სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის მსოფლიო ნუმიზმატიკისთვის უნიკალური მოვლენა გიორგი IV ლაშა-ს მონეტები
რატომ არის მსოფლიო ნუმიზმატიკისთვის უნიკალური მოვლენა გიორგი IV ლაშა-ს მონეტები

1205 წელს მეფე თა­მა­რი თა­ნა­მო­საყ­დრედ თა­ვის მცი­რე­წლო­ვან ვაჟს, გი­ორ­გის, აცხა­დებს. "ის­ტო­რი­ა­ნი და აზ­მა­ნი შა­რა­ვან­დედ­თა­ნი" მოგ­ვი­თხრობს, რომ მას ლა­შას უწო­დებ­დნენ, რაც "გან­მა­ნათ­ლებ­ლად სოფ­ლი­სა ითარ­გმნა აფ­სარ­თა ენი­თა". ლაშა გი­ორ­გი აგ­რძე­ლებს შემ­თხვე­ვი­თი ფორ­მი­სა და ზომა-წო­ნის ფუ­ლის ნიშ­ნე­ბის, მო­ნე­ტე­ბის "არა­წე­სი­ე­რად" მოჭ­რას. 1210 წელს მოჭ­რილ მო­ნე­ტა­ზე "გი­ორ­გი ძე თა­მა­რი­სი", უკვე "მე­ფეთ-მე­ფეა" და "მე­სი­ის მახ­ვი­ლის" ტი­ტულს ატა­რებს. იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს ე. წ. "ფი­გუ­რუ­ლი ცა­ლე­ბი" ე.ი. მო­ნე­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მოჭ­რამ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ხა­ზუ­ლო­ბა ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად: ნა­ლის, თევ­ზის, ფრინ­ვე­ლის, შუ­ბის­პი­რის...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ მო­ნე­ტა­ზე გი­ორ­გი IV ლაშა, თა­ვი­სი ჩა­მო­მავ­ლო­ბის ხსე­ნე­ბი­სას მი­უ­თი­თებს თა­მარს, ე.ი. დე­დას ("ძე თა­მა­რი­სი") და არა მა­მის სა­ხელს. ეს ორი­გი­ნა­ლუ­რი და მსოფ­ლიო ნუ­მიზ­მა­ტი­კის­თვის უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა შემ­დეგ აღარ გა­მე­ო­რე­ბუ­ლა.

ლაშა გი­ორ­გის მო­ნე­ტებს ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა ჰქონ­და. იმ მო­ნე­ტე­ბის ცა­ლე­ბი, ისე­ვე, რო­გორც ფუ­ლა­დი გან­ძი, უხ­ვად ჩნდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მის ყმად­ნა­ფიც ქვეყ­ნებ­სა და მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში.

სპი­ლენ­ძი. გი­ორ­გი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

AV. ქარ­თუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "გი­ორ­გი, ძე თა­მა­რი­სი. სა­ხე­ლი­თა ღვთი­სა­ი­თა იქნა ჭე­დაი ვერ­ცხლი­სი ამის ქო­რო­ნი­კონ­სა 430" (1210 წ.).

RV. არა­ბუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "მეფე მე­ფე­თა, მშვე­ნე­ბა ქვეყ­ნი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა, გი­ორ­გი, ძე თა­მა­რი­სი, მე­სი­ის მახ­ვი­ლი". გარ­შე­მო სპარ­სუ­ლი ზედ­წე­რი­ლი: "სა­ხე­ლი­თა

უწ­მინ­დე­სის ღვთი­სა იჭე­და ესე ვერ­ცხლი წელ­სა 430" (1210 წ.).

გა­ი­გეთ მეტი "ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცი­ის" შე­სა­ხებ

გა­მო­ი­წე­რეთ მო­ნე­ტე­ბის წიგ­ნი-ალ­ბო­მი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ არის მსოფლიო ნუმიზმატიკისთვის უნიკალური მოვლენა გიორგი IV ლაშა-ს მონეტები

რატომ არის მსოფლიო ნუმიზმატიკისთვის უნიკალური მოვლენა გიორგი IV ლაშა-ს მონეტები

1205 წელს მეფე თამარი თანამოსაყდრედ თავის მცირეწლოვან ვაჟს, გიორგის, აცხადებს. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" მოგვითხრობს, რომ მას ლაშას უწოდებდნენ, რაც "განმანათლებლად სოფლისა ითარგმნა აფსართა ენითა". ლაშა გიორგი აგრძელებს შემთხვევითი ფორმისა და ზომა-წონის ფულის ნიშნების, მონეტების "არაწესიერად" მოჭრას. 1210 წელს მოჭრილ მონეტაზე "გიორგი ძე თამარისი", უკვე "მეფეთ-მეფეა" და "მესიის მახვილის" ტიტულს ატარებს. იშვიათობას წარმოადგენს ე. წ. "ფიგურული ცალები" ე.ი. მონეტები, რომლებსაც მოჭრამდე განსაკუთრებული მოხაზულობა ჰქონდა. მაგალითად: ნალის, თევზის, ფრინველის, შუბისპირის...

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მონეტაზე გიორგი IV ლაშა, თავისი ჩამომავლობის ხსენებისას მიუთითებს თამარს, ე.ი. დედას ("ძე თამარისი") და არა მამის სახელს. ეს ორიგინალური და მსოფლიო ნუმიზმატიკისთვის უნიკალური მოვლენა შემდეგ აღარ გამეორებულა.

ლაშა გიორგის მონეტებს ფართო გავრცელება ჰქონდა. იმ მონეტების ცალები, ისევე, როგორც ფულადი განძი, უხვად ჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე, მის ყმადნაფიც ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებში.

სპილენძი. გიორგი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

AV. ქართული ზედწერილი: "გიორგი, ძე თამარისი. სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 430" (1210 წ.).

RV. არაბული ზედწერილი: "მეფე მეფეთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, გიორგი, ძე თამარისი, მესიის მახვილი". გარშემო სპარსული ზედწერილი: "სახელითა

უწმინდესის ღვთისა იჭედა ესე ვერცხლი წელსა 430" (1210 წ.).

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს