პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ნატო-ს 2016 წლის ვარ­შა­ვის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს არის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი, როცა კო­მი­სი­ის სხდო­მა ნატო-ს სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, ის რომ ნატო-ს ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლო წარ­მოდ­გე­ნი­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვან ფორ­მა­ტებ­ში, ხაზს უს­ვამს ალი­ან­სის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ერ პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მი­ტია, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო წარ­მოდ­გე­ნი­ლია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ფორ­მა­ტებ­ში, მათ შო­რის პირ­ვე­ლად სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში იმარ­თე­ბა ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის მე­თა­ურ­თა შეხ­ვედ­რა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რაც უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა.

"ვიმ­სჯე­ლებთ იმ პროგ­რეს­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე, იმ რე­ფორ­მებ­ზე, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა, რო­გორც ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ულ და ინ­სტი­ტუ­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას, ასე­ვე თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბას. ვი­სა­უბ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბულ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში. ასე­ვე ვი­სა­უბ­რებთ იმ ახალ ნა­ბი­ჯებ­ზე, რო­მე­ლიც გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და კი­დევ უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ებს ნატო-სთან", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ.

ნატო-ს 2016 წლის ვარ­შა­ვის სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ორ­მხრივ შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს კო­ლე­გა მი­ნის­ტრებ­თან და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა ნატო-ს სამიტის ფარგლებში ტარდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ის რომ ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველო წარმოდგენილია მნიშვნელოვან ფორმატებში, ხაზს უსვამს ალიანსის მხრიდან საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას.

“ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია, სადაც საქართველო წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვან ფორმატებში, მათ შორის პირველად სამიტის ფარგლებში იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაში, ეს ყველაფერი არის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებული იქნება ერთობლივი განცხადება.

“ვიმსჯელებთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ვისაუბრებთ საქართველოს წარმატებულ მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში. ასევე ვისაუბრებთ იმ ახალ ნაბიჯებზე, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო დაგვაახლოებს ნატო-სთან”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და მონაწილეობას მიიღებს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."