მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"NATO, ნუ მიატოვებ საქართველოს"
"NATO, ნუ მიატოვებ საქართველოს"

NATO: Don't abandon Georgia - ნატო, ნუ მი­ა­ტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს - სტა­ტი­ას ამ სა­თა­უ­რით გა­მო­ცე­მა Politico-ში ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი დე­ვიდ კრა­მე­რი და და­ი­მონ ვილ­სო­ნი აქ­ვეყ­ნე­ბენ.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ში წევ­რო­ბის­კენ უკვე 10 წე­ლი­წად­ზე მე­ტია მი­ის­წრა­ფის და ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე მას სჭირ­დე­ბა გა­რან­ტია ალი­ან­სის ლი­დე­რე­ბის­გან, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის ევ­რო­კავ­ში­რი­დან გას­ვლით გა­მოწ­ვე­უ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა არ გა­მო­იწ­ვევს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას ევ­რო­პის პე­რი­ფე­რი­ა­ზე.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ 2008 წელს ალი­ან­სმა სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის გზა­ზე მცი­რე­ო­დე­ნი პროგ­რე­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რა­საც ემა­ტე­ბა ის ფაქ­ტიც, რომ ივ­ნი­სის ბო­ლოს ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზალ­ბი­ე­რა­ლი­ზა­ცია გა­და­დო.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის და იმედ­გაც­რუ­ე­ბის ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა, პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი გაძ­ლი­ერ­დნენ.

"და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ძი­რა­ვენ ყვე­ლა­ზე პრო­და­სავ­ლურ და პრო­ა­მე­რი­კულ ქვე­ყა­ნას ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

"ვარ­შა­ვა­ში, ალი­ან­სის ლი­დე­რებ­მა კვლავ უნდა და­ა­დას­ტუ­რონ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­დე­ბა. ნატო-ს ძა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მუდ­მი­ვად უნდა იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის წევ­რო­ბა მო­ამ­ზა­დოს და იყოს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ძალა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

დე­ვიდ კრა­მე­რი და დე­ი­მონ ვილ­სო­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნატო-ს მეტი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ისე­ვე რო­გორც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის და­წე­სე­ბა, ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"NATO, ნუ მიატოვებ საქართველოს"

"NATO, ნუ მიატოვებ საქართველოს"

NATO: Don't abandon Georgia - ნატო, ნუ მიატოვებ საქართველოს - სტატიას ამ სათაურით გამოცემა Politico-ში ანალიტიკოსები დევიდ კრამერი და დაიმონ ვილსონი აქვეყნებენ.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველო ნატო-ში წევრობისკენ უკვე 10 წელიწადზე მეტია მიისწრაფის და ვარშავის სამიტზე მას სჭირდება გარანტია ალიანსის ლიდერებისგან, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით გამოწვეული არასტაბილურობა არ გამოიწვევს არასტაბილურობას ევროპის პერიფერიაზე.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2008 წელს ალიანსმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა დაადასტურა, თუმცა მას შემდეგ საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მცირეოდენი პროგრესი შეინიშნება, რასაც ემატება ის ფაქტიც, რომ ივნისის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზალბიერალიზაცია გადადო.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უკმაყოფილების და იმედგაცრუების ფონზე საქართველოში შესაძლოა, პრორუსული ძალები გაძლიერდნენ.

„დასავლური ინსტიტუტები ძირავენ ყველაზე პროდასავლურ და პროამერიკულ ქვეყანას ყოფილი საბჭოთა კავშირიდან", - ნათქვამია სტატიაში.

„ვარშავაში, ალიანსის ლიდერებმა კვლავ უნდა დაადასტურონ, რომ საქართველო ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდება. ნატო-ს ძალები საქართველოში მუდმივად უნდა იყოს წარმოდგენილი იმისთვის, რომ ქვეყნის წევრობა მოამზადოს და იყოს შემაკავებელი ძალა", - ნათქვამია სტატიაში.

დევიდ კრამერი და დეიმონ ვილსონი მიიჩნევენ, რომ ნატო-ს მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის დაწესება, ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებასა და გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."