საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეყვარებულის დედამ დამიწუნა, ეგ გოგო კინოში გადაიღეს და რძლად არ მინდაო" – უცნობი დეტალები "მაგდანას ლურჯას" პერსონაჟის ცხოვრებიდან
"შეყვარებულის დედამ დამიწუნა, ეგ გოგო კინოში გადაიღეს და რძლად არ მინდაო" – უცნობი დეტალები "მაგდანას ლურჯას" პერსონაჟის ცხოვრებიდან

60 წლის წინ თენ­გიზ აბუ­ლა­ძი­სა და რეზო ჩხე­ი­ძის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა ფილმმა "მაგ­და­ნას ლურ­ჯა" კა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე და­იმ­სა­ხუ­რა პრი­ზი სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის­თვის. ფილ­მის გა­მოს­ვლის დროს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, სო­ფოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლი­ა­ნა მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი, 16 წლის იყო.

- 13-14 წლის ვი­ყა­ვი. მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში თე­ო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ვაბ­რა­ზე, იმა­ნაც კლა­სი­დან გა­მა­ძე­ვა. ამ დროს კა­ბი­ნე­ტი­დან, ორ ახალ­გაზ­რდას­თან ერ­თად, მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გა­მო­დის. მან ჩემს და­ნახ­ვა­ზე, აი, ეს ალ­ქა­ჯი გა­მო­გად­გე­ბა­თო, წა­მო­ი­ძა­ხა. ის ორნი გა­მე­სა­უბრნენ, გინ­და კი­ნო­ში გად­აღე­ბაო? არ ვიცი, დე­და­ჩემს ვკი­თხავ-მეთ­ქი.­ ორი დღის შემ­დეგ დე­დამ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში სო­ფოს რო­ლის სინ­ჯებ­ზე წა­მიყ­ვა­ნა. სცე­ნა უნდა გა­მე­თა­მა­შე­ბი­ნა: მაგ­და­ნა მე­უბ­ნე­ბა, შვი­ლო, ლურ­ჯას პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნდაო. ამ დროს ფილ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სინ­ჯებ­ზე მა­წონს ვსვამ­დი. მთე­ლი დღე იღებ­დნენ ამ სცე­ნას­ და მსა­ხი­ო­ბი ხომ არ ვი­ყა­ვი, რომ ვი­თომ ჭამა გა­მე­თა­მა­შე­ბი­ნა, მარ­თლა­ ვჭამ­დი. შინ რომ დავ­ბრ­უნდი, ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი, გა­მო­ვა­ცხა­დე, მორ­ჩა, იქ აღარ წა­ვალ-მეთ­ქი. 2-3 თვის შემ­დეგ, დე­და­ჩემ­მა მო­მა­ხა­რა,­ ლი­ა­ნა, როლ­ზე და­გამ­ტკი­ცე­სო.

ფილ­მის გა­და­ღე­ბა დიდი ხნის და­წყე­ბუ­ლი არც ჰქონ­დათ, რომ კი­ნოს­ტუ­დი­ის უფ­როს­მა თა­ო­ბამ მოს­კოვ­ში იჩივ­ლა: ახალ­გაზ­რდე­ბი ვერ აკე­თე­ბენ ფილ­მს, გა­და­ხარ­ჯვა გვაქვს, მოგ­ვე­ცით უფ­ლე­ბა, მათ­ზე შე­ფო­ბა ავი­ღო­თო. 6 თვით შე­წყდა გა­და­ღე­ბა. შემ­დეგ მწე­რალ­თა კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძი­სა და გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის მე­თა­უ­რო­ბით, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მო­ვიდ­ნენ და მო­ი­თხო­ვეს ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და გა­ნა­ცხა­დეს, - მშვე­ნი­ე­რი ფილ­მი გა­მო­დის და მი­აყ­ვა­ნი­ნეთ ბო­ლომ­დეო.

გა­და­ღე­ბის ნა­წი­ლი უფ­ლის­ცი­ხე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გა­უ­საძ­ლი­სი­ სი­ცხე და უწყლო­ბა იყო, ამი­ტომ ყვე­ლა­ნი მტკვრის წყალს ვსვამ­დით. გა­და­ღე­ბი­სას ცხელ ქვი­შა­ზე ფეხ­შიშ­ველს უნდა გვევ­ლო. ვწუ­წუ­ნებ­დი, ფე­ხე­ბი მეწ­ვის, ეკ­ლე­ბი შე­მერ­ჭო-მეთ­ქი და მი­ხო­სა და ნა­ნის ვი­ყო­ლი­ებ­დი. აკა­კი კვან­ტა­ლი­ა­ნი მე­ნახ­ში­რე­ მი­ტუ­ას როლს თა­მა­შობ­და. ღა­მის­ გა­და­ღე­ბებ­ზე ჩვენ­თან ერ­თად­ ათე­ნებ­და, შინ დღე ეძი­ნა, რომ სა­ღა­მოს სპექ­ტა­კლი ეთა­მა­შა.­ თურ­მე­ შვი­ლე­ბი რომ ახ­მა­ურ­დე­ბოდ­ნენ, ცოლი აჩუმ­ებდა, არ გრცხვე­ნია­თ, მა­მათ­ქვე­ნი­ მთე­ლი დღე ვირ­ზე ზის,­ რომ ლუკ­მა­პუ­რი მო­გი­ტა­ნო­თო... ფილმში არის სცე­ნა, სა­დაც მიხო კა­ტოს თმას ქა­ჩავს და ნა­ნიმ უნდა იტი­როს. ერთხე­ლაც მი­ხომ მაგ­რად მო­ქა­ჩა და ნა­ნიც გა­ი­ბუ­ტა, აღარ მინ­და გა­და­ღე­ბაო. ეხ­ვე­წე­ბა რეზო ჩხე­ი­ძე, თენ­გიზ აბუ­ლა­ძე, ცო­ტაც გა­უ­ძე­ლიო. არაო, კა­ტომ, სა­ნამ ცო­ცხალ თევზს არ მო­მიყ­ვანთ, არ გა­და­ვი­ღე­ბო. გაგ­ზავ­ნეს ბი­ჭე­ბი მტკვარ­ზე და და­ი­ჭი­რეს შე­მო­სა­რი­გებ­ლად თევ­ზე­ბი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"შეყვარებულის დედამ დამიწუნა, ეგ გოგო კინოში გადაიღეს და რძლად არ მინდაო" – უცნობი დეტალები "მაგდანას ლურჯას" პერსონაჟის ცხოვრებიდან

"შეყვარებულის დედამ დამიწუნა, ეგ გოგო კინოში გადაიღეს და რძლად არ მინდაო" – უცნობი დეტალები "მაგდანას ლურჯას" პერსონაჟის ცხოვრებიდან

60 წლის წინ თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებულმა ფილმმა "მაგდანას ლურჯა" კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაიმსახურა პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის. ფილმის გამოსვლის დროს ჩვენი რესპონდენტი, სოფოს როლის შემსრულებელი ლიანა მოისწრაფიშვილი, 16 წლის იყო.

- 13-14 წლის ვიყავი. მუსიკალურ სკოლაში თეორიის მასწავლებელი გავაბრაზე, იმანაც კლასიდან გამაძევა. ამ დროს კაბინეტიდან, ორ ახალგაზრდასთან ერთად, მუსიკალური სკოლის დირექტორი გამოდის. მან ჩემს დანახვაზე, აი, ეს ალქაჯი გამოგადგებათო, წამოიძახა. ის ორნი გამესაუბრნენ, გინდა კინოში გად­აღებაო? არ ვიცი, დედაჩემს ვკითხავ-მეთქი.­ ორი დღის შემდეგ დედამ კინოსტუდიაში სოფოს როლის სინჯებზე წამიყვანა. სცენა უნდა გამეთამაშები­ნა: მაგდანა მეუბნება, შვილო, ლურჯას პატრონი გამოუჩნდაო. ამ დროს ფილმისგან განსხვავებით, სინჯებზე მაწონს ვსვამდი. მთელი დღე იღებდნენ ამ სცენას­ და მსახიობი ხომ არ ვიყავი, რომ ვითომ ჭამა გამეთამაშებინა, მართლა­ ვჭამდი. შინ რომ დავბრ­უნდი, ისე ცუდად ვიყავი, გამოვაცხადე, მორჩა, იქ აღარ წავალ-მეთქი. 2-3 თვის შემდეგ, დედაჩემმა მომახარა,­ ლიანა, როლზე დაგამტკიცესო.

ფილმის გადაღება დიდი ხნის დაწყებული არც ჰქონდათ, რომ კინოსტუდიის უფროსმა თაობამ მოსკოვში იჩივლა: ახალგაზრდები ვერ აკეთებენ ფილმს, გადახარჯვა გვაქვს, მოგვეცით უფლება, მათზე შეფობა ავიღოთო. 6 თვით შეწყდა გადაღება. შემდეგ მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, გიორგი ლეონიძისა და გალაკტიონ ტაბიძის მეთაურობით, კინოსტუდიაში მოვიდნენ და მოითხოვეს ეჩვენებინათ გადაღებული მასალა. ძალიან მოეწონათ და განაცხადეს, - მშვენიერი ფილმი გამოდის და მიაყვანინეთ ბოლომდეო.

გადაღების ნაწილი უფლისციხეში მიმდინარეობდა. გაუსაძლისი­ სიცხე და უწყლობა იყო, ამიტომ ყველანი მტკვრის წყალს ვსვამდით. გადაღებისას ცხელ ქვიშაზე ფეხშიშველს უნდა გვევლო. ვწუწუნებდი, ფეხები მეწვის, ეკლები შემერჭო-მეთქი და მიხოსა და ნანის ვიყოლიებდი. აკაკი კვანტალიანი მენახშირე­ მიტუას როლს თამაშობდა. ღამის­ გადაღებებზე ჩვენთან ერთად­ ათენებდა, შინ დღე ეძინა, რომ საღამოს სპექტა­კლი ეთამაშა.­ თურმე­ შვილები რომ ახმაურდებოდნენ, ცოლი აჩუმ­ებდა, არ გრცხვენია­თ, მამათქვენი­ მთელი დღე ვირზე ზის,­ რომ ლუკმაპური მოგიტანოთო... ფილმში არის სცენა, სადაც მიხო კატოს თმას ქაჩავს და ნანიმ უნდა იტიროს. ერთხელაც მიხომ მაგრად მოქაჩა და ნანიც გაიბუტა, აღარ მინდა გადაღებაო. ეხვეწება რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, ცოტაც გაუძელიო. არაო, კატომ, სანამ ცოცხალ თევზს არ მომიყვანთ, არ გადავიღებო. გაგზავნეს ბიჭები მტკვარზე და დაიჭირეს შემოსარიგებლად თევზები... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი