პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრები სტიქიის სხვადასხვა ზონიდან, სადაც ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს
კადრები სტიქიის სხვადასხვა ზონიდან, სადაც ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში, ძლი­ე­რი წვი­მი­სა და სტი­ქი­ის გამო, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ჩა­ვიდ­ნენ.

ცოტა ხნის წინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ვა­ნის რა­ი­ონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მას­თან ერ­თად სო­ფელ სუ­ლორ­ში, ვიცე-პრე­მი­ე­რი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე, სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი იმე­რე­თის მხა­რე­ში გივი ჭი­ჭი­ნა­ძე და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ზუ­რაბ ალა­ვი­ძე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სტი­ქი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის დათ­ვლა მოკ­ლე დრო­ში მოხ­დე­ბა.

"მთე­ლი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არის სტი­ქია. გზე­ბი არის წა­ღე­ბუ­ლი, ხი­დე­ბი დან­გრე­უ­ლია. და­ხო­ცი­ლია პი­რუ­ტყვი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მსხვერ­პლი არ არის. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში და­ვი­წყებთ აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებს. ცენ­ტრა­ლურ გზატ­კე­ცილ­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში შევ­ძლებთ, რომ აღ­მოვ­ფხვრათ ინფრას­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის დათ­ვლას, ამა­საც მოკ­ლე დრო­ში მო­ვა­ხერ­ხებთ და ვნა­ხოთ რა მას­შტა­ბით და რა დო­ზით ავა­ნა­ზღა­უ­რებთ ზა­რალს. ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი სტი­ქი­აა და სა­კა­მოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი გვაქვს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში და­ვი­წყებთ აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებს", -გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი დღეს­ვე სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ მარ­ტვილ­ში ჩავა. პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით, სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ად­გილ­ზე კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მიზ­ნით, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტი­ქი­ის ყვე­ლა ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ნა­ხეთ: კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო - და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კადრები სტიქიის სხვადასხვა ზონიდან, სადაც ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს

კადრები სტიქიის სხვადასხვა ზონიდან, სადაც ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიის ზონაში მთავრობის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი ვანის რაიონში იმყოფებოდა. მასთან ერთად სოფელ სულორში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ. კვირიკაშვილის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მოკლე დროში მოხდება.

"მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით არის სტიქია. გზები არის წაღებული, ხიდები დანგრეულია. დახოცილია პირუტყვი. მადლობა ღმერთს, რომ ადამიანების მსხვერპლი არ არის. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ძალიან მოკლე დროში შევძლებთ, რომ აღმოვფხვრათ ინფრასრუქტურული პრობლემები. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე დროში მოვახერხებთ და ვნახოთ რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკამოდ მძიმე შედეგები გვაქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ძალიან მოკლე დროში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი დღესვე სტიქიით დაზარალებულ მარტვილში ჩავა. პრემიერის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.

ნახეთ: კრიზისების მართვის საბჭო - დასავლეთ საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი