მინესოტაში პოლიციამ საცობის დროს სასიკვდილოდ დაჭრა 32 წლის მამაკაცი. მოკლულის შეყვარებულმა დაჭრის მომენტიდან გადაიღო სისხლიანი ინციდენტი და ფეისბუქზე პირდაპირ ჩართვით განათავსა. ქალი ირწმუნება, რომ პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლი უმიზეზოდ გახსნა.
კადრში ჩანს 32 წლის ფილანდო კასტილე, რომელიც მგზავრის სავარძელზე ზის და მაისური სისხლით აქვს მოსვრილი. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საცობის დროს პოლიციამ მას მართვის მოწმობის წარდგენა მოსთხოვა. "მან უთხრა, რომ საფულეში ედო მოწმობა და პისტოლეტი ჰქონდა ქამარზე, რადგან მისი ტარების ლიცენზია გააჩნდა. ოფიცერმა უთხრა, არ გაინძრეო. როდესაც ხელი წაიღო საბუთის ამოსაღებად, პოლიციელმა ხუთჯერ ესროლა", - ყვება გარდაცვლილის შეყვარებული.
იხილეთ ინციდენტის ამსახველი კადრები
"ჯანდაბა, ვუთხარი არ გაინძრე-თქო. ვუთხარი, ხელი არ გაამოძრაო-თქო" - ისმის ვიდეოში პოლიციელის ხმა. ქალი პასუხობს, "თქვენ უთხარით, საბუთი წარმოადგინეთო".
ვიდეოში ქალს და მის 4 წლის შვილს უბრძანებენ მანქანის დატოვებას. "გთხოვთ, არ მითხრათ, რომ ჩემი შეყვარებული გარდაიცვალა. ეს არ დაუმსახურებია. წმინდა პავლეს საჯარო სკოლაში მუშაობს. ნასამართლევი არასოდეს ყოფილა. არც ბანდის წევრია, არაფერი", - ისმის გოგონას ხმა ვიდეოში.
მომზადებულია nypost.com-ს მიხედვით