კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში "რეკომენდებული" ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება
აჭარაში "რეკომენდებული" ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება

აჭა­რა­ში "რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი" ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტში გრძელ­დე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი "რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ". ამ ეტაპ­ზე, ხა­რის­ხის ნიშ­ნის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი 42-მა ტუ­რის­ტულ­მა ობი­ექ­ტმა გა­მოთ­ქვა. პრო­ექ­ტის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ ვებ-გვერ­დზე recommend.ge პრო­ექ­ტში ჩარ­თვის მსურ­ვე­ლი 22 კვე­ბი­სა და 18 გან­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტი და­რე­გის­ტრირ­და. მათ შო­რი­საა რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ე­ბიც.

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ ტუ­რის­ტულ ობი­ექ­ტებ­ში ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი უსაფრ­თხო­ე­ბის, სან­და­სუფ­თა­ვე­ბის, ჰი­გი­ე­ნი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ტე­რი­უ­მებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში ეტა­პობ­რი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. 1 აგ­ვის­ტო­დან კი რე­გი­ონ­ში დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ რე­კო­მენ­დე­ბულ 18 ტუ­რის­ტულ ობი­ექტს ახა­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი შე­ე­მა­ტე­ბა. ხა­რის­ხის ნი­შა­ნი რე­გი­ო­ნის სტუმ­რე­ბის­თვის აღ­ნიშ­ნულ ობი­ექ­ტებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის, სან­და­სუფ­თა­ვე­ბის, ჰი­გი­ე­ნი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ პრო­ექ­ტში ჩარ­თვა მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ებ­მაც გა­და­წყვი­ტეს. მათი მხრი­დან ესაა ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რა და სხვა სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის მა­გა­ლი­თის მი­ცე­მა. ხა­რის­ხის ნიშ­ნის მსურ­ველ­თა რი­ცხვი საგ­რძნობ­ლა­დაა გაზ­რდი­ლი, რაც ჩვე­ნი პრო­ექ­ტის აქ­ტუ­ა­ლო­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ჩვენ სა­მო­მავ­ლო­დაც გა­ვაგ­რძე­ლებთ ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის­თვის ხა­რის­ხის ნიშ­ნის მი­ნი­ჭე­ბას, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში მიგ­ვიყ­ვანს იქამ­დე, რომ რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ სას­ტუმ­რო­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის, სან­და­სუფ­თა­ვე­ბის, ჰი­გი­ე­ნი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი გა­თა­ნაბრდე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვებ-გვერ­დზე reccomend.ge

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აჭარაში "რეკომენდებული" ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება

აჭარაში "რეკომენდებული" ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება

აჭარაში "რეკომენდებული" ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გრძელდება ინოვაციური პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ამ ეტაპზე, ხარისხის ნიშნის მიღების სურვილი 42-მა ტურისტულმა ობიექტმა გამოთქვა. პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე recommend.ge პროექტში ჩართვის მსურველი 22 კვებისა და 18 განთავსების ობიექტი დარეგისტრირდა. მათ შორისაა რეგიონში არსებული მაღალი კლასის სასტუმროებიც.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ ტურისტულ ობიექტებში ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ივლისსა და აგვისტოში ეტაპობრივად განახორციელებს. 1 აგვისტოდან კი რეგიონში დეპარტამენტის მიერ რეკომენდებულ 18 ტურისტულ ობიექტს ახალი სასტუმროები და რესტორნები შეემატება. ხარისხის ნიშანი რეგიონის სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების არსებობას გულისხმობს.

„სასიხარულოა, რომ პროექტში ჩართვა მაღალი კლასის სასტუმროებმაც გადაწყვიტეს. მათი მხრიდან ესაა ჩვენი პროექტის მხარდაჭერა და სხვა სასტუმროებისთვის მაგალითის მიცემა. ხარისხის ნიშნის მსურველთა რიცხვი საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც ჩვენი პროექტის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ ტურისტული ობიექტებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭებას, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ რეგიონში არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტები გათანაბრდება და საერთაშორისო ნორმებს მიუახლოვდება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული ტურისტული ობიექტების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე reccomend.ge

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი