პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­დის "აფ­რენს" გია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი - ძვი­რი ჰო­ბი და ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა
რო­დის "აფ­რენს" გია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი - ძვი­რი ჰო­ბი და ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

ბავ­შ­ვო­ბა­ში სა­თა­მა­შო­ე­ბი ყვე­ლას უყ­ვარს - ზოგს ბურ­თი, ზოგს მან­ქა­ნა, გო­გო­ნე­ბი ხომ თო­ჯი­ნებ­ზე გიჟ­დე­ბი­ან. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ბავ­შვს, სხვა­დას­ხ­ვა სა­თა­მა­შო-ნივ­თი მუ­სი­კოს გია მა­ჭა­რაშ­ვილ­საც ჰქონ­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სა­თა­მა­შო მა­ტა­რე­ბე­ლი მა­მამ 5 წლი­სას რომ უყი­და, მი­სი შემ­დ­გო­მი გა­ტა­ცე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. 1963 წელს შე­ძე­ნი­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი შე­ფუ­თუ­ლი სა­ხით, ახ­ლაც მის სა­მუ­შაო ოთახ­ში გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას დევს. რა ამ­ბა­ვი უძღო­და წინ ამ მა­ტა­რებ­ლის ყიდ­ვას?

- კბი­ლის ექიმ­თან მის­ვ­ლის მე­ში­ნო­და, დღე­საც ასე ვარ, სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რებს ვერ ვი­ტან. მა­მა დამ­პირ­და, კბილს თუ ამო­ი­ღებ, მა­ტა­რე­ბელს გი­ყი­დიო. და აი, ამის ხათ­რით გა­დავ­დ­გი ის ნა­ბი­ჯი, რომ სტო­მა­ტო­ლოგ­თან თა­მა­მად წავ­ყე­ვი. გა­მო­ვე­დით თუ არა ექი­მის კა­ბი­ნე­ტი­დან, იქ­ვე ახ­ლოს, მა­შინ­დელ ლე­ნი­ნის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე უნი­ვერ­მაღ­ში, მა­მამ 18 მა­ნე­თად ეს სა­ჩუ­ქა­რი მი­ყი­და. მა­ტა­რებ­ლით ხში­რად ვთა­მა­შობ­დი. ახალ წელს, ნაძ­ვის ხის ირ­გ­ვ­ლივ ავა­წყობ­დი და ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. ჩემ­ში ნელ-ნე­ლა, სა­თა­მა­შო­ე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ჭი­ამ გა­იღ­ვი­ძა. მგო­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბის ფაბ­რი­კის დი­რექ­ტო­რი უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

- პა­ტა­რა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბა გაქვთ.

- მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცია ძი­რი­თა­დად რკი­ნი­საა, ინ­გ­ლი­სუ­რი და ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლე­ბის მთე­ლი სე­რია მაქვს. ხან­და­ხან დავ­ფიქ­რ­დე­ბი, - რა ჯან­და­ბად მინ­და? შვი­ლიშ­ვი­ლებს ესე­ნი სა­თა­მა­შოდ რომ მის­ცე, დე­დას უტი­რე­ბენ და არც უნ­და მი­ა­კა­რო, თუ თავ­ში ჭკუა გაქვს. დღე­საც პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით მიყ­ვარს და მა­ღა­ზი­ა­ში მათ­კენ თვა­ლიც ხში­რად გა­მექ­ცე­ვა ხოლ­მე. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას გა­ე­ცი­ნოს და თქვას, ეს რა თა­მა­შიაო? თუმ­ცა, პა­ტა­რა მან­ქა­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის მო­დე­ლებს სა­თა­მა­შოს ვერ და­არ­ქ­მევ. ვინც მათ აწარ­მო­ებს და ყი­დის, დიდ ფულს შო­უ­ლობს, ეს ბიზ­ნე­სია. ამ სა­კითხს მსოფ­ლი­ო­ში სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბი­ან. წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე უდი­დე­სი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვე­ბი იმარ­თე­ბა. უნ­და ნა­ხოთ, რა სი­ლა­მა­ზეა...

- ბავ­შ­ვო­ბა­ში რო­ცა რა­მე მო­გე­წო­ნე­ბო­დათ, არ სთხოვ­დით მა­მას, რომ ეყი­და?

- არა, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბი თვი­თონ თუ შე­მომ­თა­ვა­ზებ­დ­ნენ, არ­ჩე­ვანს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი. მხო­ლოდ ერ­თხელ, პლას­ტ­მა­სის ასა­წყო­ბი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლე­ბის ას­ლე­ბი იყი­დე­ბო­და და მა­მას ვთხო­ვე, ძა­ლი­ან მინ­დო­და შე­მე­ძი­ნა, მა­შინ უფ­როს­კ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი. ისი­ნიც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს, აქ უბ­რა­ლოდ ყვე­ლა­ფერს ვერ და­ტევ. მა­ნამ­დე, პირ­ვე­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი მა­მამ მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნა, იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი და ლა­მა­ზი იყო, რომ მას შემ­დეგ ყველ­გან თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს და­ვე­ძებ­დი. ამ ტი­პის პრო­დუქ­ცია ვო­რონ­ცოვ­ზე "ნორ­ჩი ტექ­ნი­კო­სის" მა­ღა­ზი­ა­ში შე­მოჰ­ქონ­დათ. რი­გე­ბი იდ­გა ხოლ­მე, მარ­ტო ჩე­მი ტო­ლე­ბი კი არ ყი­დუ­ლობ­დ­ნენ, ყვე­ლა ასა­კის მყიდ­ვე­ლი ჰყავ­და. მე­რე მოქ­მე­დი მო­დე­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. დე­დამ ნორჩ ტექ­ნი­კოს­თა სახ­ლ­ში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ავი­ა­მო­დე­ლიზ­მის წრე­ზე შე­ვე­დი. რად­გან მთე­ლი გო­ნე­ბა აქეთ გა­დავ­რ­თე, სკო­ლა­ში სწავ­ლას მო­ვუ­კე­ლი, ორი­ა­ნე­ბიც გა­მო­ვუ­რიე და ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ, დე­დამ დამ­სა­ჯა - წრი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა. ეს ამ­ბა­ვი ხინ­ჯად დამ­რ­ჩა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რო­დის "აფ­რენს" გია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი - ძვი­რი ჰო­ბი და ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

რო­დის "აფ­რენს" გია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი - ძვი­რი ჰო­ბი და ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

ბავ­შ­ვო­ბა­ში სა­თა­მა­შო­ე­ბი ყვე­ლას უყ­ვარს - ზოგს ბურ­თი, ზოგს მან­ქა­ნა, გო­გო­ნე­ბი ხომ თო­ჯი­ნებ­ზე გიჟ­დე­ბი­ან. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ბავშვს, სხვა­დას­ხ­ვა სა­თა­მა­შო-ნივ­თი მუ­სი­კოს გია მა­ჭა­რაშ­ვილ­საც ჰქონ­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი სა­თა­მა­შო მა­ტა­რე­ბე­ლი მა­მამ 5 წლი­სას რომ უყი­და, მი­სი შემ­დ­გო­მი გა­ტა­ცე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. 1963 წელს შე­ძე­ნი­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი შე­ფუ­თუ­ლი სა­ხით, ახ­ლაც მის სა­მუ­შაო ოთახ­ში გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას დევს. რა ამ­ბა­ვი უძღო­და წინ ამ მა­ტა­რებ­ლის ყიდ­ვას?

- კბი­ლის ექიმ­თან მის­ვ­ლის მე­ში­ნო­და, დღე­საც ასე ვარ, სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ პრო­ცე­დუ­რებს ვერ ვი­ტან. მა­მა დამ­პირ­და, კბილს თუ ამო­ი­ღებ, მა­ტა­რე­ბელს გი­ყი­დიო. და აი, ამის ხათ­რით გა­დავ­დ­გი ის ნა­ბი­ჯი, რომ სტო­მა­ტო­ლოგ­თან თა­მა­მად წავ­ყე­ვი. გა­მო­ვე­დით თუ არა ექი­მის კა­ბი­ნე­ტი­დან, იქ­ვე ახ­ლოს, მა­შინ­დელ ლე­ნი­ნის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე უნი­ვერ­მაღ­ში, მა­მამ 18 მა­ნე­თად ეს სა­ჩუ­ქა­რი მი­ყი­და. მა­ტა­რებ­ლით ხში­რად ვთა­მა­შობ­დი. ახალ წელს, ნაძ­ვის ხის ირ­გ­ვ­ლივ ავაწყობ­დი და ძა­ლი­ან მი­ხა­რო­და. ჩემ­ში ნელ-ნე­ლა, სა­თა­მა­შო­ე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ჭი­ამ გა­იღ­ვი­ძა. მგო­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბის ფაბ­რი­კის დი­რექ­ტო­რი უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი...

- პა­ტა­რა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შთამ­ბეჭ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბა გაქვთ.

- მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცია ძი­რი­თა­დად რკი­ნი­საა, ინ­გ­ლი­სუ­რი და ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლე­ბის მთე­ლი სე­რია მაქვს. ხან­და­ხან დავ­ფიქ­რ­დე­ბი, - რა ჯან­და­ბად მინ­და? შვი­ლიშ­ვი­ლებს ესე­ნი სა­თა­მა­შოდ რომ მის­ცე, დე­დას უტი­რე­ბენ და არც უნ­და მი­ა­კა­რო, თუ თავ­ში ჭკუა გაქვს. დღე­საც პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით მიყ­ვარს და მა­ღა­ზი­ა­ში მათ­კენ თვა­ლიც ხში­რად გა­მექ­ცე­ვა ხოლ­მე. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას გა­ე­ცი­ნოს და თქვას, ეს რა თა­მა­შიაო? თუმ­ცა, პა­ტა­რა მან­ქა­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვის მო­დე­ლებს სა­თა­მა­შოს ვერ და­არ­ქ­მევ. ვინც მათ აწარ­მო­ებს და ყი­დის, დიდ ფულს შო­უ­ლობს, ეს ბიზ­ნე­სია. ამ სა­კითხს მსოფ­ლი­ო­ში სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბი­ან. წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე უდი­დე­სი გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვე­ბი იმარ­თე­ბა. უნ­და ნა­ხოთ, რა სი­ლა­მა­ზეა...

- ბავ­შ­ვო­ბა­ში რო­ცა რა­მე მო­გე­წო­ნე­ბო­დათ, არ სთხოვ­დით მა­მას, რომ ეყი­და?

- არა, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბი თვი­თონ თუ შე­მომ­თა­ვა­ზებ­დ­ნენ, არ­ჩე­ვანს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი. მხო­ლოდ ერ­თხელ, პლას­ტ­მა­სის ასაწყო­ბი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის გერ­მა­ნუ­ლი მო­დე­ლე­ბის ას­ლე­ბი იყი­დე­ბო­და და მა­მას ვთხო­ვე, ძა­ლი­ან მინ­დო­და შე­მე­ძი­ნა, მა­შინ უფ­როს­კ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი. ისი­ნიც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს, აქ უბ­რა­ლოდ ყვე­ლა­ფერს ვერ და­ტევ. მა­ნამ­დე, პირ­ვე­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი მა­მამ მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნა, იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლი და ლა­მა­ზი იყო, რომ მას შემ­დეგ ყველ­გან თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებს და­ვე­ძებ­დი. ამ ტი­პის პრო­დუქ­ცია ვო­რონ­ცოვ­ზე "ნორ­ჩი ტექ­ნი­კო­სის" მა­ღა­ზი­ა­ში შე­მოჰ­ქონ­დათ. რი­გე­ბი იდ­გა ხოლ­მე, მარ­ტო ჩე­მი ტო­ლე­ბი კი არ ყი­დუ­ლობ­დ­ნენ, ყვე­ლა ასა­კის მყიდ­ვე­ლი ჰყავ­და. მე­რე მოქ­მე­დი მო­დე­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი. დე­დამ ნორჩ ტექ­ნი­კოს­თა სახ­ლ­ში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც ავი­ა­მო­დე­ლიზ­მის წრე­ზე შე­ვე­დი. რად­გან მთე­ლი გო­ნე­ბა აქეთ გა­დავ­რ­თე, სკო­ლა­ში სწავ­ლას მო­ვუ­კე­ლი, ორი­ა­ნე­ბიც გა­მო­ვუ­რიე და ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ, დე­დამ დამ­სა­ჯა - წრი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა. ეს ამ­ბა­ვი ხინ­ჯად დამ­რ­ჩა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი