Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ითვლიან საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს - "ეს 600 ოჯახი, ქვეყნის მინიმოდელია"
როგორ ითვლიან საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს - "ეს 600 ოჯახი, ქვეყნის მინიმოდელია"

ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის რე­ი­ტინ­გი და პო­პუ­ლა­რო­ბა ტი­რა­ჟით იზო­მე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­მე­დი­ის - ყო­ველ­დღი­უ­რად სა­იტ­ზე შე­სუ­ლი "იუ­ზე­რე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ტე­ლე­მე­დი­ის რე­ი­ტინ­გე­ბის გა­ზომ­ვა კი ცოტა უფრო რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. რო­გორ ად­გე­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­ლე­მე­დი­ის პო­პუ­ლა­რო­ბის ხა­რისხს, ამის შე­სა­ხებ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ტე­ლე­ვი­ზო რე­ი­ტინ­გე­ბის მთვლე­ლი კომ­პა­ნია TMI-ს დი­რექ­ტო­რი ცოტ­ნე მირ­ცხუ­ლა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- TMI მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო აუ­დი­ტო­რი­ის მზო­მი, მსოფ­ლიო ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია KANTAR MEDIA-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ლი­ცენ­ზი­ან­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ა­სივ­რცის­თვის, თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ზუს­ტი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, რაც ხელს უწყობს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­როს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

KANTAR MEDIA -ს 50-ზე მეტი ქვეყ­ნის სა­ტე­ლე­ვი­ზიო აუ­დი­ტო­რი­ის გა­ზომ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია და უწყვეტ რე­ჟიმ­ში აწ­ვდის მომ­ხმა­რებ­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი ბრენ­დის შე­სა­ხებ. ამ ეტაპ­ზე ის 22,000 კლი­ენტს სთა­ვა­ზობს სან­დო მო­ნა­ცე­მებს, მომ­ხმა­რე­ბელ­ზე მორ­გე­ბულ პრო­დუქ­ტებ­სა და სერ­ვი­სებს. ჩვენ ამ კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 2014 წლი­დან და­ვი­წყეთ. სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ, რათა KANTAR MEDIA ჩვე­ნი ბაზ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი­ყო. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თწ­ლი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, 2016 წლის პირ­ველ იან­ვარს ჩვე­ნი კომ­პა­ნია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­მო­ვი­და.

- რო­გორ ხდე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბის დად­გე­ნა?

- დიახ, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბის რე­ი­ტინ­გებს ვით­ვლით. ასე­ვე, მო­ნი­ტო­რინგს ვუ­ტა­რებთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბის ბა­დე­ებს. ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ვარ­ჩი­ეთ 600-მდე ოჯა­ხი. სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა (ფიფლმეტ­რი) მათი ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის აუ­დი­ო­სიგ­ნა­ლის წყა­რო­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი. ამ აუ­დი­ო­სიგ­ნალ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩვენ ვი­ცით კონ­კრე­ტულ­მა ოჯახ­მა ან ოჯა­ხის წევ­რმა, კონ­კრე­ტულ დროს რო­მელ არხზე, რო­მელ გა­და­ცე­მას უყუ­რა.

- რა პრინ­ცი­პით შე­არ­ჩი­ეთ ეს ოჯა­ხე­ბი?

- ოჯა­ხის რეკ­რუ­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი და მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პრო­ცე­სია. ფაქ­ტი­უ­რად, ეს 600 ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნი­მო­დელს წარ­მო­ად­გენს. ჩვენ უკვე არა­მარ­ტო ის ვი­ცით, რო­მე­ლი ოჯა­ხი რა გა­და­ცე­მა­სუ­ყუ­რებს, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლად ოჯა­ხის ესა თუ ის წევ­რი რა დროს, რისი ყუ­რე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პულ­ტის დამ­ხა­რე­ბით ხდე­ბა, რო­მე­ლიც ფიფლმეტრს მოჰ­ყვე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ოჯა­ხის წევ­რი, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზო­რის სა­ყუ­რებ­ლად ჯდე­ბა, ამ პულტს მო­იხ­მარს. და­ნარ­ჩენს სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში ით­ვლის.

- აქამ­დე თუ არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მა?

- ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ჩვენს შე­მოს­ვლამ­დე მხო­ლოდ თორ­მე­ტი­ო­დე სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხის რე­ი­ტინ­გის გა­ზომ­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ჩვენ კი, უკვე ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს 24 არ­ხის მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ვა­წო­დეთ. ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტი ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ მსხვი­ლის, ცენ­ტრა­ლუ­რი არ­ხე­ბის რე­ი­ტინგს ით­ვლის, მაგ­რამ ამ არ­ხე­ბის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტელე-მა­უ­წყებ­ლო­ბის­თვის 50-ზე მეტი ლი­ცენ­ზი­აა გა­ცე­მუ­ლი და და­ნარ­ჩენ­მა არ­ხებ­მა არას­დროს იცოდ­ნენ, ვინ უყუ­რებ­და მათ, ან უყუ­რებ­დნენ თუ არა სა­ერ­თოდ. მათი რე­ი­ტინ­გე­ბი არა­ვის არას­დროს და­უთ­ვლია.

- თქვენ ამ დრო­ის­თვის სულ რამ­დე­ნი არ­ხის რე­ი­ტინგს ით­ვლით?

- ძა­ლი­ან სე­რი­ზო­უ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შაო ჩა­ვა­ტა­რეთ და ერთი თვის წინ გა­ზომ­ვა­დი არ­ხე­ბის სია 53-მდე გავ­ზარ­დეთ. და­ვა­მა­ტეთ რე­გი­ო­ნუ­ლი, პა­ტა­რა და უცხო­უ­რი არ­ხე­ბის (CNN, BBC, Cartoon Network, Nickelodeon და ასე შემ­დეგ) რე­ი­ტინ­გე­ბის დათ­ვლის სერ­ვი­სი. ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს მე­დი­ა­სივ­რცე­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ხე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს, არა­ვის და­უთ­ვლია. "თრი­ა­ლე­თი", "რი­ო­ნი", "იმერ­ვი­ზია", "ტვ 25", "ოდი­ში", "მეგა ტვ" და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში დიდი ხა­ნია მა­უ­წყებ­ლო­ბენ, მაგ­რამ მათი მა­ყუ­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა თუ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა უც­ნო­ბი იყო. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ დღეს TMI და KANTAR MEDIA ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბაზ­რის უზუს­ტეს ზომ­ვას ახორ­ცი­ე­ლებს.

-რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამა თუ იმ არ­ხის­თვის თა­ვი­სი რე­ი­ტინ­გის ცოდ­ნას?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რე­ი­ტინ­გი არის არ­ხის­თვის სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე შეს­ვლის ბი­ლე­თი. თუ არხს რე­ი­ტინ­გის მო­ნა­ცე­მე­ბი არ აქვს, მის­თვის ძალ­ზედ რთუ­ლია სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე შეღ­წე­ვა. თუ სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ამ არ იცის, რამ­დე­ნი ან რო­გო­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს ამა თუ იმ არხს, რო­გორ გა­ყი­დოს არ­ხის სა­რეკ­ლა­მო დრო? ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­რე­შე ეს არ­ხე­ბი და­ჩაგ­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რეკ­ლა­მი­დან თან­ხა პრაქ­ტი­კუ­ლად არ შეს­დი­ო­დათ. ჩვე­ნი სერ­ვი­სი და ინ­ფორ­მა­ცია ეხ­მა­რე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს გან­ვი­თარ­დნენ, და­იხ­ვე­წონ, აი­მაღ­ლონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დონე და მო­ი­პო­ვონ მათი კუთ­ვნი­ლი წილი სა­რეკ­ლა­მო ბაზ­რი­დან. ჩვე­ნი რე­ი­ტინ­გე­ბის მეშ­ვე­ო­ბით პა­ტა­რა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს, რე­გი­ო­ნულ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს, შან­სი უჩ­ნდე­ბათ, რომ თა­ვი­სი სა­რეკ­ლა­მო დრო გა­ყი­დონ. ასე­ვე, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცია რე­ი­ტინ­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ტე­ლი­ვი­ზიო ბა­დის მო­ნი­ტო­რინ­გი არის ძლი­ე­რი დამ­ხმა­რე ინ­სტრუ­მენ­ტი სა­ე­თე­რო ბა­დის უფრო ეფექ­ტი­ა­ნად აწყო­ბა­ში. ასე ხდე­ბა ყვე­ლა ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე KANTAR MEDIA-ს შე­მოს­ვლით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჩა­ერ­თო იმ ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში, სა­დაც მე­დი­ა­სივ­რცის აღ­წე­რა ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ით ხდე­ბა. ეს კი თა­ვის მხრივ და­ეხ­მა­რე­ბა ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცეს საქ­მი­ა­ნო­ბის უკეთ წარ­მარ­თვა­ში. ჩვე­ნი მი­სი­აა, ზუს­ტი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვით, ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ქარ­თვე­ლოს მე­დია სივ­რცის გა­ჯან­სა­ღე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას.

ეკა სა­ლა­ღა­ია

AMBEBI.GE

როგორ ითვლიან საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს - "ეს 600 ოჯახი, ქვეყნის მინიმოდელია"

როგორ ითვლიან საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს - "ეს 600 ოჯახი, ქვეყნის მინიმოდელია"

ბეჭდური მედიის რეიტინგი და პოპულარობა ტირაჟით იზომება, ინტერნეტმედიის - ყოველდღიურად საიტზე შესული "იუზერების" რაოდენობის მიხედვით, ტელემედიის რეიტინგების გაზომვა კი ცოტა უფრო რთული და შრომატევადი საქმეა. როგორ ადგენენ საქართველოში ტელემედიის პოპულარობის ხარისხს, ამის შესახებ ჩვენს ქვეყანაში სატელევიზო რეიტინგების მთვლელი კომპანია TMI-ს დირექტორი ცოტნე მირცხულავა გვესაუბრება.

- TMI მულტინაციონალური, სატელევიზიო აუდიტორიის მზომი, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია KANTAR MEDIA-ს ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. ჩვენი მიზანია, საქართველოს მედიასივრცისთვის, თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენებით, ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს უწყობს სატელევიზიო სფეროს გაუმჯობესებას.

KANTAR MEDIA -ს 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება გააჩნია და უწყვეტ რეჟიმში აწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას 3 მილიონზე მეტი ბრენდის შესახებ. ამ ეტაპზე ის 22,000 კლიენტს სთავაზობს სანდო მონაცემებს, მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. ჩვენ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა 2014 წლიდან დავიწყეთ. სერიოზული მუშაობა ჩავატარეთ, რათა KANTAR MEDIA ჩვენი ბაზრით დაინტერესებულიყო და საქართველოში შემოსულიყო. დაახლოებით ერთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, 2016 წლის პირველ იანვარს ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდა.

- როგორ ხდება სატელევიზიო რეიტინგების დადგენა?

- დიახ, ჩვენ საქართველოში სატელევიზიო არხების რეიტინგებს ვითვლით. ასევე, მონიტორინგს ვუტარებთ სატელევიზიო არხების ბადეებს. ამ სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოში შევარჩიეთ 600-მდე ოჯახი. სპეციალური მოწყობილობა (ფიფლმეტრი) მათი ტელევიზორების აუდიოსიგნალის წყაროზეა მიერთებული. ამ აუდიოსიგნალზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით კონკრეტულმა ოჯახმა ან ოჯახის წევრმა, კონკრეტულ დროს რომელ არხზე, რომელ გადაცემას უყურა.

- რა პრინციპით შეარჩიეთ ეს ოჯახები?

- ოჯახის რეკრუტირება ძალიან რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია. ფაქტიურად, ეს 600 ოჯახი საქართველოს მინიმოდელს წარმოადგენს. ჩვენ უკვე არამარტო ის ვიცით, რომელი ოჯახი რა გადაცემასუყურებს, არამედ კონკრეტულად ოჯახის ესა თუ ის წევრი რა დროს, რისი ყურებითაა დაკავებული. ეს სპეციალური პულტის დამხარებით ხდება, რომელიც ფიფლმეტრს მოჰყვება. თითოეული ოჯახის წევრი, როდესაც ტელევიზორის საყურებლად ჯდება, ამ პულტს მოიხმარს. დანარჩენს სისტემა ავტომატურ რეჟიმში ითვლის.

- აქამდე თუ არსებობდა საქართველოს მედიაბაზარზე მსგავსი მომსახურების სისტემა?

- ქართულ ბაზარზე ჩვენს შემოსვლამდე მხოლოდ თორმეტიოდე სატელევიზიო არხის რეიტინგის გაზომვა ხორციელდებოდა. ჩვენ კი, უკვე ბაზარზე შემოსვლისთანავე, დაინტერესებულ პირებს 24 არხის მონაცემები მივაწოდეთ. ჩვენი კონკურენტი ძირითადად მხოლოდ მსხვილის, ცენტრალური არხების რეიტინგს ითვლის, მაგრამ ამ არხების გარდა, საქართველოში ტელე-მაუწყებლობისთვის 50-ზე მეტი ლიცენზიაა გაცემული და დანარჩენმა არხებმა არასდროს იცოდნენ, ვინ უყურებდა მათ, ან უყურებდნენ თუ არა საერთოდ. მათი რეიტინგები არავის არასდროს დაუთვლია.

- თქვენ ამ დროისთვის სულ რამდენი არხის რეიტინგს ითვლით?

- ძალიან სერიზოული და შრომატევადი სამუშაო ჩავატარეთ და ერთი თვის წინ გაზომვადი არხების სია 53-მდე გავზარდეთ. დავამატეთ რეგიონული, პატარა და უცხოური არხების (CNN, BBC, Cartoon Network, Nickelodeon და ასე შემდეგ) რეიტინგების დათვლის სერვისი. ეს უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს მედიასივრცეში. აღნიშნული არხების რეიტინგები საქართველოში არასდროს, არავის დაუთვლია. "თრიალეთი", "რიონი", "იმერვიზია", "ტვ 25", "ოდიში", "მეგა ტვ" და სხვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდი ხანია მაუწყებლობენ, მაგრამ მათი მაყურებლის რაოდენობა თუ დემოგრაფიული სტრუქტურა უცნობი იყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს TMI და KANTAR MEDIA ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით საქართველოს სრული სატელევიზიო ბაზრის უზუსტეს ზომვას ახორციელებს.

-რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ არხისთვის თავისი რეიტინგის ცოდნას?

- შეიძლება ითქვას, რომ რეიტინგი არის არხისთვის სარეკლამო ბაზარზე შესვლის ბილეთი. თუ არხს რეიტინგის მონაცემები არ აქვს, მისთვის ძალზედ რთულია სარეკლამო ბაზარზე შეღწევა. თუ სარეკლამო კომპანიამ არ იცის, რამდენი ან როგორი მაყურებელი ჰყავს ამა თუ იმ არხს, როგორ გაყიდოს არხის სარეკლამო დრო? ამ ინფორმაციის გარეშე ეს არხები დაჩაგრულები იყვნენ, რეკლამიდან თანხა პრაქტიკულად არ შესდიოდათ. ჩვენი სერვისი და ინფორმაცია ეხმარება ტელეკომპანიებს განვითარდნენ, დაიხვეწონ, აიმაღლონ პროფესიონალიზმის დონე და მოიპოვონ მათი კუთვნილი წილი სარეკლამო ბაზრიდან. ჩვენი რეიტინგების მეშვეობით პატარა ტელეკომპანიებს, რეგიონულ ტელეკომპანიებს, შანსი უჩნდებათ, რომ თავისი სარეკლამო დრო გაყიდონ. ასევე, ჩვენი ინფორმაცია რეიტინგებთან დაკავშირებით და სატელივიზიო ბადის მონიტორინგი არის ძლიერი დამხმარე ინსტრუმენტი საეთერო ბადის უფრო ეფექტიანად აწყობაში. ასე ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ქართულ ბაზარზე KANTAR MEDIA-ს შემოსვლით, ჩვენი ქვეყანა ჩაერთო იმ ქვეყნების სიაში, სადაც მედიასივრცის აღწერა ყველაზე თანამედროვე და ცივილიზირებული მეთოდოლოგიით ხდება. ეს კი თავის მხრივ დაეხმარება ქართულ მედიასივრცეს საქმიანობის უკეთ წარმართვაში. ჩვენი მისიაა, ზუსტი და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, ხელი შევუწყოთ საქართველოს მედია სივრცის გაჯანსაღებას და განვითარებას.

ეკა სალაღაია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი