2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 25 ივნისის ჩათვლით, არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს - "შემოქმედის ეპარქიის განვითრების ფონდს", რომლის დამფუძნებელი შემოქმედის ეპარქიაა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 90000 ლარი აქვს მიღებული.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #45 დადგენილების თანახმად, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა - 65 000 ლარი უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე ამ თანხიდან უნდა გადახდილიყო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედის ეპარქიის კომუნალური გადასახადები და დაფინანსებულიყო სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები.
2016 წლის ბიუჯეტში ამ კუთხით მცირე ცვლილება შევიდა. საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის #56 დადგენილებით დაკონკრეტდა, რომ გამოყოფილი თანხა - 55 000 ლარი უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების, ეკლესია-მონასტრების მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას და შემოქმედის ეპარქიის კომუნალურ გადასახადებს (გამოყოფილი თანხიდან ეპარქიას ამ დროის მონაცემებით 25 000 ლარი აქვს ათვისებული).
თანხების გადარიცხვა სუბსიდირების ხელშეკრულების საფუძველზე ხდება, რომლის საგანი საკრებულოს დადგენილებაა.
ხელშეკრულებაში ვკითხულობთ: "მიმწოდებელი (ანუ მერია) ვალდებულია გადაურიცხოს შესაბამის საბანკო ანგარიშზე მიმღებს თანხა არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობისა, ეტაპობრივად, მიმღების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად; აწარმოოს მონიტორინგი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.
მიმღები (შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდი) ვალდებულია: ხელშეკრულების განსაზღვრული თანხა გამოიყენოს ფონდის საქმიანობისთვის, სუბსიდიის მისაღებად მიმწოდებელს მიაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცია, მიმწოდებელს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის გადარიცხული სუბსიდიის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.
გურია ნიუსის მიერ ოფიციალურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შემოქმედის ეპარქიას არამიზნობრივად აქვს დახარჯული.
იხილეთ ვრცლად