პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Dolce&Gabbana-ს იტალიური დღესასწაული, სოფი ლორენი, მადონა და სხვები - რას ყვება ნინო სურგულაძე ნეაპოლის ჯადოსნურ დღეებზე
Dolce&Gabbana-ს იტალიური დღესასწაული, სოფი ლორენი, მადონა და სხვები - რას ყვება ნინო სურგულაძე ნეაპოლის ჯადოსნურ დღეებზე

"ამ­ჟა­მად ვიმ­ყო­ფე­ბი ნე­ა­პოლ­ში, სა­დაც "აი­დას" რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქვს. ისე და­ემ­თხვა, რომ სწო­რედ 7-9 ივ­ლისს ლო­რე­ნი-პონ­ტის ოჯა­ხი იმ­ყო­ფე­ბო­და ნე­ა­პოლ­ში ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მი­სი­ით... მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მა­ღა­ლი მო­დის წამ­ყვან ბრენ­დს - Dolce&Gabbana-ს და­არ­სე­ბი­დან 30 წელი შე­უს­რულ­და. მათ გა­და­წყვი­ტეს ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი მო­ე­წყოთ იტა­ლი­ე­ლე­ბის­თვის და ნე­ა­პო­ლის­თვის" - მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ნინო სურ­გუ­ლა­ძე ნე­ა­პო­ლის ჯა­დოს­ნურ დღე­ებ­ზე გვი­ამ­ბობს...

სოფი ლო­რე­ნის და­ჯილ­დო­ვე­ბა­ზე ნინო სურ­გუ­ლა­ძე სოფი ლო­რე­ნის ოჯახ­მა - დოლ­ჩე და გა­ბა­ნას­თან და ნე­ა­პო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად მი­იწ­ვი­ეს.

- ნე­ა­პოლ­ში 400- მდე მოწ­ვე­უ­ლი "ვიპ" სტუ­მა­რი, უამ­რა­ვი გა­და­კე­ტი­ლი ქუჩა, გა­მო­ფე­ნე­ბი, მო­დის ჩვე­ნე­ბე­ბი 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბის დიდი ზე­ი­მი იყო... ვფიქ­რობ ნე­ა­პო­ლის უნი­კა­ლუ­რო­ბამ თა­ვის დიდი ხიბ­ლი შე­მა­ტა ამ ყო­ვე­ლი­ვეს. სო­ფია ლო­რე­ნი წლე­ბია უკვე "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას­თან" თა­ნამ­შრომ­ლობს. ამ სა­ი­უ­ბი­ლეო დღე­ებ­ში სწო­რედ ის იყო მთა­ვა­რი გმი­რი და მას­პინ­ძე­ლი... ასე­ვე "ვიპ" სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ ნი­კოლ კიდ­მა­ნი და მა­დო­ნა.

მე მხვდა წი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბა შევ­ხედ­რო­დი ისევ ქალ­ბა­ტონ სო­ფი­ას და მის ოჯახს. სო­ფი­ას ვაჟი - კარ­ლო პონ­ტი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და დღე­სას­წა­ულ­ზე. მი­ხა­რია რომ გა­ვი­ცა­ნი ორი დიდი დი­ზა­ი­ნე­რი Dolce და Gabbana, ორი სა­ოც­რად უბ­რა­ლო და სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი. და­ვეს­წა­რი მათ სა­ო­ცარ ჩვე­ნე­ბას, სა­დაც შერ­წყმუ­ლი იყო ნე­ა­პო­ლის სა­ოც­რად ორი­გი­ნა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი, ჯა­დოს­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა, უბად­ლო სა­მო­სი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი მო­დე­ლე­ბი, პა­ვა­რო­ტის ჩა­ნა­წე­რე­ბი და ორ­კესტრი... უამ­რა­ვი ნე­ა­პო­ლი­ტა­ნე­ლი, მსოფ­ლი­ო­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­მა­რი თუ ტუ­რის­ტი ჩა­ერ­თო ამ აქ­ცი­ა­ში. შემ­დგომ ლო­რე­ნე­ბის ოჯახ­მა მი­მიწ­ვია ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფი­ას და­ჯილ­დო­ვე­ბა­ზე, სა­დაც სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში სო­ფია ლო­რენს ნე­ა­პო­ლის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭა. ცე­რე­მო­ნი­ალს ოჯა­ხი, სტი­ლის­ტი დოლ­ჩე და გა­ბა­ნა და ნე­ა­პო­ლის ხელმზღვა­ნე­ლო­ბა ეს­წრე­ბო­და. გე­ნი­ა­ლუ­რი არ­ტის­ტის­თვის ნე­ა­პო­ლი სამ­შობ­ლოა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, მის ბავ­შვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ბედ­ნი­ე­რი და ასე­ვე სევ­დი­ა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი აქვს. ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას ცრემ­ლიც ჩა­მო­უ­გორ­და ლო­ყა­ზე...

- რო­გორ გა­იხ­სე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა?

- რო­დე­საც სოფი ლო­რენს ვხვდე­ბი, ყო­ველ­თვის ვრწმუნ­დე­ბი, რომ რაც უფრო დი­დია ადა­მი­ა­ნი, მით უფრო უშუ­ა­ლოა და უბ­რა­ლო. მან პი­რად სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან ტბი­ლად მო­იხ­სე­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი, ქარ­თვე­ლე­ბი და დამ­პირ­და რომ აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა... სო­ფია ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნია გე­ნი­ა­ლუ­რი პლე­ა­დის და მინ­და რომ დიდ ხანს ამ­შვე­ნებ­დეს სამ­ყა­როს თა­ვის არ­სე­ბო­ბით. ის სა­მა­გა­ლი­თოა რო­გორც არ­ტის­ტი და ისე­ვე რო­გორც პი­როვ­ნე­ბა. ბედ­ნი­ე­რი ვარ მან, რომ გა­იც­ნო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა! პა­ტა­რა მაგ­რამ დიდი სა­ქარ­თვე­ლო... ქვე­ყა­ნა, სა­დაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლი­ათ და ამ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­წი­ლი მა­საც ხვდა წი­ლად ჩვენ­თან ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში...

- თქვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე გვი­ამ­ბეთ...

- "აი­დას" პრე­მი­ე­რა სულ მალე შედ­გე­ბა და ვემ­ზა­დე­ბი. ფონ­დი "ნატ­ვრის ხე" აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას და ჩვენ მალე შე­გა­ტყო­ბი­ნებთ შე­დე­გებს ბავ­შვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­საც გა­გან­დობთ... მე­ნატ­რე­ბით, მიყ­ვარ­ხართ!

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები

Dolce&Gabbana-ს იტალიური დღესასწაული, სოფი ლორენი, მადონა და სხვები - რას ყვება ნინო სურგულაძე ნეაპოლის ჯადოსნურ დღეებზე

Dolce&Gabbana-ს იტალიური დღესასწაული, სოფი ლორენი, მადონა და სხვები - რას ყვება ნინო სურგულაძე ნეაპოლის ჯადოსნურ დღეებზე

"ამჟამად ვიმყოფები ნეაპოლში, სადაც "აიდას" რეპეტიციები მაქვს. ისე დაემთხვა, რომ სწორედ 7-9 ივლისს ლორენი-პონტის ოჯახი იმყოფებოდა ნეაპოლში ძალიან ლამაზი მისიით... მთელი მსოფლიოს მაღალი მოდის წამყვან ბრენდს - Dolce&Gabbana-ს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. მათ გადაწყვიტეს ნამდვილი დღესასწაული მოეწყოთ იტალიელებისთვის და ნეაპოლისთვის" - მსოფლიოში წარმატებული, ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე ნეაპოლის ჯადოსნურ დღეებზე გვიამბობს...

სოფი ლორენის დაჯილდოვებაზე ნინო სურგულაძე სოფი ლორენის ოჯახმა - დოლჩე და გაბანასთან და ნეაპოლის ხელმძღვანელობასთან ერთად მიიწვიეს.

- ნეაპოლში 400- მდე მოწვეული "ვიპ" სტუმარი, უამრავი გადაკეტილი ქუჩა, გამოფენები, მოდის ჩვენებები 4 დღის განმავლობაში, მაღალი გემოვნების დიდი ზეიმი იყო... ვფიქრობ ნეაპოლის უნიკალურობამ თავის დიდი ხიბლი შემატა ამ ყოველივეს. სოფია ლორენი წლებია უკვე  "დოლჩე და გაბანასთან" თანამშრომლობს. ამ საიუბილეო დღეებში სწორედ ის იყო მთავარი გმირი და მასპინძელი... ასევე "ვიპ" სტუმრები იყვნენ ნიკოლ კიდმანი და მადონა.

მე მხვდა წილად ბედნიერება შევხედროდი ისევ ქალბატონ სოფიას და მის ოჯახს. სოფიას ვაჟი - კარლო პონტი მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა დღესასწაულზე. მიხარია რომ გავიცანი ორი დიდი დიზაინერი Dolce და Gabbana, ორი საოცრად უბრალო და სასიამოვნო ადამიანი. დავესწარი მათ საოცარ ჩვენებას, სადაც შერწყმული იყო ნეაპოლის საოცრად ორიგინალური ქუჩები, ჯადოსნური განათება, უბადლო სამოსი, ქარიზმატული მოდელები, პავაროტის ჩანაწერები და ორკესტრი... უამრავი ნეაპოლიტანელი, მსოფლიოდან ჩამოსული სტუმარი თუ ტურისტი ჩაერთო ამ აქციაში. შემდგომ ლორენების ოჯახმა მიმიწვია ქალბატონი სოფიას დაჯილდოვებაზე, სადაც საზეიმო ვითარებაში სოფია ლორენს ნეაპოლის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ცერემონიალს ოჯახი, სტილისტი დოლჩე და გაბანა და ნეაპოლის ხელმზღვანელობა ესწრებოდა. გენიალური არტისტისთვის ნეაპოლი სამშობლოა და დიდი სიყვარული, მის ბავშვობას უკავშირდება, ბედნიერი და ასევე სევდიანი მოგონებები აქვს. ცერემონიალზე სიტყვის წარმოთქმისას ცრემლიც ჩამოუგორდა ლოყაზე...

- როგორ გაიხსენა საქართველოში ყოფნა?

- როდესაც სოფი ლორენს ვხვდები, ყოველთვის ვრწმუნდები, რომ რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო უშუალოა და უბრალო. მან პირად საუბარში კიდევ ერთხელ ძალიან ტბილად მოიხსენია საქართველოში ვიზიტი, ქართველები და დამპირდა რომ აუცილებლად დაბრუნდება... სოფია ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანია გენიალური პლეადის და მინდა რომ დიდ ხანს ამშვენებდეს სამყაროს თავის არსებობით. ის სამაგალითოა როგორც არტისტი და ისევე როგორც პიროვნება. ბედნიერი ვარ მან, რომ გაიცნო ჩვენი ქვეყანა! პატარა მაგრამ დიდი საქართველო... ქვეყანა, სადაც დიდი სიყვარული შეუძლიათ და ამ სიყვარულის ნაწილი მასაც ხვდა წილად ჩვენთან ყოფნის პერიოდში...

- თქვენს სამომავლო გეგმებზე გვიამბეთ...

- "აიდას" პრემიერა სულ მალე შედგება და ვემზადები. ფონდი "ნატვრის ხე" აგრძელებს მუშაობას და ჩვენ მალე შეგატყობინებთ შედეგებს ბავშვებთან დაკავშირებით. ასევე სამომავლო გეგმებსაც გაგანდობთ... მენატრებით, მიყვარხართ!

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება