პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფლებადამცველი: "მივმართავ საზოგადოებას, მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყოს აქციები"
უფლებადამცველი: "მივმართავ საზოგადოებას, მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყოს აქციები"

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ოთარ ბე­ქა­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყოს. ამის შე­სა­ხებ ბე­ქა­ურ­მა მაგ­და პა­პი­ძის დე­დას­თან, ლია შა­მუ­გი­ას­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე­ში არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი დარ­ღვე­ვა. "უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა და­ირ­ღვა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია, შე­ი­ლა­ხა მისი ოჯა­ხის უფ­ლე­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ. პრო­კუ­რო­რებს გა­მოჰ­ქონ­დათ და­ხუ­რუ­ლი სხდო­მი­დან ინ­ფორ­მა­ცია, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ოთარ ბე­ქა­ურ­მა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბა, რა­ტომ არ აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­თი­ვე მძაფ­რი რე­აქ­ცია იმ ფაქ­ტებ­ზე, რო­დე­საც ქმრე­ბი სა­კუ­თარ ცო­ლებ­სა და შვი­ლებს კლა­ვენ. ოთარ ბე­ქა­უ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას - მაგ­და პა­პი­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით უნდა და­ი­წყოს აქ­ცი­ე­ბი. ასე­ვე მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, გა­და­ხე­დეთ მაგ­დას საქ­მეს და გთხოვთ შე­ი­წყა­ლოთ ის", - გა­ნა­ცხა­და ოთარ ბე­ქა­ურ­მა.

უფლებადამცველი: "მივმართავ საზოგადოებას, მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყოს აქციები"

უფლებადამცველი: "მივმართავ საზოგადოებას, მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყოს აქციები"

უფლებადამცველი ოთარ ბექაური საზოგადოებას მოუწოდებს, მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები დაიწყოს. ამის შესახებ ბექაურმა მაგდა პაპიძის დედასთან, ლია შამუგიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, მაგდა პაპიძის საქმეში არსებობს ძალიან ბევრი დარღვევა. "უპირველეს ყოვლისა დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, შეილახა მისი ოჯახის უფლებები პროკურატურის მიერ. პროკურორებს გამოჰქონდათ დახურული სხდომიდან ინფორმაცია, რაც დაუშვებელია", - განაცხადა ოთარ ბექაურმა.

უფლებადამცველი ინტერესდება, რატომ არ აქვს საზოგადოებას ასეთივე მძაფრი რეაქცია იმ ფაქტებზე, როდესაც ქმრები საკუთარ ცოლებსა და შვილებს კლავენ. ოთარ ბექაური მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალთა უფლებები ირღვევა და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

"მინდა მივმართო საზოგადოებას - მაგდა პაპიძის გათავისუფლების მოთხოვნით უნდა დაიწყოს აქციები. ასევე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, გადახედეთ მაგდას საქმეს და გთხოვთ შეიწყალოთ ის", - განაცხადა ოთარ ბექაურმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ