"სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი ვაჟის დაკავებას

"სამართალდამცველები მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, მაგრამ გუკა ვერ ნახეს" - რას უკავშირებს ვახტანგ რჩეულიშვილი ვაჟის დაკავებას

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გუკა რჩეულიშვილის დეიდა, ყოფილი პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ დაკავების პროცესი ახლა მიმდინარეობს და გუკა ჯერ არ დაუკავებიათ.

AMBEBI.GE ინფორმაციის დასაზუსტებლად პროდიუსერის მამას, ყოფილ პარლამენტარ ვახტანგ რჩეულიშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო ვახო, გავრცელდა ინფორმაცია რომ დღეს დილით თქვენი ვაჟი დააკავეს?

- არ დაუკავებიათ, თუმცა ცდილობენ. სამართალდამცავები, განჩინებით მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, სადაც გუკა ეგულებოდათ, მაგრამ ვერ ნახეს. მივიდნენ პროკურორები, რომლებმაც წარადგინეს სასამართლოს განჩინება და მას "ცენტრ-პოინტის" საქმესთან დაკავშირებით ედავებიან, ბათუმის "მაგნოლიის" ეპიზოდში. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი. პოლიტიკურ დევნად ვაფასებთ ამ საქმეს, თუ ვინმეს რამე აინტერესებს ამ საქმეზე, ჩვენ გუკაზე მეტი ვიცით.

- რას უკავშირებთ ამას?

- ეს მოჰყვა ჩვენს მიერ შეტანილ საჩივარს, პროკურატურამ არ გამოიძია არცერთი საქმე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო "ცენტრ-პოინტის" გაკოტრებაში, ეს უწყებებია: თბილისის და ბათუმის მერია, თბილისის განვითარების ფონდი, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ასევე უკანონოდ მიგვაჩნია არჩილ კბილაშვილის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე "ცენტრ-პონტთან" და "დექსუსთან" მიმართებაში, რადგან "დექსუსი" ამ საქმეში დაინტერესებული მხარეა და არასწორად, "ცენტრ-პოინტისთვის" საზიანოდ წარიმართა გამოძიება, იმის მაგივრად რომ გამოძიება დაეწყოთ, კბილაშვილის მიერ, უკანონოდ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, გუკას დაკავება გადაწყვიტეს. ორ კაციანი საგამოძიებო ჯგუფი 30 კაციანი გახდა და ამას მოჰყვა გუკას დაჭერის მუქარა.

- არ ჩაგიბარებიათ "მაგნოლია" მოსახლეობისთვის?

- დამთავრებულია უკვე "მაგნოლია", ამ ობიექტიდან, ბათუმის მერიამ 5 მილიონი უკანონოდ მიითვისა ჩვენგან, ჩვენ მათთვის გადასაცემი გვქონდა ფართები, რომლის მშენებლობაც 2 მილიონი ლარი ჯდებოდა და ბათუმის მერიამ 5 მილიონად გადასცა სხვა კომპანიას. "ცენტრ პოინტს" 90 პროცენტი აშენებული აქვს და არანაირი პირამიდები არ დადასტურდა. ვინც გააკოტრა "ცენტრ პოინტი" არცერთი საქმე არ გამოძიებულა.

- რას აპირებთ, როგორ აარიდებთ გუკას პატიმრობას?

- გუკას რომ ვნახავ შემდეგ გადავწყვიტავ ამას, მერე პროკურატურაში გავეცნობი საქმეს, ვნახავ რას ედავებიან და რა მტკიცებულებები გააჩნია პროკურატურას. ეს არის პოლიტიკური დევნა და მივიღებთ შესაბამის ზომებს. ზუსტად რას ედავებიან გუკას ზუსტად არ ვიცით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ