მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ჯაჯანიძის ბედნიერების ბაღი - "ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, ჯაჯანიძე სოფლელია და სოფლელად დარჩაო"
გია ჯაჯანიძის ბედნიერების ბაღი - "ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, ჯაჯანიძე სოფლელია და სოფლელად დარჩაო"

კრწა­ნი­სის რა­ი­ონ­ში, ერთ-ერთ კერ­ძო სახ­ლში, 28 მარტს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღეს, პირ­ვე­ლად გა­ა­თე­ნა ღამე. რო­გორც ამ­ბობს, ეს სახ­ლი მე­გობ­რებ­მა აჩუ­ქეს... აქვს ეზო და იქ და­სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, ტე­ლე­წამ­ყვან­მა გია ჯა­ჯა­ნი­ძემ ბაღ-ბოსტნის გა­შე­ნე­ბა და­ი­წყო. შრო­მა და­უ­ფას­და - სამ თვე­ში უკვე მშვე­ნი­ე­რი ბოს­ტა­ნი აქვს. ეზო­ში ხე­ხი­ლი და უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ყვა­ვი­ლე­ბიც ხა­რობს. მას­პინ­ძე­ლი იქა­უ­რო­ბას გვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს და გულ­და­გულ გვიხ­სნის თა­ვი­სი ბაღ-ბოსტნის გა­შე­ნე­ბის პრინ­ციპს.

- ეზოს ამ ნა­წილ­ში დე­კო­რა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბია, მაგ­რამ კიტ­რი ყველ­გან ჩავრგე, მინ­და, ყველ­გან მისი ხე­ი­ვა­ნი მქონ­დეს, ლა­მა­ზად რომ იქ­ნე­ბა კიტ­რე­ბი და­კი­დე­ბუ­ლი... იმ­დე­ნად და­მე­ნა­ნა სა­აღ­დგო­მო ჯე­ჯი­ლის გა­დაგ­დე­ბა, რომ თა­ვის ბამ­ბი­ა­ნად მი­წა­ში ჩავრგე. უკვე პა­წია თავ­თავ­საც იკე­თებს. ეს სა­რე­ვე­ლა მცე­ნა­რე ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. ზო­გი­ერ­თი სურ­ნე­ლო­ვა­ნიც არის. სხვა­თა შო­რის, სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხებს ადა­მი­ა­ნებ­საც ადა­რე­ბენ და რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბაა სა­ჭი­რო და გა­მარ­თლე­ბუ­ლი, ასე­ვე სა­რე­ვე­ლა­სიც. შე­საძ­ლოა, ბევ­რმა არ იცის, რომ სა­რე­ვე­ლა სა­ნამ არ წა­მო­იზ­რდე­ბა, არ უნდა ამო­თხა­რო, მისი ფეს­ვე­ბი მი­წას ანოყი­ე­რებს...

ამ სახ­ლში გად­მოს­ვლის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, ბოსტნე­უ­ლი აღარ ვიყ­იდო. წლე­ულს სა­კუ­თა­რი მო­სავ­ლით უნდა ვირ­ჩი­ნო თავი. სა­ერ­თოდ, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქტს ვე­ტა­ნე­ბი, ამი­ტომ ხე­ლოვ­ნურ სა­სუქს ჩემს ბაღ­ში არ გა­ვა­ჭა­ჭა­ნებ.

- ეს ლა­მა­ზი პე­ტუ­ნი­ე­ბი სად შე­ი­ძი­ნეთ?

- ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რის ნაჩ­უქა­რია. ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია­. გავ­თა­მამ­დე­ბი და ვი­ტყვი, რომ ესე­ნი ყვე­ლა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. აივ­ნი­დან რომ ვუ­ყუ­რებ, ვე­ფე­რე­ბი და ვე­სა­უბ­რე­ბი. ვარ­დე­ბიც მა­ჩუ­ქეს. ყვე­ლა ყვა­ვი­ლი ნა­ჩუ­ქა­რია. აქ რომ გად­მო­ვე­დი, მე­გობ­რე­ბი­ სა­ჩუქ­რე­ბით მო­დი­ოდ­ნენ... "ნა­პო­ლე­ო­ნის ქუდი" კი 15 წე­ლია, მაქვს, შინ ქო­თან­ში ვა­ხა­რებ­დი, მერე ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში გაზ­ონებ­ში ვნა­ხე. ავ­დე­ქი და მეც გა­რეთ გა­მო­ვი­ტა­ნე, მშვე­ნივ­რად გა­ი­ხა­რა.

- კარ­გი ხელი გქო­ნი­ათ, ყვე­ლა­ფერს ახა­რებთ...

- ასე გა­მო­ვი­და. ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის ეზო­ში გამ­ხმა­რი ბამ­ბუ­კე­ბი ვნა­ხე, წა­მო­ვი­ღე და გა­მო­ვა­ცო­ცხლე. ერთხელ მა­ღა­ლი ყვა­ვი­ლი მქონ­და, მის გა­სა­მაგ­რებ­ლად ქუ­ჩა­ში წკნე­ლი ვი­პო­ვე, თა­ვე­ბი გა­და­ვა­ტე­ხე და იმ მა­ღალ ყვა­ვილს მი­ვუს­ვი. არ და­ი­ჯე­რებ, წკნელ­მა კვირ­ტე­ბი გა­მო­ი­ღო... ვცდი­ლობ, ერ­თწ­ლი­ა­ნი ყვა­ვი­ლე­ბი ისე გა­ვა­ხა­რო, რომ მრა­ვალ­წლი­ა­ნი გავ­ხა­დო... ერთი ბეწო იყო ბზა და თვალ­სა და ხელს შუა გა­ი­ზარ­და გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გია ჯაჯანიძის ბედნიერების ბაღი - "ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, ჯაჯანიძე სოფლელია და სოფლელად დარჩაო"

გია ჯაჯანიძის ბედნიერების ბაღი - "ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, იტყვის, ჯაჯანიძე სოფლელია და სოფლელად დარჩაო"

კრწანისის რაიონში, ერთ-ერთ კერძო სახლში, 28 მარტს, საკუთარ დაბადების დღეს, პირველად გაათენა ღამე. როგორც ამბობს, ეს სახლი მეგობრებმა აჩუქეს... აქვს ეზო და იქ დასახლების პირველივე დღიდან, ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ ბაღ-ბოსტნის გაშენება დაიწყო. შრომა დაუფასდა - სამ თვეში უკვე მშვენიერი ბოსტანი აქვს. ეზოში ხეხილი და უმშვენიერესი ყვავილებიც ხარობს. მასპინძელი იქაურობას გვათვალიერებინებს და გულდაგულ გვიხსნის თავისი ბაღ-ბოსტნის გაშენების პრინციპს.

- ეზოს ამ ნაწილში დეკორატიული მცენარეებია, მაგრამ კიტრი ყველგან ჩავრგე, მინდა, ყველგან მისი ხეივანი მქონდეს, ლამაზად რომ იქნება კიტრები დაკიდებული... იმდენად დამენანა სააღდგომო ჯეჯილის გადაგდება, რომ თავის ბამბიანად მიწაში ჩავრგე. უკვე პაწია თავთავსაც იკეთებს. ეს სარეველა მცენარე ძალიან ლამაზია. ზოგიერთი სურნელოვანიც არის. სხვათა შორის, სარეველა ბალახებს ადამიანებსაც ადარებენ და როგორც ნებისმიერი ადამიანის არსებობაა საჭირო და გამართლებული, ასევე სარეველასიც. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ სარეველა სანამ არ წამოიზრდება, არ უნდა ამოთხარო, მისი ფესვები მიწას ანოყიერებს...

ამ სახლში გადმოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, ბოსტნეული აღარ ვიყ­იდო. წლეულს საკუთარი მოსავლით უნდა ვირჩინო თავი. საერთოდ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ვეტანები, ამიტომ ხელოვნურ სასუქს ჩემს ბაღში არ გავაჭაჭანებ.

- ეს ლამაზი პეტუნიები სად შეიძინეთ?

- ჩემი ძალიან ახლო მეგობრის ნაჩ­უქარია. ერთმანეთისგან განსხვავებულია­. გავთამამდები და ვიტყვი, რომ ესენი ყველანი ადამიანები არიან. აივნიდან რომ ვუყურებ, ვეფერები და ვესაუბრები. ვარდებიც მაჩუქეს. ყველა ყვავილი ნაჩუქარია. აქ რომ გადმოვედი, მეგობრები­ საჩუქრებით მოდიოდნენ... "ნაპოლეონის ქუდი" კი 15 წელია, მაქვს, შინ ქოთანში ვახარებდი, მერე ერთ-ერთ ქვეყანაში გაზ­ონებში ვნახე. ავდექი და მეც გარეთ გამოვიტანე, მშვენივრად გაიხარა.

- კარგი ხელი გქონიათ, ყველაფერს ახარებთ...

- ასე გამოვიდა. ერთ-ერთი რესტორნის ეზოში გამხმარი ბამბუკები ვნახე, წამოვიღე და გამოვაცოცხლე. ერთხელ მაღალი ყვავილი მქონდა, მის გასამაგრებ­ლად ქუჩაში წკნელი ვიპოვე, თავები გადავატეხე და იმ მაღალ ყვავილს მივუსვი. არ დაიჯერებ, წკნელმა კვირტები გამოიღო... ვცდილობ, ერთწლიანი ყვავილები ისე გავახარო, რომ მრავალწლიანი გავხადო... ერთი ბეწო იყო ბზა და თვალსა და ხელს შუა გაიზარდა განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი