პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხო, ჩემი ბიძაშვილი იყო" - რას წერს თიკა ფაცაცია კანდელაკზე მოკლული ბიჭის შესახებ
"მიხო, ჩემი ბიძაშვილი იყო" - რას წერს თიკა ფაცაცია კანდელაკზე მოკლული ბიჭის შესახებ

თბი­ლის­ში, კან­დე­ლა­კის ქუ­ჩა­ზე, 1-ელ ივ­ლისს 31 წლის მი­ხე­ილ ცხა­კა­ია სა­ნა­დი­რო თო­ფით მოკ­ლეს. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ცხა­კა­ია იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და. ის-ის იყო სახ­ლში უნდა შე­სუ­ლი­ყო, რომ ვი­ღა­ცამ და­უ­ძა­ხა, რა­საც რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა მოჰ­ყვა. დაჭ­რი­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ცხა­კა­ი­ას თა­ვი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში მძი­მე ჭრი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბექა დ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხა­კა­ია შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით მოკ­ლეს, რა­ზეც საქ­მე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლი მი­ხე­ილ ცხა­კა­ი­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ყო­ფი­ლი ქმა­რი იყო.

მი­ხე­ილ ცხა­კა­ია ტე­ლე­წამ­ყვან თიკა ფა­ცა­ცი­ას ბი­ძაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. თიკა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ამ წარ­წე­რას მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვხე­დავ­დი ჩვე­ნი ბე­ბია-ბა­ბუ­ის სახ­ლში, უკა­ნა აი­ვან­ზე სა­კუ­თა­რი ხე­ლით რომ ამო­ე­ჩორკნა. დავ­ხე­დავ­დი, გა­ვი­ღი­მებ­დი და გა­ვივ­ლი­დი. დღე­საც დავ­ხე­დე და ცრემ­ლებ­მა და­მახ­რჩო. მიხო, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი, სა­ოც­რად სათ­ნო, მუდ­მი­ვად მომ­ღი­მა­რი და კე­თილ­შო­ბი­ლი ბი­ჭია, გა­მორ­ჩე­უ­ლი იუ­მო­რით. ბევ­რი ბავ­შვუ­რი მო­გო­ნე­ბა ამო­მი­ტივ­დივ­და. ერ­თად რომ "ვა­შა­ვებ­დით" ერ­თად რომ ვცელ­ქობ­დით. გა­ვი­ზარ­დეთ, ამ ის­ტო­რი­ებ­ზე ვი­ცი­ნო­დით. ისე ხში­რად ვერ ვნა­ხუ­ლობ­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მე­ი­მე­დე­ბო­და. მიხო ჩვენ­თან აღა­რაა, ეს "ვი­ღა­ცამ" გა­და­უ­წყვი­ტა. სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. მი­ხოს მა­ინც ბევ­რი სიყ­ვა­რუ­ლი მიყ­ვე­ბა, ზღვა სიყ­ვა­რუ­ლი", - წერს თიკა ფა­ცა­ცა­ია.

მი­ხე­ილ ცხა­კა­ი­ას შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს ასე­ვე ირი­ნა ონაშ­ვი­ლი. მო­დე­ლის თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი მისი კლა­სე­ლი იყო:

"ჩემი კლა­სე­ლი მიხო :(((((( ღმერ­თო ესე ვინ გა­ი­მე­ტა­აა :((((( რო­დემ­დე, ხალ­ხო, რო­დემ­დე უნდა და­პარ­პა­შებ­დნენ ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გან­ქსტე­რე­ბი ქუ­ჩა­ში­ი­იი :((

მე და მიხო სკო­ლა­ში :((((( ვერ ვი­ჯე­რებ :(( შენ ჩვენ­თან აღარ იქ­ნე­ბი :((( ჩემს კლა­სელს ეს­რო­ლეს თავ­ში და მოკ­ლეს იმის­თვის, რომ ვი­ღაც გოგო იყ­ვარ­და :((

რო­გორ გა­ვუძ­ლებთ ამ ტკი­ვილს...".

იხი­ლეთ ასე­ვე: "ეს­რო­ლეს, იმი­ტომ, რომ უყ­ვარ­და! ეს­რო­ლეს ეზო­ში, სა­დაც გა­ვი­ზარ­დეთ..." - კან­დე­ლაკ­ზე მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის მე­გობ­რის ემო­ცი­უ­რი პოს­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

"მიხო, ჩემი ბიძაშვილი იყო" - რას წერს თიკა ფაცაცია კანდელაკზე მოკლული ბიჭის შესახებ

"მიხო, ჩემი ბიძაშვილი იყო" - რას წერს თიკა ფაცაცია კანდელაკზე მოკლული ბიჭის შესახებ

თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, 1-ელ ივლისს 31 წლის მიხეილ ცხაკაია სანადირო თოფით მოკლეს. ახლობლების თქმით, ცხაკაია იპოდრომის ტერიტორიიდან შინ ბრუნდებოდა. ის-ის იყო სახლში უნდა შესულიყო, რომ ვიღაცამ დაუძახა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ცხაკაიას თავისა და გულმკერდის არეში მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი, 1986 წელს დაბადებული ბექა დ. ცხელ კვალზე დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ცხაკაია შურისძიების მიზნით მოკლეს, რაზეც საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლით არის აღძრული. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი მიხეილ ცხაკაიას შეყვარებულის ყოფილი ქმარი იყო.

მიხეილ ცხაკაია ტელეწამყვან თიკა ფაცაციას ბიძაშვილი აღმოჩნდა. თიკა ტრაგედიის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ამ წარწერას მთელი ბავშვობა ვხედავდი ჩვენი ბებია-ბაბუის სახლში, უკანა აივანზე საკუთარი ხელით რომ ამოეჩორკნა. დავხედავდი, გავიღიმებდი და გავივლიდი. დღესაც დავხედე და ცრემლებმა დამახრჩო. მიხო, ჩემი ბიძაშვილი, საოცრად სათნო, მუდმივად მომღიმარი და კეთილშობილი ბიჭია, გამორჩეული იუმორით. ბევრი ბავშვური მოგონება ამომიტივდივდა. ერთად რომ "ვაშავებდით" ერთად რომ ვცელქობდით. გავიზარდეთ, ამ ისტორიებზე ვიცინოდით. ისე ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის მეიმედებოდა. მიხო ჩვენთან აღარაა, ეს "ვიღაცამ" გადაუწყვიტა. სიყვარულისთვის. მიხოს მაინც ბევრი სიყვარული მიყვება, ზღვა სიყვარული", - წერს თიკა ფაცაცაია.

მიხეილ ცხაკაიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს ასევე ირინა ონაშვილი. მოდელის თქმით, გარდაცვლილი მისი კლასელი იყო:

"ჩემი კლასელი მიხო :(((((( ღმერთო ესე ვინ გაიმეტააა :((((( როდემდე, ხალხო, როდემდე უნდა დაპარპაშებდნენ ეს შეიარაღებული განქსტერები ქუჩაშიიიი :((

მე და მიხო სკოლაში :((((( ვერ ვიჯერებ :(( შენ ჩვენთან აღარ იქნები :((( ჩემს კლასელს ესროლეს თავში და მოკლეს იმისთვის, რომ ვიღაც გოგო იყვარდა :((

როგორ გავუძლებთ ამ ტკივილს...".

იხილეთ ასევე: "ესროლეს, იმიტომ, რომ უყვარდა! ესროლეს ეზოში, სადაც გავიზარდეთ..." - კანდელაკზე მოკლული ბიჭის მეგობრის ემოციური პოსტი

"ღრუბლების გავლით, ულამაზეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" - რა ფოტოს აქვეყნებს კარლ ჰარცელი "ტვიტერში"

"მე და კრავაიკო" - ანა დოლიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

"ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა" - რას საყვედურობს გიორგი უშიკიშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმს?