საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმოიდგინეთ, ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ" - მაია რჩეულიშვილი "ცენტრ-პოინტის" ხელმძღვანელი პირების დაკავებაზე
"წარმოიდგინეთ, ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ" - მაია რჩეულიშვილი "ცენტრ-პოინტის" ხელმძღვანელი პირების დაკავებაზე

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემს სახ­ლში ჩემი ჩა­ი­და­ნი რომ ავი­ღო და თქვენ მი­ჩივ­ლოთ, - "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნებ­ლის მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით ასე­თია საქ­მე, რის გა­მოც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­თუ­მის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი მინ­დე­ლი და გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ჩარ­კვი­ა­ნი და­ა­კა­ვა.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, საქ­მე "მაგ­ნო­ლი­ას" პრო­ექტს ეხე­ბა, რო­მე­ლიც 5 წლის წინ დას­რულ­და, იქ ახლა ხალ­ხი ცხოვ­რობს და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი აქვთ ბი­ნე­ბი. ამას­თან, რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი მინ­დელს ამ საქ­მე­ზე უკვე ჰქონ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ბა­თუმ­ში, შე­უ­ფარ­დეს გი­რაო და სა­სა­მარ­თლო მო­რი­გე­ბით დას­რულ­და.

"ბა­თუმ­ში, სა­ლო­მე ჩარ­კვი­ან­თან 20 კაცი მი­ვი­და პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და სამ ბავ­შვთან ერ­თად და­ი­ჭი­რეს და ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში ეტა­პი­რე­ბით გად­მოჰ­ყავთ. ირაკ­ლი მინ­დე­ლის და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. გუ­კას და­სა­კა­ვებ­ლად ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე მი­ვიდ­ნენ, მაგ­რამ გუკა გა­სუ­ლი იყო. იმის შეგ­ნე­ბაც არ აქვთ, რომ ეს არის ჩემი შპს - 100%-ით და თუკი ფული და­ხარ­ჯეს, ამა­ზე მე უნდა მე­ჩივ­ლა გუ­კას­თვის, ირაკ­ლის­თვის და სა­ლო­მეს­თვის. აქ სა­ხელ­მწი­ფო არა­ფერ შუ­ა­შია. ერთს ვა­დას­ტუ­რებ, რომ არას­დროს ფული უნე­ბარ­თვოდ არ აუ­ღი­ათ, რად­გან ეს იყო ჩემი ფული, მე უნდა მე­ჩივ­ლა, მე ვარ მხა­რე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩემს სახ­ლში ჩემი ჩა­ი­და­ნი მე რომ ავი­ღო და თქვენ მი­ჩივ­ლოთ", - აცხა­დებს მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

კომ­პა­ნია "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რია და ამ კონ­ტექ­სტში ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე სა­უბ­რობს.

"სა­ერ­თოდ ეს საქ­მე არის პო­ლი­ტი­კუ­რი - არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჩემს დას საქ­მე აღუძ­რა, ერთ-ერთ ობი­ექ­ტზე ჩვე­ნი პარტნი­ო­რი იყო. მან წარ­მო­უდ­გენ­ლად უხე­შად გა­მო­ი­ყე­ნა თა­ვი­სი ძა­ლა­უფ­ლე­ბა. ნა­ხე­ვა­რი სახ­ლი იყო ჩვე­ნი, ნა­ხე­ვა­რი - აჩი­კო კბი­ლაშ­ვი­ლის. სახ­ლის, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა და სა­დაც ჩვენ მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, ეტყო­ბა მთლი­ა­ნად გა­მორ­თმე­ვა მო­უნ­და. ეს არის ჩემი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეჭვი", - აცხა­დებს რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"წარმოიდგინეთ, ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ" - მაია რჩეულიშვილი "ცენტრ-პოინტის" ხელმძღვანელი პირების დაკავებაზე

"წარმოიდგინეთ, ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ" - მაია რჩეულიშვილი "ცენტრ-პოინტის" ხელმძღვანელი პირების დაკავებაზე

წარმოიდგინეთ, ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ, - "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის განმარტებით ასეთია საქმე, რის გამოც პროკურატურამ ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქმე "მაგნოლიას" პროექტს ეხება, რომელიც 5 წლის წინ დასრულდა, იქ ახლა ხალხი ცხოვრობს და გაქირავებული აქვთ ბინები. ამასთან, რჩეულიშვილის ინფორმაციით, ირაკლი მინდელს ამ საქმეზე უკვე ჰქონდა სასამართლო პროცესი ბათუმში, შეუფარდეს გირაო და სასამართლო მორიგებით დასრულდა.

"ბათუმში, სალომე ჩარკვიანთან 20 კაცი მივიდა პროკურატურიდან და სამ ბავშვთან ერთად დაიჭირეს და ბათუმიდან თბილისში ეტაპირებით გადმოჰყავთ. ირაკლი მინდელის დაკავების დეტალები არ ვიცი. გუკას დასაკავებლად ჩიტაძის ქუჩაზე მივიდნენ, მაგრამ გუკა გასული იყო. იმის შეგნებაც არ აქვთ, რომ ეს არის ჩემი შპს - 100%-ით და თუკი ფული დახარჯეს, ამაზე მე უნდა მეჩივლა გუკასთვის, ირაკლისთვის და სალომესთვის. აქ სახელმწიფო არაფერ შუაშია. ერთს ვადასტურებ, რომ არასდროს ფული უნებართვოდ არ აუღიათ, რადგან ეს იყო ჩემი ფული, მე უნდა მეჩივლა, მე ვარ მხარე. წარმოიდგინეთ ჩემს სახლში ჩემი ჩაიდანი მე რომ ავიღო და თქვენ მიჩივლოთ", - აცხადებს მაია რჩეულიშვილი.

კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურია და ამ კონტექსტში ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინტერესებზე საუბრობს.

"საერთოდ ეს საქმე არის პოლიტიკური - არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ჩემს დას საქმე აღუძრა, ერთ-ერთ ობიექტზე ჩვენი პარტნიორი იყო. მან წარმოუდგენლად უხეშად გამოიყენა თავისი ძალაუფლება. ნახევარი სახლი იყო ჩვენი, ნახევარი - აჩიკო კბილაშვილის. სახლის, რომელიც ჩვენ უნდა აგვეშენებინა და სადაც ჩვენ მილიონიანი ინვესტიცია განვახორციელეთ, ეტყობა მთლიანად გამორთმევა მოუნდა. ეს არის ჩემი, აბსოლუტურად დასაბუთებული ეჭვი", - აცხადებს რჩეულიშვილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი