პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობდა კლანური დაპირისპირება, რასაც ყველაფერი შეეწირა" – "აუდიტორია 115" დაიშალა?
"არსებობდა კლანური დაპირისპირება, რასაც ყველაფერი შეეწირა" –  "აუდიტორია 115" დაიშალა?

სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "აუ­დი­ტო­რია 115"და­ი­შა­ლა. სტუ­დენ­ტე­ბი ერთი იდე­ის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის­თვის იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ კლა­ნურ და­პი­რის­პი­რე­ბას ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­ე­წი­რა.

Ambebi.ge "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წევრ ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ "აუ­დი­ტო­რია 115" არ დაშ­ლი­ლა და სან­დრო ცა­გა­რელ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­საც უარ­ყოფს.

- მე პი­რა­და­დად კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან მქო­ნია, "აუ­დი­ტო­რია 115" არის დიდი სა­თათ­ბი­რო სტრუქ­ტუ­რა, რო­მელ­შიც შე­დის ყვე­ლა, ვი­საც აქვს პრო­ტეს­ტი არ­სე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა ერთ აზ­რზე ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ფლიქ­ტი რიგ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცხა­დია არის და იქ­ნე­ბა. ვი­ღაც გა­მო­ე­თი­შე­ბა აუ­დი­ტო­რი­ის მუ­შა­ო­ბას, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია. რაც შე­ე­ხე­ბა სან­დრო ცა­გა­რელს, ჩვენს შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა, მე არ ვარ სამ­თავ­რო­ბო კო­ა­ლი­ცი­ა­ში მან­და­ტე­ბის­თვის მებ­რძო­ლი პარ­ტი­ის წევ­რი. სა­მი­ნის­ტრომ და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მოგ­ვა­ტყუა, უარს ამ­ბობს გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ზე, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც თვლი­ან, რომ კი­დევ არ­სე­ბობს მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზე­ბი და ბორ­ჯო­მის და­სა­ლე­ვად კან­ცე­ლა­რი­ის დე­რეფ­ნებ­ში და­დი­ან. დღეს ვთლით, რომ მო­ტყუ­ე­ბუ­ლე­ბი ვართ და უარს ვამ­ბობთ ზე­და­პი­რულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, აუ­დი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი, სხვა აზ­რზზეა და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მათ.

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვენს უკან ლადო პა­პა­ვა დგას, რო­მელ­მაც მა­მათ­ქვე­ნი და­ა­საქ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში... იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ზურგს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი და პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე გი­მაგ­რე­ბენ...

- მა­მა­ჩე­მი 1986 წლი­დან მუ­შა­ობს თსუ-ში, ის ხან მუ­შაა, ხან და­რა­ჯი, ხან ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უმ­ცრო­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი... შე­სა­ბა­მი­სად, ის, რომ პა­პა­ვამ მა­მა­ჩე­მის და­საქ­მე­ბით მო­მის­ყი­და, სა­სა­ცი­ლოა. ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან და ხუ­ხაშ­ვილ­თან გა­ი­გი­ვე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­მაჩ­ნია. იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ვერ­ცერ­თი ვერ მმარ­თავს. გიას ვიც­ნობ, დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ აზ­რთა ბევრ სა­კი­თხზე სხვა­დას­ხვა­ო­ბა გვაქვს. პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და სა­ეჭ­ვო პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სო­ნაა.

- ცნო­ბი­ლია, რომ სექ­ტემ­ბერ­ში საპოტეს­ტო აქ­ცი­ებს გეგ­მავთ, რას აპ­რო­ტეს­ტებთ?

- ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ სა­არ­ჩევ­ნო ორომ­ტრი­ა­ლის დროს პრო­ტეს­ტი არ გა­მოგ­ვე­ხა­ტა, მაგ­რამ სხვა გზა არ დაგ­ვი­ტო­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. აგ­ვის­ტო­ში არის და­გეგ­მი­ლი რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი და თუ იმ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა და­რე­ჯან თვალ­თვა­ძე, გა­ვაგ­რძე­ლებთ პრო­ტესტს. ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და­რე­ჯან თვალ­თვა­ძის კან­დი­და­ტუ­რა რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, ის მხო­ლოდ იმ ხალ­ხს მოს­წონს, ვინც სის­ტე­მის ნა­წი­ლია. რო­გორც მე­ურ­ნე და საგ­ნე­ბის გა­დამ­ნა­წი­ლე­ბე­ლი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი კან­დი­და­ტუ­რაა, მაგ­რამ რო­გორც რექ­ტო­რი მი­უ­ღე­ბე­ლია.

"აუ­დი­ტო­რია 115"-ის დაშ­ლას ადას­ტუ­რებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის უკვე ყო­ფი­ლი წევ­რი სან­დრო ცა­გა­რე­ლი, რო­მე­ლიც მისი წას­ვლის მი­ზე­ზებს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს.

- სი­მარ­თლეა, მეც დავ­ტო­ვე აუ­დი­ტო­რია. იქ დარ­ჩა მცი­რე ჯგუ­ფი, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ სა­ხე­ლი დარ­ჩა "აუ­ი­ტო­რია 115". რაც და­სა­წყის­ში იყო, იმას­თან სა­ერ­თო არ აქვს დღე­ვან­დელ აუ­დი­ტო­რი­ას. წა­მოს­ვლის და დაშ­ლის მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­და, ყუ­რა­დღე­ბა არ ექ­ცე­ო­და გა­ნათ­ლე­ბის ძი­რე­ულ რე­ფორ­მას. არ­სე­ბობ­და კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მელ­საც სურ­და ჩემი და რამ­დე­ნი­მე წევ­რის გა­რიყ­ვა "აუ­დი­ტო­რია 115"-დან, რად­გან ჩვენ ვახ­დენ­დით აზ­რის ფორ­მი­რე­ბას. რო­გორც ჩანს, რა­ღაც ინ­ტე­რე­სე­ბი დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან. შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბიც არის. რაც უფრო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით სექ­ტემ­ბერს, ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო ნა­თე­ლი ხდე­ბა. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ოც­ნე­ბაა გა­ი­მე­ო­რონ ის, რაც ჩემ­მა თა­ო­ბამ 4 წლის წინ გა­ა­კე­თა. კონ­კრე­ტუ­ლად ვე­რა­ვის და­ვა­დებ ხელს, მაგ­რამ ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვს ხუ­ხაშ­ვილ­თან, ის ყო­ველ­დღე მყარ კავ­შირ­შია პრე­ზი­დენ­ტთან, ალა­სა­ნი­ას­თან და ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან. ასე­ვე, უნდა შეც­ვლი­ლი­ყო 45-ე მუხ­ლი და სწო­რედ მა­შინ როცა უნდა მი­ე­ღოთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, წინა დღით მი­ვიდ­ნენ სა­მი­ნის­ტრო­ში "აუ­დი­ტო­რია 115"-ის რამ­დე­ნი­მე წევ­რი და მო­თხოვ­ნე­ბი შეც­ვა­ლეს.

სხვა­დას­ხვა მო­თხოვ­ნებს აყე­ნებ­დნენ სა­მი­ნის­ტრო­ში და ცდი­ლობ­დნენ სა­ერ­თო შე­თან­ხმე­ბამ­დე არ მივ­სუ­ლი­ყა­ვით. ასე­ვე, ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჩუ­მად ხვდე­ბო­და, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მოძ­რა­ო­ბა­ში ყოფ­ნა, სა­დაც არის კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან. რა­ღაც ინ­ფა­ტი­ლუ­რი და კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა, რა­საც შე­ე­წი­რა ყვე­ლა­ფე­რი.

- ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე აცხა­დებს, რომ თქვენს უკან გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი დგას...

- მე ეს არას­დროს და­მი­მა­ლია, რომ სო­ცი­ა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის შექ­მნა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი მი­მი­ძღვის, მო­მიყ­ვა­ნონ ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი, როცა აუ­დი­ტო­რია არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიყ­ვა­ნე. მე ვაკ­რი­ტი­კებ­დი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აკ­რი­ტი­კებ­და "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დენ­ტთა კავ­ში­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი. სხვა სტუ­დენ­ტე­ბის მსგავ­სად მისი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც მო­ი­თხოვ­და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მას. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მეტ­რე­ველ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "აუ­დი­ტო­რია 115"-ის დაშ­ლა სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია.

- "აუ­დი­ტო­რია 115" შე­იქ­მნა სა­ერ­თო კო­ა­ლი­ცი­უ­რი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე და საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე. ჩვენ მხარს ვუ­ჭერ­დით "აუ­დი­ტო­რია 115"-ის ძი­რი­თად მო­თხოვ­ნებს. ნამ­დვი­ლად სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა, თუ ისი­ნი და­იშ­ლე­ბი­ან, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა სა­ერ­თო სტუ­დენ­ტურ საქ­მეს აზი­ა­ნებს. მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ტეს­ტი თა­ვი­ან­თი მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

-გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თქვენ აქ­ტი­უ­რად გა­დი­ხართ კონ­სულ­ტა­ცი­ებს გარ­კვე­ულ ძა­ლებ­თან ფარ­თო სტუ­დენ­ტუ­რი კო­ა­ლი­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად და ემ­ზა­დე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, მარ­თა­ლია?

- შეხ­ვედ­რებს მარ­თლაც ვა­წარ­მო­ებ სტუ­დენ­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და ასე­ვე ცალ­კე­ულ სტუ­დენ­ტებ­თან, თუმ­ცა ეს არ უკავ­შირ­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს. ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მძი­მე ვი­თა­რე­ბაა შექ­მნი­ლი, ეს გა­სულ­მა თვე­ებ­მა კი­დევ უფრო ნა­თე­ლი გა­ხა­და. ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. დღეს, ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის ერ­თა­დერთ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს - ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"არსებობდა კლანური დაპირისპირება, რასაც ყველაფერი შეეწირა" – "აუდიტორია 115" დაიშალა?

"არსებობდა კლანური დაპირისპირება, რასაც ყველაფერი შეეწირა" –  "აუდიტორია 115" დაიშალა?

სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115"დაიშალა. სტუდენტები ერთი იდეისთვის, განათლების რეფორმისთვის იბრძოდნენ, მაგრამ კლანურ დაპირისპირებას ყველაზე მასშტაბური სტუდენტური გაერთიანება შეეწირა.

Ambebi.ge "აუდიტორია 115"-ის წევრ ლევან ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ "აუდიტორია 115" არ დაშლილა და სანდრო ცაგარელთან დაპირისპირებასაც უარყოფს.

- მე პირადადად კონფლიქტი არავისთან მქონია, "აუდიტორია 115" არის დიდი სათათბირო სტრუქტურა, რომელშიც შედის ყველა, ვისაც აქვს პროტესტი არსებული განათლების სისტემის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთ აზრზე ვართ. შესაბამისად, კონფლიქტი რიგ საკითხებთან დაკავშირებით ცხადია არის და იქნება. ვიღაც გამოეთიშება აუდიტორიის მუშაობას, ეს ჩვეულებრივი პროცესია. რაც შეეხება სანდრო ცაგარელს, ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა, მე არ ვარ სამთავრობო კოალიციაში მანდატებისთვის მებრძოლი პარტიის წევრი. სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრმა მოგვატყუა, უარს ამბობს განათლების რეფორმაზე, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც თვლიან, რომ კიდევ არსებობს მოლაპარაკების გზები და ბორჯომის დასალევად კანცელარიის დერეფნებში დადიან. დღეს ვთლით, რომ მოტყუებულები ვართ და უარს ვამბობთ ზედაპირულ მოლაპარაკებებზე, აუდიტორიის ნაწილი, სხვა აზრზზეა და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

- ამბობენ, რომ თქვენს უკან ლადო პაპავა დგას, რომელმაც მამათქვენი დაასაქმა უნივერსიტეტში... იმასაც ამბობენ, რომ ზურგს გია ხუხაშვილი და პაატა ბურჭულაძე გიმაგრებენ...

- მამაჩემი 1986 წლიდან მუშაობს თსუ-ში, ის ხან მუშაა, ხან დარაჯი, ხან ლაბორატორიის უმცროსი თანამშრომელი... შესაბამისად, ის, რომ პაპავამ მამაჩემის დასაქმებით მომისყიდა, სასაცილოა. ბურჭულაძესთან და ხუხაშვილთან გაიგივება, შეურაცხყოფად მიმაჩნია. იმდენად სერიოზული ადამიანი ვარ, რომ ვერცერთი ვერ მმართავს. გიას ვიცნობ, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აზრთა ბევრ საკითხზე სხვადასხვაობა გვაქვს. პაატა ბურჭულაძე ჩემთვის მიუღებელი და საეჭვო პოლიტიკური პერსონაა.

- ცნობილია, რომ სექტემბერში საპოტესტო აქციებს გეგმავთ, რას აპროტესტებთ?

- ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საარჩევნო ორომტრიალის დროს პროტესტი არ გამოგვეხატა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვა პრემიერ-მინისტრმა. აგვისტოში არის დაგეგმილი რექტორის არჩევნები და თუ იმ არჩევნებზე გამოკვეთილი კანდიდატი იქნება დარეჯან თვალთვაძე, გავაგრძელებთ პროტესტს. ჩვენთვის მიუღებელია დარეჯან თვალთვაძის კანდიდატურა რექტორის პოზიციაზე, ის მხოლოდ იმ ხალხს მოსწონს, ვინც სისტემის ნაწილია. როგორც მეურნე და საგნების გადამნაწილებელი, შესანიშნავი კანდიდატურაა, მაგრამ როგორც რექტორი მიუღებელია.

"აუდიტორია 115"-ის დაშლას ადასტურებს გაერთიანების უკვე ყოფილი წევრი სანდრო ცაგარელი, რომელიც მისი წასვლის მიზეზებს ჩვენთან საუბარში განმარტავს.

- სიმართლეა, მეც დავტოვე აუდიტორია. იქ დარჩა მცირე ჯგუფი, რომელსაც უბრალოდ სახელი დარჩა "აუიტორია 115". რაც დასაწყისში იყო, იმასთან საერთო არ აქვს დღევანდელ აუდიტორიას. წამოსვლის და დაშლის მრავალი მიზეზი არსებობდა, ყურადღება არ ექცეოდა განათლების ძირეულ რეფორმას. არსებობდა კლანური დაპირისპირება, რომელსაც სურდა ჩემი და რამდენიმე წევრის გარიყვა "აუდიტორია 115"-დან, რადგან ჩვენ ვახდენდით აზრის ფორმირებას. როგორც ჩანს, რაღაც ინტერესები დგას ამ ყველაფრის უკან. შეიძლება პოლიტიკური ინტერესებიც არის. რაც უფრო ვუახლოვდებით სექტემბერს, ეს ყველაფერი უფრო ნათელი ხდება. ამ ადამიანების ოცნებაა გაიმეორონ ის, რაც ჩემმა თაობამ 4 წლის წინ გააკეთა. კონკრეტულად ვერავის დავადებ ხელს, მაგრამ ლორთქიფანიძეს მჭიდრო კავშირი აქვს ხუხაშვილთან, ის ყოველდღე მყარ კავშირშია პრეზიდენტთან, ალასანიასთან და ბურჭულაძესთან. ასევე, უნდა შეცვლილიყო 45-ე მუხლი და სწორედ მაშინ როცა უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, წინა დღით მივიდნენ სამინისტროში "აუდიტორია 115"-ის რამდენიმე წევრი და მოთხოვნები შეცვალეს.

სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებდნენ სამინისტროში და ცდილობდნენ საერთო შეთანხმებამდე არ მივსულიყავით. ასევე, ჩვენი მოძრაობის რამდენიმე წევრი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ჩუმად ხვდებოდა, ჩემთვის მიუღებელია მოძრაობაში ყოფნა, სადაც არის კონსპირაციული შეხვედრები მოწინააღმდეგესთან. რაღაც ინფატილური და კლანური დაპირისპირებაა, რასაც შეეწირა ყველაფერი.

- ლევან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თქვენს უკან გია ჟორჟოლიანის პარტიის პოლიტიკური ინტერესები დგას...

- მე ეს არასდროს დამიმალია, რომ სოციალურ-დემოკრატიული პარტიის შექმნაში საკუთარი წვლილი მიმიძღვის, მომიყვანონ ერთი კონკრეტული ფაქტი, როცა აუდიტორია არასწორი მიმართულებით წავიყვანე. მე ვაკრიტიკებდი სახელმწიფო სტრუქტურებს.

უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აკრიტიკებდა "თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" წარმომადგენელი ნიკოლოზ მეტრეველი. სხვა სტუდენტების მსგავსად მისი ორგანიზაციაც მოითხოვდა განათლების სისტემის რეფორმას. ჩვენთან საუბარში მეტრეველმა აღნიშნა, რომ "აუდიტორია 115"-ის დაშლა სამწუხარო ფაქტია.

- "აუდიტორია 115" შეიქმნა საერთო კოალიციური პროტესტის ფონზე და საკმაოდ ეფექტურად მოქმედებდა გარკვეული პერიოდის მანძილზე. ჩვენ მხარს ვუჭერდით "აუდიტორია 115"-ის ძირითად მოთხოვნებს. ნამდვილად სამწუხარო იქნება, თუ ისინი დაიშლებიან, რადგან ნებისმიერი დაპირისპირება საერთო სტუდენტურ საქმეს აზიანებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ადამიანები ცდილობენ სტუდენტური პროტესტი თავიანთი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენონ.

-გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ აქტიურად გადიხართ კონსულტაციებს გარკვეულ ძალებთან ფართო სტუდენტური კოალიციის შესაქმნელად და ემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მართალია?

- შეხვედრებს მართლაც ვაწარმოებ სტუდენტურ ორგანიზაციებთან და ასევე ცალკეულ სტუდენტებთან, თუმცა ეს არ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს. ზოგადად განათლების სფეროში მძიმე ვითარებაა შექმნილი, ეს გასულმა თვეებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა. ჩვენი სახელმწიფო უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას. დღეს, ჩემი და ჩემი მეგობრების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, ყველა მიმართულებით.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი