საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა ვაღიარო, რომ სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ დაბალი ხარისხის არის - განათლების მინისტრი
უნდა ვაღიარო, რომ სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ დაბალი ხარისხის არის - განათლების მინისტრი

"ვწუხ­ვარ, რომ მი­წევს ამის აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ სკო­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხა­რიხ­სის გვაქვს" – ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია PALITRANEWS-ის გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა" გა­ნა­ცხა­და.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­თან და სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დი­კის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვა მი­ნისტრს ერთ-ერ­თმა მა­ყუ­რე­ბელ­მა ავ­თან­დილ კიკ­ვა­ძემ და­უს­ვა.

ავ­თან­დილ კიკ­ვა­ძე:

მაქვს რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ში... რა გზე­ბით შე­იძ­ლე­ბა ამ სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვა სკო­ლებ­ში, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს სას­წავ­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი... დღეს სკო­ლა­ში გვაქვს წი­ლო­სა­ნის და ვე­ფხვა­ძის ავ­ტო­რო­ბით მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. ეთან­დმე­ბით თუ არა ამ ორი პო­ლა­რუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით ერ­თდო­უ­ლად სწავ­ლე­ბას სკო­ლა­ში? თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ისე­თი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შექ­მნა რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნალ მას­წავ­ლებ­ლებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და შე­იქ­მნე­ბა ერთი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო? ასე­ვე, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვა ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში?", - აღ­ნიშ­ნა კიკ­ვა­ძემ.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა:

პა­სუხს ორ ნა­წი­ლად გავ­ყოფ. პირ­ვე­ლი, დღეს რა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც გვაქვს, საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხა­რის­ხის არის. ვწუხ­ვარ, რომ ამის აღი­ა­რე­ბა მი­წევს, მაგ­რამ ამას თვალს ვერ ავა­რი­დებ. მინ­და გი­თხრათ, რომ ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა დამ­ტკიც­და. სწო­რედ ახლა იწყე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი. გა­მო­ცხად­დე­ბა კონ­კურ­სი ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე და ყვე­ლა ავ­ტორს გა­მომ­ცემ­ლებ­თან ერ­თად სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ. ვი­ცით, რომ გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ემ­ზა­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ნა­წილს, არ­სე­ბობს მე­ო­რე მე­თო­დიც - ეს არის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბა, საწ­რეო მუ­შა­ო­ბა ანუ ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ცალ­კე­უ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი­კე­ბი, იქ­ნე­ბა ეს მა­თე­მა­ტი­კის თუ სხვა საგ­ნის სწავ­ლე­ბის, შე­ვა­მოწ­მოთ რე­ა­ლურ ჯგუ­ფებ­ზე, კრას­გა­რე­შე ფორ­მატ­ში. ამის შემ­დეგ უნდა მი­ვი­ღოთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ეს მე­თო­დი­კა კარგ შე­დეგს გვაძ­ლევს და სწო­რედ ამის შემ­დეგ უნდა ვი­ფიქ­როთ ძი­რი­თად პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე. ასე­ვე უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვგეგ­მავთ საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­კე­თე­ბას, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ მი­ი­ღონ და­ფი­ნან­სე­ბა სა­კუ­თა­რი ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის სწავ­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ეს ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი თქვენ­ნა­ირ ხალ­ხზეც არის და­მიზ­ნე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

უნდა ვაღიარო, რომ სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ დაბალი ხარისხის არის - განათლების მინისტრი

უნდა ვაღიარო, რომ სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ დაბალი ხარისხის არის - განათლების მინისტრი

"ვწუხვარ, რომ მიწევს ამის აღიარება, მაგრამ სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ დაბალი ხარიხსის გვაქვს" – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" განაცხადა.

სახელმძღვანელოებთან და სკოლებში სწავლების ახალი მეთოდიკის დანერგვასთან დაკავშირებით შეკითხვა მინისტრს ერთ-ერთმა მაყურებელმა ავთანდილ კიკვაძემ დაუსვა.

ავთანდილ კიკვაძე:

მაქვს რამდენიმე სიახლე მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში... რა გზებით შეიძლება ამ სიახლეების დანერგვა სკოლებში, მხედველობაში მაქვს სასწავლო სახელმძღვანელოები... დღეს სკოლაში გვაქვს წილოსანის და ვეფხვაძის ავტორობით მათემატიკის სახელმძღვანელო. ეთანდმებით თუ არა ამ ორი პოლარულად განსხვავებული სახელმძღვანელოებით ერთდოულად სწავლებას სკოლაში? თუ არის შესაძლებელი ისეთი სახელმძღვანელოს შექმნა რომელიც პროფესიონალ მასწავლებლებს გააერთიანებს და შეიქმნება ერთი სახელმძღვანელო? ასევე, თუ შესაძლებელი იქნება ჩემი სიახლეების დანერგვა ახალ სახელმძღვანელოში?", - აღნიშნა კიკვაძემ.

ალექსანდრე ჯეჯელავა:

პასუხს ორ ნაწილად გავყოფ. პირველი, დღეს რა სახელმძღვანელოებიც გვაქვს, საკმაოდ დაბალი ხარისხის არის. ვწუხვარ, რომ ამის აღიარება მიწევს, მაგრამ ამას თვალს ვერ ავარიდებ. მინდა გითხრათ, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა. სწორედ ახლა იწყება სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. გამოცხადდება კონკურსი ახალ სახელმძღვანელოებზე და ყველა ავტორს გამომცემლებთან ერთად საშუალება გექნებათ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ. ვიცით, რომ გრიფირების კონკურსში მონაწილეობისათვის ბევრი ადამიანი ემზადება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, არსებობს მეორე მეთოდიც - ეს არის ალტერნატიული სწავლება, საწრეო მუშაობა ანუ ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ცალკეული ინოვაციური მეთოდიკები, იქნება ეს მათემატიკის თუ სხვა საგნის სწავლების, შევამოწმოთ რეალურ ჯგუფებზე, კრასგარეშე ფორმატში. ამის შემდეგ უნდა მივიღოთ მტკიცებულება, რომ ეს მეთოდიკა კარგ შედეგს გვაძლევს და სწორედ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ ძირითად პროგრამაში მონაწილეობაზე. ასევე უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ საგრანტო კონკურსის გაკეთებას, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ მიიღონ დაფინანსება საკუთარი ინოვაციური მეთოდების სწავლების განსახორციელებლად. ეს ჩანაფიქრები თქვენნაირ ხალხზეც არის დამიზნებული", - განაცხადა ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი