პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი და რა ბედი ელით მანდატურებს - განათლების მინისტრის კომენტარი
გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი და რა ბედი ელით მანდატურებს - განათლების მინისტრის კომენტარი

მე-12 კლა­სის გა­უქ­მე­ბას არ ვა­პი­რებ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ზო­გი­ერ­თი პე­და­გო­გის მხრი­დან ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი მი­ნის­ტრი მე-12 კლა­სის გა­უქ­მე­ბას აპი­რებს. რო­გორც ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, მე-12 კლა­სი არ გა­უქ­მდე­ბა, თუმ­ცა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი შე­საც­ვლე­ლია.

"გე­ტყვით რო­გორ არის უცხო­ეთ­ში, ჩვენ­თან რო­გორ იქ­ნე­ბა ჯერ არ ვიცი, მაგ­რამ გე­ტყვით მე რისი მომ­ხრე ვარ. და­წყე­ბით­ში ბავ­შვი სწავ­ლობს თა­მაშ-თა­მა­შით. შუ­ა­ლედ­ში სწავ­ლობს ნიშ­ნე­ბით და ამ­თავ­რებს სკო­ლას. თუ არ უნდა უმაღ­ლე­სი, აქ დამ­თავ­რდა. თუ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აპი­რებს, შე­დის კო­ლე­ჯში და იქ არის "სა­ში­ნე­ლი სწავ­ლა". მე ვფიქ­რობ, მე­თერ­თმე­ტე და მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ბოლო ტრამ­პლი­ნი უმაღ­ლე­სის­კენ, მაგ­რამ ამა­საც სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა უნდა. ტექ­ნი­კუ­რად შექ­მნეს, მაგ­რამ რად­გან რე­პე­ტი­ტო­რი არის ტრამ­პლი­ნი, რე­პე­ტი­ტო­რი ეკონ­კუ­რენ­ტე­ბა მე­თორ­მე­ტე კლასს და უგებს. ჩვენ თუ ხა­რისხს გავზრდით, ამის იმე­დიც მაქვს, რომ ამ­დე­ნი რე­პე­ტი­ტო­რი იქ­ნებ არ დას­ჭირ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ცე­სი გრძელ­ვა­დი­ა­ნია და წელს და მო­მა­ვალ წელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რებ­რენ­დინგსაც გეგ­მავს. მი­ნის­ტრი მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს. ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა მან­და­ტუ­რის­თვის სა­ხე­ლის შე­საც­ვლე­ლად კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბას აპი­რებს.

"მან­და­ტუ­რებს აშ­კა­რად სჭირ­დე­ბა რებ­რენ­დინ­გი. მე მან­და­ტუ­რი მომ­წონს, მი­მაჩ­ნია, რომ უნდა იყოს. კო­მა­როვ­ში პირ­ვე­ლი მან­და­ტუ­რის მოს­ვლას მო­ვეს­წა­რი. ეს იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რო­გორც ბუა. ბუა და პო­ლი­ცი­ე­ლი იყო ბავ­შვის­თვის, რაც ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს ფსი­ქი­კა­ზე. ბუა და პო­ლი­ცი­ე­ლი იყო მას­წავ­ლებ­ლის­თვის, რაც ჩაგ­ვრის ელე­მენ­ტია, რომ "შენ გაჩ­ვე­ნებ სე­ირს". ბუა და პო­ლი­ცი­ე­ლი იყო დი­რექ­ტო­რის­თვის. პირ­ვე­ლი 20 მან­და­ტუ­რი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გახ­და, ასე მი­თხრეს, არ ვიცი, გა­და­ა­მოწ­მეთ. თუ ასეა, ნიშ­ნავს, რომ მი­ვი­და ტიპი, ძირი გა­მო­უ­თხა­რა, სკამს ფეხი მო­უ­ხერ­ხა და დაჯ­და. 21-ე დი­რექ­ტო­რი რას გრძნობს, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?" - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ახლა გა­ფორ­მე­ბუ­ლი არის სამმხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, მან­და­ტუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია დი­რექ­ტორ­თან, გახ­და თა­ნამ­შრო­მე­ლი, რაც პო­ზი­ტი­უ­რია.

"მაგ­რამ ბუას იმი­ჯი, თუნ­დაც ფორ­მა, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ი­სას ჰგავს, დარ­ჩა. სი­ტყვა მან­და­ტუ­რი ზუს­ტად არ ვიცი რას ნიშ­ნავს, მაგ­რამ ასე­თი უცხო სი­ტყვა რომ შე­მო­გაქვს, კო­მენ­დან­ტის "ბი­ძაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა". მე რომ მო­მა­ხერ­ხე­ბი­ნა მან­და­ტურს პა­რა­ლე­ლუ­რად მიჰ­ყავ­დეს რა­ი­მე წრე, მა­გა­ლი­თად, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა, ბავ­შვებ­თან მე­გობ­რო­ბა დამ­ყარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მან კი­დევ ერთი მი­ზე­ზი გან­მარ­ტა, რის გა­მოც სამ­სა­ხუ­რის რებ­რენ­დინ­გი სურს. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­ცე­მა და­ი­წყო. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში ფსი­ქო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი უც­ნა­უ­რად ჟღერს. ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას თქმით, თუკი გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში არ მო­დის, მან­და­ტუ­რის­თვის სა­ხე­ლის შე­საც­ვლე­ლად კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბას აპი­რებს.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით სა­კი­თხის კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მი­ნი­მუმ 6 თვე დას­ჭირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი და რა ბედი ელით მანდატურებს - განათლების მინისტრის კომენტარი

გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი და რა ბედი ელით მანდატურებს - განათლების მინისტრის კომენტარი

მე-12 კლასის გაუქმებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "ინტერპრესნიუსის" კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

ბოლო პერიოდში ზოგიერთი პედაგოგის მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების ახალი მინისტრი მე-12 კლასის გაუქმებას აპირებს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, მე-12 კლასი არ გაუქმდება, თუმცა შინაარსობრივად გარკვეული საკითხები შესაცვლელია.

"გეტყვით როგორ არის უცხოეთში, ჩვენთან როგორ იქნება ჯერ არ ვიცი, მაგრამ გეტყვით მე რისი მომხრე ვარ. დაწყებითში ბავშვი სწავლობს თამაშ-თამაშით. შუალედში სწავლობს ნიშნებით და ამთავრებს სკოლას. თუ არ უნდა უმაღლესი, აქ დამთავრდა. თუ სწავლის გაგრძელებას აპირებს, შედის კოლეჯში და იქ არის "საშინელი სწავლა". მე ვფიქრობ, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები შეიძლება იყოს ბოლო ტრამპლინი უმაღლესისკენ, მაგრამ ამასაც საჯარო განხილვა უნდა. ტექნიკურად შექმნეს, მაგრამ რადგან რეპეტიტორი არის ტრამპლინი, რეპეტიტორი ეკონკურენტება მეთორმეტე კლასს და უგებს. ჩვენ თუ ხარისხს გავზრდით, ამის იმედიც მაქვს, რომ ამდენი რეპეტიტორი იქნებ არ დასჭირდეს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, პროცესი გრძელვადიანია და წელს და მომავალ წელს ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება.

ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურის სამსახურის რებრენდინგსაც გეგმავს. მინისტრი მანდატურის სამსახურში ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს. ალექსანდრე ჯეჯელავა მანდატურისთვის სახელის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადებას აპირებს.

"მანდატურებს აშკარად სჭირდება რებრენდინგი. მე მანდატური მომწონს, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს. კომაროვში პირველი მანდატურის მოსვლას მოვესწარი. ეს იყო ჩაფიქრებული, როგორც ბუა. ბუა და პოლიციელი იყო ბავშვისთვის, რაც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. ბუა და პოლიციელი იყო მასწავლებლისთვის, რაც ჩაგვრის ელემენტია, რომ "შენ გაჩვენებ სეირს". ბუა და პოლიციელი იყო დირექტორისთვის. პირველი 20 მანდატური სკოლის დირექტორი გახდა, ასე მითხრეს, არ ვიცი, გადაამოწმეთ. თუ ასეა, ნიშნავს, რომ მივიდა ტიპი, ძირი გამოუთხარა, სკამს ფეხი მოუხერხა და დაჯდა. 21-ე დირექტორი რას გრძნობს, ხომ წარმოგიდგენიათ?" - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ახლა გაფორმებული არის სამმხრივი ხელშეკრულება, მანდატური კოორდინაციაშია დირექტორთან, გახდა თანამშრომელი, რაც პოზიტიურია.

"მაგრამ ბუას იმიჯი, თუნდაც ფორმა, რომელიც პოლიციისას ჰგავს, დარჩა. სიტყვა მანდატური ზუსტად არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ასეთი უცხო სიტყვა რომ შემოგაქვს, კომენდანტის "ბიძაშვილი იქნება". მე რომ მომახერხებინა მანდატურს პარალელურად მიჰყავდეს რაიმე წრე, მაგალითად, საგზაო უსაფრთხოება, ბავშვებთან მეგობრობა დამყარდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მან კიდევ ერთი მიზეზი განმარტა, რის გამოც სამსახურის რებრენდინგი სურს. მისი თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაცემა დაიწყო. მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგთან ვიზიტი უცნაურად ჟღერს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, თუკი გარკვეულ საკითხებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მანდატურისთვის სახელის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადებას აპირებს.

მინისტრის განმარტებით საკითხის კარგად ჩამოყალიბებას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"