სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქცია პროსტიტუციის წინააღმდეგ - გოგოლის ქუჩის ბინადრები შსს-სგან მკაცრ რეაგირებას ითხოვენ
აქცია პროსტიტუციის წინააღმდეგ - გოგოლის ქუჩის ბინადრები შსს-სგან მკაცრ რეაგირებას ითხოვენ

სად­გუ­რის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ, გო­გო­ლის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებ­მა პროს­ტი­ტუ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია გა­მარ­თეს. ისი­ნი გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ.

რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, გო­გო­ლის ქუჩა და გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი გა­დაქ­ცე­უ­ლია სა­როს­კი­პო­ე­ბად, "ღა­მით იქ თავს იყ­რის მთვრა­ლი ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ხში­რად ჩხუ­ბო­ბენ და ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს მშვი­დად ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ".

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, ასე­თი ვი­თა­რე­ბა ამ ქუ­ჩა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 25 წე­ლია, რაც გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცველ უწყე­ბებს რე­ა­გი­რე­ბა არას­დროს მო­უხ­დე­ნი­ათ. მო­სახ­ლე­ო­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერ­თკვი­რი­ან ვა­დას აძ­ლევს გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი უფრო მწვა­ვე ფორ­მებს მი­ი­ღებს.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ხალ­ხის ხმის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ის ერთ-ერთი სას­ტუმ­როს წინ სა­ღე­ბა­ვით ცდი­ლობ­და წარ­წე­რის გა­კე­თე­ბას, რა დრო­საც პატ­რულ­მა და­ა­კა­ვა. რო­გორც პატ­რულ­მა მე­მა­ნიშ­ვილს და­კა­ვე­ბამ­დე გა­ნუ­მარ­ტა, იგი და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 150-ე მუხ­ლით, რაც იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ზუ­რაბ აბა­ში­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

აქცია პროსტიტუციის წინააღმდეგ - გოგოლის ქუჩის ბინადრები შსს-სგან მკაცრ რეაგირებას ითხოვენ

აქცია პროსტიტუციის წინააღმდეგ - გოგოლის ქუჩის ბინადრები შსს-სგან მკაცრ რეაგირებას ითხოვენ

სადგურის მოედნის მიმდებარედ, გოგოლის ქუჩის მცხოვრებლებმა პროსტიტუციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი გოგოლის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებდნენ.

როგორც მოსახლეობამ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, გოგოლის ქუჩა და გოგოლის ქუჩაზე არსებული სასტუმროები გადაქცეულია საროსკიპოებად, "ღამით იქ თავს იყრის მთვრალი ხალხი, რომლებიც ხშირად ჩხუბობენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევენ".

აქციის მონაწილეების თქმით, ასეთი ვითარება ამ ქუჩაზე დაახლოებით 25 წელია, რაც გრძელდება, თუმცა სამართალდამცველ უწყებებს რეაგირება არასდროს მოუხდენიათ. მოსახლეობა საპატრულო პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთკვირიან ვადას აძლევს გოგოლის ქუჩაზე პრობლემის მოსაგვარებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს.

საპროტესტო აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ხალხის ხმის" ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი დააკავეს. ის ერთ-ერთი სასტუმროს წინ საღებავით ცდილობდა წარწერის გაკეთებას, რა დროსაც პატრულმა დააკავა. როგორც პატრულმა მემანიშვილს დაკავებამდე განუმარტა, იგი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ასევე იმყოფებოდა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი