საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიზისების მართვის საბჭო - დასავლეთ საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
კრიზისების მართვის საბჭო - დასავლეთ საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ამ დრო­ის­თვის სი­ტუ­ა­ცია სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტროლს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭო­ში აცხა­დე­ბენ, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ სტი­ქი­ურ პრო­ცე­სებ­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რო­გორც საბ­ჭო­ში აცხა­დე­ბენ, სტი­ქი­ის ად­გი­ლებ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში აწარ­მო­ებს მო­ნი­ტო­რინგს და კავ­შირ­ზეა ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს­თან და სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან. უწყვეტ რე­ჟიმ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის ანა­ლი­ზი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

"8-9 ივ­ნისს მო­სულ­მა უხვმა ნა­ლექ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­ზა­რა­ლა აჭა­რის, გუ­რი­ის, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის და იმე­რე­თის სოფ­ლე­ბი. კერ­ძოდ, წვი­მის შე­დე­გად და­იტ­ბო­რა და და­ზი­ან­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მათ შო­რის მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბის და პო­ლი­ცი­ის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გან­ხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ოჯა­ხის ევა­კუ­ა­ცია. ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­მენ­ტის­თვის სი­ტუ­ა­ცია სრუ­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა კონ­ტროლს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

კრიზისების მართვის საბჭო - დასავლეთ საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

კრიზისების მართვის საბჭო - დასავლეთ საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

დასავლეთ საქართველოში ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ სტიქიურ პროცესებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება ხორციელდება.

როგორც საბჭოში აცხადებენ, სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.

"სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრი 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს მონიტორინგს და კავშირზეა ყველა დაზარალებული ტერიტორიული ერთეულის თვითმმართველობის ორგანოსთან და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული სახელმწიფო უწყების წარმომადგენელთან. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება სტიქიური პროცესების ანალიზი და აუცილებელი რესურსების მობილიზება.

„8-9 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის სოფლები. კერძოდ, წვიმის შედეგად დაიტბორა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, მათ შორის მწყობრიდან გამოვიდა საკომუნიკაციო სისტემები, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ადგილობრივი თვითმმართველობის, სამაშველო სამსახურების და პოლიციის კოორდინირებული ქმედებების შედეგად განხორციელდა რამდენიმე ათეული ოჯახის ევაკუაცია. ოპერატიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული მომენტისთვის სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი