პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - პროკურატურამ ახალგაზრდა გოგონა თანხმლებ პირებთან ერთად დააკავა
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - პროკურატურამ ახალგაზრდა გოგონა თანხმლებ პირებთან ერთად დააკავა

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მიმ­დი­ნა­რე წლის 28 იან­ვარს თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი გახ­სნა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა ცოტა ხნის წინ გა­კეთ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გახ­სნი­ლია 2016 წლის 28 იან­ვარს თურ­ქეთ­ში ქ.დუ­ზჯე­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი და ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ქ.მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რე­ბი ელ­ნურ ან­ტე­სო­ვი, ვუ­გარ გუ­ლი­ე­ვი და აზა­დე ომა­რო­ვა.

2016 წლის 29 იან­ვარს, თურ­ქე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ქ.დუ­ზჯე­ში ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ნა­ნა­ხი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის - ემმა შა­რი­ფო­ვას და სა­ხიბ გა­სა­ნო­ვის, ასე­ვე თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქის ელ­ნაზ შა­რი­ფო­ვას გვა­მე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­ი­წყო. და­ი­კი­თხნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, თურ­ქე­თის კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა საქ­მე­ზე მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჩა­ტარ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გენ­და, რომ ელ­ნაზ შა­რი­ფო­ვა, ემა შა­რი­ფო­ვა და მისი შვი­ლიშ­ვი­ლი სა­ხიბ გა­სა­ნო­ვი სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თურ­ქეთ­ში, ქ.დუ­ზჯე­ში და ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რებ ოჯა­ხის წევ­რებს. ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ გა­აჩ­ნდათ გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ზო­გი, რო­მელ­საც ინა­ხავ­დნენ ქ.დუ­ზჯე­ში მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. 2016 წლის 6 იან­ვარს მათ­თან სტუმ­რად ჩა­ვი­და ქ.მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რე­ბი აზა­დე ომა­რო­ვა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ სტუმ­რობ­და ამ უკა­ნას­კნე­ლებს და სარ­გებ­ლობ­და მათი ნდო­ბით.

2016 წლის 26 იან­ვარს თურ­ქეთ­ში ასე­ვე გა­ემ­გზავ­რა მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ელ­ნურ ან­ტე­სო­ვი, რო­მელ­საც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და აზა­დე ომა­რო­ვას­თან და მის­გან­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პირ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი. თურ­ქეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, ელ­ნურ ან­ტე­სო­ვი, ქ.სტამ­ბულ­ში შეხ­ვდა მის მე­გო­ბარს ვუ­გარ გუ­ლი­ევს, რის შემ­დე­გაც 28 იან­ვარს გამ­თე­ნი­ი­სას, ისი­ნი აზა­დე ომა­რო­ვას დახ­მა­რე­ბით მი­ვიდ­ნენ ემა და ელ­ნაზ შა­რი­ფო­ვე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. ვი­ნა­ი­დან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის წი­ნას­წარ იყო ცნო­ბი­ლი თან­ხის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, მისი და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, ჯგუ­ფუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­ი­დი­ნეს სამი პი­რის მკვლე­ლო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­დაც­ვლი­ლებს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი სა­ხის ჭრი­ლო­ბე­ბი. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ე­უფლნენ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის კუთ­ვნილ პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტერს, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებს, ასე­ვე სხვა ნივ­თებს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

2016 წლის 29 იან­ვარს, მკვლე­ლო­ბის მომ­დევ­ნო დღეს ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ტო­ვეს თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რია და სარ­ფის სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით გად­მოკ­ვე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბულ იქნა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა ელ­ნურ ან­ტე­სო­ვის, ვუ­გარ გუ­ლი­ე­ვის და აზა­დე ომა­რო­ვას და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის და შს სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2016 წლის 8 ივ­ლისს და­კა­ვე­ბულ იქნა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი.

გა­მო­ძე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით და ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე ვა­დით ან უვა­დოდ", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - პროკურატურამ ახალგაზრდა გოგონა თანხმლებ პირებთან ერთად დააკავა

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - პროკურატურამ ახალგაზრდა გოგონა თანხმლებ პირებთან ერთად დააკავა

მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 28 იანვარს თურქეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

"საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია 2016 წლის 28 იანვარს თურქეთში ქ.დუზჯეში საქართველოს მოქალაქეების განზრახ მკვლელობის ფაქტი და ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან ქ.მარნეულში მცხოვრები ელნურ ანტესოვი, ვუგარ გულიევი და აზადე ომაროვა.

2016 წლის 29 იანვარს, თურქეთის სამართალდამცველების მიერ ქ.დუზჯეში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ნანახი იქნა საქართველოს მოქალაქეების - ემმა შარიფოვას და სახიბ გასანოვის, ასევე თურქეთის მოქალაქის ელნაზ შარიფოვას გვამები.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გარდაცვლილების ოჯახის წევრების მომართვის საფუძველზე, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. დაიკითხნენ გარდაცვლილების ოჯახის წევრები, თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები და ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიებით დადგენდა, რომ ელნაზ შარიფოვა, ემა შარიფოვა და მისი შვილიშვილი სახიბ გასანოვი სამუშაოდ იმყოფებოდნენ თურქეთში, ქ.დუზჯეში და ფინანსურად ეხმარებოდნენ მარნეულში მცხოვრებ ოჯახის წევრებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მათ გააჩნდათ გარკვეული ფინანსური დანაზოგი, რომელსაც ინახავდნენ ქ.დუზჯეში მათსავე საცხოვრებელ სახლში. 2016 წლის 6 იანვარს მათთან სტუმრად ჩავიდა ქ.მარნეულში მცხოვრები აზადე ომაროვა, რომელიც მანამდეც არაერთხელ სტუმრობდა ამ უკანასკნელებს და სარგებლობდა მათი ნდობით.

2016 წლის 26 იანვარს თურქეთში ასევე გაემგზავრა მარნეულში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე ელნურ ანტესოვი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა აზადე ომაროვასთან და მისგანვე გახდა ცნობილი ზემოაღნიშნულ პირთა საცხოვრებელი ადგილი. თურქეთში ჩასვლის შემდეგ, ელნურ ანტესოვი, ქ.სტამბულში შეხვდა მის მეგობარს ვუგარ გულიევს, რის შემდეგაც 28 იანვარს გამთენიისას, ისინი აზადე ომაროვას დახმარებით მივიდნენ ემა და ელნაზ შარიფოვების საცხოვრებელ სახლში. ვინაიდან ბრალდებულებისთვის წინასწარ იყო ცნობილი თანხის არსებობის შესახებ, მისი დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინეს სამი პირის მკვლელობა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილებს სხეულზე აღენიშნებოდათ ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი სახის ჭრილობები. მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები დაეუფლნენ გარდაცვლილების კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერს, მობილურ ტელეფონებს, ასევე სხვა ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2016 წლის 29 იანვარს, მკვლელობის მომდევნო დღეს ბრალდებულებმა დატოვეს თურქეთის ტერიტორია და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს განჩინება ელნურ ანტესოვის, ვუგარ გულიევის და აზადე ომაროვას დაკავების შესახებ. მთავარი პროკურატურის და შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2016 წლის 8 ივლისს დაკავებულ იქნა სამივე ბრალდებული.

გამოძება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ