პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ურჩი გადამხდელები - ვარსკვლავები, რომლებიც სახელმწიფოს მილიონებს უმალავენ
ურჩი გადამხდელები - ვარსკვლავები, რომლებიც სახელმწიფოს მილიონებს უმალავენ

არ­გენ­ტი­ნელ ფეხ­ბურ­თელ ლე­ო­ნელ მე­სის 21-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ბარ­სე­ლო­ნას სა­სა­მარ­თლომ ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი სა­გა­და­სა­ხა­დო მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის გარ­და, ცნო­ბილ სპორ­ტსმენს ასე­ვე, 2 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­კის­რა.

სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მე­წარ­მე­ე­ბის მუდ­მი­ვი გან­ხილ­ვის თე­მაა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, ვინც იცის, რო­გორ გა­მო­ი­მუ­შა­ვოს ფული, ამ სა­კითხს თა­ვი­სე­ბუ­რად უდ­გე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს შო­რის არი­ან ცნო­ბი­ლი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც.

რო­ბერტ დე ნირო

ნიუ იორ­კის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ცნო­ბილ მსა­ხი­ობს სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნის­თვის 6,4 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა. რო­ბერტ დე ნი­რომ აშშ-ის სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რი­დან შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო, რომ მის ერთ-ერთ ბი­ნას ყა­და­ღის და­დე­ბა ემუქ­რე­ბო­და. მსა­ხი­ო­ბი ამ ამ­ბავ­მა ძალ­ზედ გა­ა­ო­ცა, რად­გაც წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­და, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ვალი აქვს - მას აქამ­დე არა­ვი­თა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მი­უ­ღია. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­გა­და­სა­ხა­დოს მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი მსა­ხი­ო­ბის ძველ მი­სა­მარ­თზე იგ­ზავ­ნე­ბო­და.

ნი­კო­ლას კე­ი­ჯი

ნი­კო­ლას კე­ი­ჯიც შორს არ წა­სუ­ლა თა­ვი­სი კო­ლე­გის­გან - მას სა­ხელ­მწი­ფოს ვალი 7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით და­უგ­როვ­და. 2007 წლი­დან კე­იჯს აშშ-ის სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის არ­ცერ­თი დეკ­ლა­რა­ცია არ შე­უვ­სია. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი წყა­როს ცნო­ბით, მსა­ხი­ობ­მა ვა­ლის ნა­წი­ლი და­ფა­რა 600 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით. ახ­ლა­ხან, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში "ურჩმა გა­დამ­ხდელ­მა" გა­ნა­ცხა­და, რომ ვალ­მა 14 მლნ დო­ლარს მი­აღ­წია, თუმ­ცა, ნა­ხე­ვა­რი უკვე გა­და­ი­ხა­და.

პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი

წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი სექს-სიმ­ბო­ლო პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი, ასე­ვე მოხ­ვდა ურჩ გა­დამ­ხდელ­თა სი­ა­ში. მისი ვალი 2010 წლის­თვის არც ისე დიდ თან­ხას შე­ად­გენ­და - სულ რა­ღაც 500 ათა­სი დო­ლა­რი.

ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტი

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალს იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ორ­ჯერ დას­დო ბრა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვა­ში (1999 და 2001 წლებ­ში). პა­ვა­რო­ტიმ გა­ნა­ცხა­და, რომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მონ­ტე-კარ­ლო­ში ცხოვ­რობ­და და არა იტა­ლი­ა­ში, ამით ცდი­ლობ­და უკა­ნო­ნოდ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის ნა­წი­ლი. თუმ­ცა, მას მა­ინც მო­უხ­და 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და, რათა ცი­ხის­თვის აე­რი­დე­ბი­ნა თავი.

სოფი ლო­რე­ნი

არ გა­უ­მარ­თლა ამ სა­კი­თხში ლე­გენ­და­რულ სოფი ლო­რენ­საც. 1982 წელს გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვის ბრალ­დე­ბით მსა­ხი­ობს 30-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს იტა­ლი­ის ცი­ხე­ში. კარ­გი საქ­ცი­ე­ლის­თვის ვა­დამ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, 17 დღე­ში, თუმ­ცა მას მერე კი­დევ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძნობ­და იტა­ლი­ის სა­გა­და­სა­ხა­დოს ზე­წო­ლას - მხო­ლოდ 2013 წელს და­ი­ხუ­რა საქ­მე სოფი ლო­რე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

დი­ე­გო მა­რა­დო­ნა

ისე­ვე, რო­გორც სოფი ლო­რენ­სა და ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის, ლე­გენ­და­რულ ფეხ­ბურ­თელს, დი­ე­გო მა­რა­დო­ნა­საც ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი იტა­ლი­ის სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხურ­თან, რო­მე­ლიც სპორ­ტსმენს 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­დევ­და 25 მლნ დო­ლა­რი­ა­ნი ვა­ლის გამო. ნა­წი­ლობ­რი­ვი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, მა­რა­დო­ნას 2009 წელს 4 000 ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ყუ­რე ჩა­მო­არ­თვეს. 2012 წელს გა­და­სა­ხად­მა 40 მლნ ევ­როს მი­აღ­წია, თუმ­ცა მა­რა­დო­ნამ გა­ნა­ცხა­და, რომ მის ად­ვო­კატს ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია.

მონ­სე­რატ კა­ბა­ლიე

2010 წელს მსოფ­ლიო ოპე­რის ლე­გენ­დას 82 წლის ასაკ­ში 6-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს 500 000 ევ­როს და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო. მომ­ღე­რა­ლი ამ გა­ნა­ჩენს და­ე­თან­ხმა. სა­სა­მარ­თლო სხდო­მებს ვი­დე­ო­კავ­ში­რით ეს­წრე­ბო­და. სა­სა­მარ­თლომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა კა­ბა­ლი­ეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და დარ­თო ნება, შინ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ახ­ლა­ხან, სა­სა­მარ­თლომ მომ­ღერ­ლი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის შო­რის და­დე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბა და­ამ­ტკი­ცა. სა­გა­და­სა­ხა­დომ მომ­ღე­რალს პრე­ტენ­ზი­ე­ბი წა­უ­ყე­ნა, რად­გან ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ ცხოვ­რობს ან­დო­რა­ში, რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად ბარ­სე­ლო­ნა­ში ცხოვ­რობ­და. 2010 წელს მან 2 მლნ ევრო გა­მო­ი­მუ­შა­ვა, თუმ­ცა ეს­პა­ნეთს სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი არ გა­და­უ­ხა­და.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ურჩი გადამხდელები - ვარსკვლავები, რომლებიც სახელმწიფოს მილიონებს უმალავენ

ურჩი გადამხდელები - ვარსკვლავები, რომლებიც სახელმწიფოს მილიონებს უმალავენ

არგენტინელ ფეხბურთელ ლეონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ბარსელონას სასამართლომ ფეხბურთის ვარსკვლავი საგადასახადო მაქინაციებში ცნო დამნაშავედ. თავისუფლების აღკვეთის გარდა, ცნობილ სპორტსმენს ასევე, 2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

საგადასახადო კანონმდებლობა მეწარმეების მუდმივი განხილვის თემაა. თითოეული მათგანი, ვინც იცის, როგორ გამოიმუშავოს ფული, ამ საკითხს თავისებურად უდგება. სამწუხაროდ, საგადასახადო კანონდამრღვევებს შორის არიან ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ადამიანებიც.

რობერტ დე ნირო

ნიუ იორკის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ცნობილ მსახიობს სახელმწიფო ხაზინისთვის 6,4 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. რობერტ დე ნირომ აშშ-ის საგადასახადო სამსახურიდან შეტყობინება მიიღო, რომ მის ერთ-ერთ ბინას ყადაღის დადება ემუქრებოდა. მსახიობი ამ ამბავმა ძალზედ გააოცა, რადგაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ სახელმწიფოს ვალი აქვს - მას აქამდე არავითარი შეტყობინება არ მიუღია. როგორც აღმოჩნდა, საგადასახადოს მიერ გამოგზავნილი წერილები მსახიობის ძველ მისამართზე იგზავნებოდა.

ნიკოლას კეიჯი

ნიკოლას კეიჯიც შორს არ წასულა თავისი კოლეგისგან - მას სახელმწიფოს ვალი 7 მილიონი დოლარის ოდენობით დაუგროვდა. 2007 წლიდან კეიჯს აშშ-ის საგადასახადო სამსახურში შემოსავლების არცერთი დეკლარაცია არ შეუვსია. თუმცა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, მსახიობმა ვალის ნაწილი დაფარა 600 ათასი დოლარის ოდენობით. ახლახან, ერთ-ერთ ინტერვიუში "ურჩმა გადამხდელმა" განაცხადა, რომ ვალმა 14 მლნ დოლარს მიაღწია, თუმცა, ნახევარი უკვე გადაიხადა.

პამელა ანდერსონი

წარსულში ცნობილი სექს-სიმბოლო პამელა ანდერსონი, ასევე მოხვდა ურჩ გადამხდელთა სიაში. მისი ვალი 2010 წლისთვის არც ისე დიდ თანხას შეადგენდა - სულ რაღაც 500 ათასი დოლარი.

ლუჩანო პავაროტი

მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს იტალიის ხელისუფლებამ ორჯერ დასდო ბრალი გადასახადების დამალვაში (1999 და 2001 წლებში). პავაროტიმ განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მონტე-კარლოში ცხოვრობდა და არა იტალიაში, ამით ცდილობდა უკანონოდ დაებრუნებინა გადახდილი გადასახადების ნაწილი. თუმცა, მას მაინც მოუხდა 15 მილიონი დოლარის გადახდა, რათა ციხისთვის აერიდებინა თავი.

სოფი ლორენი

არ გაუმართლა ამ საკითხში ლეგენდარულ სოფი ლორენსაც. 1982 წელს გადასახადების დამალვის ბრალდებით მსახიობს 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს იტალიის ციხეში. კარგი საქციელისთვის ვადამდე გაათავისუფლეს, 17 დღეში, თუმცა მას მერე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა იტალიის საგადასახადოს ზეწოლას - მხოლოდ 2013 წელს დაიხურა საქმე სოფი ლორენის წინააღმდეგ.

დიეგო მარადონა

ისევე, როგორც სოფი ლორენსა და ლუჩანო პავაროტის, ლეგენდარულ ფეხბურთელს, დიეგო მარადონასაც ჰქონდა პრობლემები იტალიის საგადასახადო სამსახურთან, რომელიც სპორტსმენს 11 წლის განმავლობაში დასდევდა 25 მლნ დოლარიანი ვალის გამო. ნაწილობრივი კომპენსაციის სახით, მარადონას 2009 წელს 4 000 ევროს ღირებულების საყურე ჩამოართვეს. 2012 წელს გადასახადმა 40 მლნ ევროს მიაღწია, თუმცა მარადონამ განაცხადა, რომ მის ადვოკატს ამის საწინააღმდეგო ყველა მტკიცებულება გააჩნია.

მონსერატ კაბალიე

2010 წელს მსოფლიო ოპერის ლეგენდას 82 წლის ასაკში 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს 500 000 ევროს დავალიანების გამო. მომღერალი ამ განაჩენს დაეთანხმა. სასამართლო სხდომებს ვიდეოკავშირით ესწრებოდა. სასამართლომ გაითვალისწინა კაბალიეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და დართო ნება, შინ დარჩენილიყო. ახლახან, სასამართლომ მომღერლისა და პროკურატურის შორის დადებული გარიგება დაამტკიცა. საგადასახადომ მომღერალს პრეტენზიები წაუყენა, რადგან ის ამტკიცებდა, რომ ცხოვრობს ანდორაში, როდესაც რეალურად ბარსელონაში ცხოვრობდა. 2010 წელს მან 2 მლნ ევრო გამოიმუშავა, თუმცა ესპანეთს საშემოსავლო გადასახადი არ გადაუხადა.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება