ძლიერმა წვიმამ მახინჯაურში ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართული.
ამოტუმბვით სამუშაოებში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩართულები იყვნენ შსს-ს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს მახინჯაურის განყოფილების თანამშრომლები.
წვიმის შედეგად ასევე დაიტობა ბათუმის რამდენიმე ქუჩა. მაიაკოვსკის, აღმაშენებლის, ბაგრატიონის და ლერმონტოვის ქუჩებზე. ამასთან, მახინჯაურში, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ: ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა - ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან