პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იპოთეკით დაზარალებულთა არმია მთავრობას უპირისპირდება
იპოთეკით დაზარალებულთა არმია მთავრობას უპირისპირდება

ბა­თუ­მი, ქუ­თა­ი­სი, თბი­ლი­სი - იპო­თე­კა­რე­ბი მა­სობ­რივ შე­ტე­ვას იწყე­ბენ და მთავ­რო­ბას მათი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად სთხო­ვენ. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მათი პი­რო­ბა, ძი­რი­თა­დად, ორია: გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რის გა­და­ცე­მა და მათ­თვის, ვი­საც ჯერ კი­დევ შერ­ჩა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი სეს­ხის გა­ცე­მა­ზე ბან­კებ­თან შუ­ამ­დგომ­ლო­ბა.

იპო­თე­კა­რე­ბის აქ­ცი­ე­ბი აჭა­რი­დან და­ი­წყო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბას ბან­კებ­თან შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­სა და და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი სეს­ხის დამ­ტკი­ცე­ბას სთხოვს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა სი­ე­ბი ბან­კებს გა­და­ე­ცა, თუმ­ცა სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა რა ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ან სა­ერ­თოდ გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი უწყი­ან.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფილ მე­თა­ურ­თან არ­ჩილ ხა­ბა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა მან თა­ნამ­დე­ბო­ბა ისე და­ტო­ვა, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ახ­ლო­ვეს არ გა­კა­რე­ბია.

"არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვე­ნი სი­ე­ბი ბანკს გა­და­ე­ცა, მაგ­რამ ვერ გა­ვი­გეთ, რა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გა­და­ე­ცა. მი­ვი­დეთ ბან­კში და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხით დავ­ბრუნ­დეთ? ჩვენ გვინ­და, ოჯა­ხე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ", - გა­ნუ­ცხა­და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ირმა მი­ქე­ლა­ძემ. თა­ვად აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მიერ შედ­გე­ნი­ლი სიის მი­ხედ­ვით, იპო­თე­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვი, და­ახ­ლო­ე­ბით, 90 ოჯა­ხია.

ქუ­თა­ის­ში კი იპო­თე­კით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა დახ­მა­რე­ბა გუ­ბერ­ნა­ტორს სთხო­ვეს და მის სა­ხელ­ზე წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვაც და­წე­რეს. ისი­ნი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ზუს­ტად 4 წლის წი­ნათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მათ დახ­მა­რე­ბას და­პირ­დნენ, რაც გრძელ­ვა­დი­ან და და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ან სეს­ხე­ბის გა­ცე­მას გუ­ლის­ხმობ­და. ერთი სა­არ­ჩევ­ნო ციკ­ლის პე­რი­ოდ­ში ეს სა­კი­თხი ვერ მოგ­ვარ­და და ახლა უსახ­ლკა­რო­თა არ­მი­ას­თან შე­ერ­თე­ბა იმე­რეთ­ში კი­დევ 4 ოჯახს ემუქ­რე­ბა. იპო­თე­კა­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუკი მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბის გზას მი­მარ­თა­ვენ.

იმე­რელ­მა იპო­თე­კა­რებ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან მათ მიერ გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ზე პა­სუ­ხი კი მი­ი­ღეს, თუმ­ცა იგი არც ისე და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ იპო­თე­კარ­თა პრობ­ლე­მას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­აც­ნობს.

"იმე­რეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­მო­ვი­და წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვა აიპი "და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ცენ­ტრის" მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი თემა ცნო­ბი­ლია, ჩვენ იპო­თე­კით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ვის­წავ­ლით და მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვაწ­ვდით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის გივი ჭი­ჭი­ნა­ძის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

იპოთეკით დაზარალებულთა არმია მთავრობას უპირისპირდება

იპოთეკით დაზარალებულთა არმია მთავრობას უპირისპირდება

ბათუმი, ქუთაისი, თბილისი - იპოთეკარები მასობრივ შეტევას იწყებენ და მთავრობას მათი პრობლემის მოგვარებას კატეგორიულად სთხოვენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მათი პირობა, ძირითადად, ორია: გამოსახლებული ადამიანებისთვის თავშესაფრის გადაცემა და მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ შერჩა უძრავი ქონება, დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხის გაცემაზე ბანკებთან შუამდგომლობა.

იპოთეკარების აქციები აჭარიდან დაიწყო. დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობასა და დაბალპროცენტიანი სესხის დამტკიცებას სთხოვს. მათი ინფორმაციით, დაზარალებულთა სიები ბანკებს გადაეცა, თუმცა საკითხის გადაწყვეტა რა ფორმით მიმდინარეობს, ან საერთოდ განიხილება თუ არა, ამის შესახებ არაფერი უწყიან.

აქციის მონაწილეები 4 დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურთან არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მან თანამდებობა ისე დატოვა, რომ აქციის მონაწილეებს სიახლოვეს არ გაკარებია.

"არის ინფორმაცია, რომ ჩვენი სიები ბანკს გადაეცა, მაგრამ ვერ გავიგეთ, რა შუამდგომლობით გადაეცა. მივიდეთ ბანკში და უარყოფითი პასუხით დავბრუნდეთ? ჩვენ გვინდა, ოჯახები გადავარჩინოთ", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილე ირმა მიქელაძემ. თავად აქციის მონაწილეთა მიერ შედგენილი სიის მიხედვით, იპოთეკით დაზარალებულთა რიცხვი, დაახლოებით, 90 ოჯახია.

ქუთაისში კი იპოთეკით დაზარალებულებმა დახმარება გუბერნატორს სთხოვეს და მის სახელზე წერილობითი მიმართვაც დაწერეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ზუსტად 4 წლის წინათ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათ დახმარებას დაპირდნენ, რაც გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხების გაცემას გულისხმობდა. ერთი საარჩევნო ციკლის პერიოდში ეს საკითხი ვერ მოგვარდა და ახლა უსახლკაროთა არმიასთან შეერთება იმერეთში კიდევ 4 ოჯახს ემუქრება. იპოთეკარები ამბობენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ფართომასშტაბიანი აქციების გზას მიმართავენ.

იმერელმა იპოთეკარებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მათ მიერ გაგზავნილ წერილზე პასუხი კი მიიღეს, თუმცა იგი არც ისე დამაიმედებელია. ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ იპოთეკართა პრობლემას საქართველოს პრემიერ-მინისტრს გააცნობს.

"იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილობითი მიმართვა აიპი "დაზარალებულთა ცენტრის" მიერ. აღნიშნული თემა ცნობილია, ჩვენ იპოთეკით დაზარალებულების მდგომარეობას შევისწავლით და მიღებულ ინფორმაციას მივაწვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას", - აღნიშნულია იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი