პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პროექტი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებას" - პრემიერი შეკვეთილში Black Sea Arena-ს გადაცემის ცერემონიაზე
"ეს პროექტი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებას" - პრემიერი შეკვეთილში Black Sea Arena-ს გადაცემის ცერემონიაზე

შეკ­ვე­თილ­ში, Black Sea Arena -ზე მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია გა­ი­მარ­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ისე­თი წარ­მოდ­გე­ნე­ბი მო­ე­წყო­ბა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ სტუ­მარს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით და­მუხ­ტავს.

"ამ შე­სა­ნიშ­ნავ დარ­ბაზ­თან ერ­თად, ფონ­დი "ქარ­თუ" ქარ­თველ ხალ­ხს კი­დევ ერთ სა­ჩუ­ქარს უკე­თებს - მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის კონ­ცერ­ტე­ბის სე­რია ამ სე­ზონ­ზე. ამ დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა ისე­თი წარ­მოდ­გე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­ულ სტუ­მარს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით და­მუხ­ტავს, გან­სა­კუთ­რე­ბით უცხო­ელ მა­ყუ­რე­ბელს და­უ­ტო­ვებს წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ზე და იქ­ცე­ვა ჩვე­ნი ზღვის­პი­რე­თის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა ფონდ "ქარ­თუს" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ქვე­ყა­ნას შე­ე­მა­ტა ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე დო­ნის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი. ეს არის ფონდ "ქარ­თუს" მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 200 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტი და დღეს ფონ­დი ამ შე­სა­ნიშ­ნავ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზს მთლი­ა­ნად ჩუქ­ნის სა­ხელ­მწი­ფოს. ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მის უპ­რე­ცე­დენ­ტო ქველ­მოქ­მე­დე­ბას. ეს არის სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე მისი ღვაწ­ლის კი­დევ ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თი. მინ­და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით გა­მოვ­ხა­ტო მად­ლი­ე­რე­ბა იმის­თვის, რომ ასე­თი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი შეკ­ვე­თი­ლის მახ­ლობ­ლად აშენ­და. ეს არის რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შავი ზღვის ამ ნა­წი­ლის­თვის. გა­იზ­რდე­ბა ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მოხ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა, რაც დიდი სტი­მუ­ლია ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ასე­თი მსხვი­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ქმნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 600-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ დარ­ბა­ზის ფო­ტო­ე­ბი

მი­სი­ვე თქმით, დარ­ბა­ზი უკვე მზად არის უმას­პინ­ძლოს სტუმ­რებს და პრე­მი­ე­რი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ინ­ტე­რე­სი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი.

"სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სრუ­ლად პა­სუ­ხობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. არის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი, გათ­ვლი­ლია 10 000-მდე ადა­მი­ან­ზე, დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, გათ­ვლი­ლია შშმ პი­რებ­ზე, რისი პრე­ცე­დენ­ტიც არ გვქო­ნია. დარ­ბა­ზის სტრუქ­ტუ­რა ისე­თია, რომ შე­უძ­ლია უმას­პინ­ძლოს ნე­ბის­მი­ე­რი ჟან­რის მუ­სი­კის კონ­ცერ­ტებს, თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებს და სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. დარ­ბა­ზი მზად არის უმას­პინ­ძლოს ნე­ბის­მი­ე­რი უმაღ­ლე­სი დო­ნის ვარ­სკვლავ­სა თუ შოუ პროგ­რა­მას", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

"ეს პროექტი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებას" - პრემიერი შეკვეთილში Black Sea Arena-ს გადაცემის ცერემონიაზე

"ეს პროექტი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებას" - პრემიერი შეკვეთილში Black Sea Arena-ს გადაცემის ცერემონიაზე

შეკვეთილში, Black Sea Arena -ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ისეთი წარმოდგენები მოეწყობა, რომელიც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ემოციით დამუხტავს.

"ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად, ფონდი "ქართუ" ქართველ ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს - მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე. ამ დარბაზში გაიმართება ისეთი წარმოდგენები, რომლებიც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ემოციით დამუხტავს, განსაკუთრებით უცხოელ მაყურებელს დაუტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას საქართველოზე და იქცევა ჩვენი ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ფონდ "ქართუს" და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

"ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე დონის საკონცერტო დარბაზი. ეს არის ფონდ "ქართუს" მიერ განხორციელებული 200 მილიონიანი პროექტი და დღეს ფონდი ამ შესანიშნავ საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს. ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას. ეს არის სამშობლოს წინაშე მისი ღვაწლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მინდა ჩვენი სახელმწიფოს სახელით გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რომ ასეთი საკონცერტო დარბაზი შეკვეთილის მახლობლად აშენდა. ეს არის რეგიონის განვითარების პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ამ ნაწილისთვის. გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, მოხდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის. ასეთი მსხვილი ინვესტიცია ქმნის სამუშაო ადგილებს. მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დაათვალიერეთ დარბაზის ფოტოები

მისივე თქმით, დარბაზი უკვე მზად არის უმასპინძლოს სტუმრებს და პრემიერი დარწმუნებულია, რომ ინტერესი იქნება მაღალი.

"საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გათვლილია 10 000-მდე ადამიანზე, დაპროექტებულია უსაფრთხოების სრული დაცვით, გათვლილია შშმ პირებზე, რისი პრეცედენტიც არ გვქონია. დარბაზის სტრუქტურა ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი ჟანრის მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ ღონისძიებებს. დარბაზი მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერი უმაღლესი დონის ვარსკვლავსა თუ შოუ პროგრამას", - აღნიშნა პრემიერმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი