ­დებ­და მძღო­ლე­ბის ხვეწ­ნა-მუ­და­რას, - წა­გიყ­ვან­თო. ამ­ბობ­და: "არ მინ­დო­და იმ სი­ა­მოვ­ნე­ბის მოკ­ლე­ბა, რა­საც ამ მი­წა­ზე დგო­მი­სას, მას­ზე მყა­რად შე­ხე­ბი­სას ვგრძნობ­დი და ის ტა­ლა­ხიც, რო­მე­ლიც ფარ­ცხ­ნა­ლის მი­წა­ზე მე­დე­ბო­და, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე წმინ­და ტა­ლა­ხი იყო ამ­ქ­ვეყ­ნად".

ევ­გე­ნის ძმა გახ­ლ­დათ არ­ჩილ ხა­რა­ძე - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლად გა­მო­ცე­მუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს პირ­ვე­ლი ავ­ტო­რი; მის ტრა­დი­ცი­ებს კი ღირ­სე­უ­ლად აგ­რ­ძე­ლებს მი­სი ვა­ჟი, გი­ორ­გი ხა­რა­ძე - გა­მო­ჩე­ნი­ლი ფი­ზი­კო­სი. ათი შვი­ლი­დან ერთ-ერ­თი გახ­ლ­დათ ფარ­ცხ­ნა­ლე­ლი პეტ­რე ბუ­ა­ჩი­ძე - პრო­ფე­სო­რი, დერ­მა­ტო­ვე­ნე­რო­ლო­გი­ის დარ­გის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი. მან შე­ის­წავ­ლა პირ­ვე­ლად ნუ­ნი­სის, წყალ­ტუ­ბოს, თბი­ლი­სის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის თვი­სე­ბე­ბი და მა­თი მოქ­მე­დე­ბა კა­ნის სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბა­ზე. იოსებ ბუ­ა­ჩი­ძემ, ჰიდ­რო­გე­ო­ლო­გი­უ­რი რუ­კის პირ­ველ­მა შემ­ქ­მ­ნელ­მა და ჰიდ­რო­გე­ო­ლოგ­თა პირ­ვე­ლი სკო­ლის და­მა­არ­სე­ბელ­მა, მშობ­ლი­უ­რი მხა­რის მი­ნე­რა­ლუ­რი სა­ბა­დო­ე­ბი შე­ის­წავ­ლა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის წარ­მო­ე­ბას და­უ­დო სა­თა­ვე. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მთე­ლი რი­გი ელექ­ტ­რო­სად­გუ­რე­ბი, მათ შო­რის, აჭა­რის ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი აიგო. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა არ­ტე­ზი­უ­ლი აუზე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ალაზ­ნის, ივ­რის, არ­გ­ვე­თის მი­და­მო­ებ­ში. 15 წლის მან­ძილ­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გახ­ლ­დათ.

- ფარ­ცხ­ნა­ლი­დან არი­ან ასე­ვე, მეც­ნი­ე­რე­ბი - რუ­სუ­დან და ანა ხა­რა­ძე­ე­ბი...

- დი­ახ. რუ­სუ­დან­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას - ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი­სა და კავ­კა­სი­ის მთი­ელ­თა ყო­ფის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ შეს­წავ­ლას. ანა კი ქარ­თუ­ლი ბო­ტა­ნი­კის, კავ­კა­სი­ის მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­ყა­როს კვლე­ვის სა­თა­ვე­ებ­თან იდ­გა. ალ­პუ­რი ფლო­რის გა­მოკ­ვ­ლე­ვის მიზ­ნით, მან თეთ­ნულ­დი, უშ­ბა, მყინ­ვარ­წ­ვე­რი და იალ­ბუ­ზი და­ლაშ­ქ­რა. მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­სარ­გებ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის ფარ­თო რე­გი­ო­ნუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი. ანას მე­უღ­ლე თე­დო სა­ხო­კი­ას ძმის­შ­ვი­ლი და გაზ­რ­დი­ლი, მი­ხე­ილ სა­ხო­კია იყო - ბო­ტა­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ფარ­ცხ­ნა­ლის მად­ლი­ან მი­წა­ზე ფე­ხი აიდ­გა ბი­ჭი­კო ბრეგ­ვა­ძემ - პირ­ველ­მა ქარ­თუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კის ფუ­ძემ­დე­ბელ­მა. მან შე­ი­მუ­შა­ვა და გა­მოს­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტის წე­სე­ბი (რო­მე­ლიც დღე­საც მოქ­მე­დე­ბა­ში­ა) და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის კა­ტა­ლო­გი... ქარ­თუ­ლი ვო­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა და ქარ­თულ სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე მთე­ლი რი­გი პარ­ტი­ე­ბის სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ტრა­დი­ცი­ას და­უ­დო სა­თა­ვე ნა­დეჟ­და ხა­რა­ძემ. მას სპარ­სეთ­ში, შა­ჰის კარ­ზეც უმ­ღე­რია. გა­მომ­გ­ზავ­რე­ბის წინ კი შაჰს სა­ჩუქ­რე­ბით სავ­სე ვერ­ცხ­ლის ზარ­დახ­შა გა­და­უ­ცია. ნა­დეჟ­დას ფო­ტო­ზე, მი­სი სი­ლა­მა­ზით მო­ხიბ­ლულ უდი­დეს პი­ა­ნისტს, რიხ­ტერს წა­უ­წე­რია: "...პორ­ტ­რე­ტი ომის შემ­დ­გო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის ელე­გან­ტუ­რო­ბის ნი­მუ­ში­ა".

- გა­მო­დის, ფარ­ცხ­ნალ­ში და­ბა­დე­ბულ თით­ქ­მის ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ულ მკვიდრს მი­ე­სა­და­გე­ბა სიტყ­ვა "პირ­ვე­ლი"...

- ნამ­დ­ვი­ლად ასეა და ეს არ არის მხო­ლოდ უსა­ფუძ­ვ­ლო აღ­ტა­ცე­ბა. მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი დიქ­ტო­რი გახ­ლ­დათ; ბე­ნი­ტო ბუ­ა­ჩი­ძე - პრო­ლე­ტა­რუ­ლი მწერ­ლო­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი; ნი­კო­ლოზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი - ქა­ლაქ სო­ხუმ­ში სამ­ხატ­ვ­რო სკო­ლის და შემ­დ­გომ სამ­ხატ­ვ­რო სას­წავ­ლებ­ლის პირ­ვე­ლი და­მა­არ­სე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი; მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ და პრო­ფე­სორ­მა, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ნა­წა­რმო­ებ­თა ილუს­ტ­რა­ტორ­მა - ზუ­რაბ ლე­ჟა­ვამ, შო­თა ამი­რა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად, ფი­როს­მა­ნის სა­ხე­ლის საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­ნას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ის იყო მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი პირ­ველ ქარ­თულ ფე­რად მხატ­ვ­რულ ფილ­მ­ში - "მწვერ­ვა­ლის დამ­პყ­რობ­ნი". თა­მა­შობ­და ფილ­მებ­ში - "არ­სე­ნა", "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე", ქე­თო და კო­ტე". თე­ი­მუ­რაზ ბუ­ა­ჩი­ძე მე­ო­რე ქარ­თუ­ლი მსრო­ლე­ლი დი­ვი­ზი­ის უფ­რო­სი იყო. პირ­ვე­ლად არ­მი­ის ის­ტო­რი­ა­ში, მი­სი მე­თა­უ­რო­ბით დი­ვი­ზია სრუ­ლი სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მყინ­ვარ­წ­ვერ­ზე ავი­და. მან სტა­ლი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და სო­სო და­ირ­ქ­ვა. 1937 წელს კი და­ა­პა­ტიმ­რეს და წა­მე­ბით მოკ­ლეს, მი­სი მე­უღ­ლე კი გა­და­ა­სახ­ლეს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი