საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით კაცი, რომელმაც ლატარეაში 2 მილიონი ლარი მოიგო
გაიცანით კაცი, რომელმაც ლატარეაში 2 მილიონი ლარი მოიგო

სა­ქარ­თვე­ლოს ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნი­ის გა­თა­მა­შე­ბა­ში, გა­სულ კვი­რას, ჯეკპო­ტი გა­თა­მაშ­და. ერ­თმა იღ­ბლი­ან­მა ბი­ლეთ­მა 1-ელ ივ­ლისს, ლოტო 6/36 -ის პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რია, ანუ ჯეკპო­ტი 2 077 529 ლარი მო­ი­გო. ამ იღ­ბლი­ა­ნი ბი­ლე­თის მფლო­ბე­ლი კი 60 წლის რო­მან სა­რა­ლი­ძე აღ­მოჩ­ნდა.

674-ე გა­თა­მა­შე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი რი­ცხვე­ბის კომ­ბი­ნა­ცია ასე გა­და­ნა­წილ­და: 4, 9, 10, 15, 27, 31. ბა­ტონ რო­მანს თა­ვის მომ­გე­ბი­ან ბი­ლეთ­ში რი­ცხვე­ბის სწო­რედ ეს კომ­ბი­ნა­ცია ეწე­რა.

რო­მან სა­რა­ლი­ძე პრო­ფე­სი­ით პირ­ვე­ლი კა­ტე­გო­რი­ის ინ­ჟი­ნერ-ინ­სპექ­ტო­რია. მუ­შა­ობს თე­ლას­ში, ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი. წარ­მო­შო­ბით ჭი­ა­თუ­რი­და­ნაა, მაგ­რამ უკვე წლე­ბია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის ოჯა­ხი აქვთ, მე­უღ­ლეც მუ­შა­ობს და ორი­ვე ერ­თად, სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ოჯახს. აქამ­დე არა­ფე­რი მო­უ­გია, ცხოვ­რე­ბას ასე არას­დროს გა­უ­ნე­ბივ­რე­ბია, ამ მო­გე­ბით კი ნამ­დვილ შოკ­შია. ლა­ტა­რი­ის კომ­პა­ნია გა­მარ­ჯვე­ბულს რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და და ბო­ლოს რო­გორც იქნა, თა­ვად გა­მო­ცხად­და მათ­თან იღ­ბლი­ა­ნი ბი­ლე­თით ხელ­ში.

რო­გო­რი ემო­ცი­ე­ბი აქვს ახალ­ბე­და მი­ლი­ო­ნერს და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­გე­ბუ­ლი თან­ხით, ამას AMBEBI.GE-ს რო­მან სა­რა­ლი­ძე თა­ვად უყ­ვე­ბა:

- ბი­ლე­თი სამ­გორ­ში, ლი­ლოს "მარ­შრუტ­კე­ბის" გა­ჩე­რე­ბა­ზე შე­ვი­ძი­ნე. იქ, თუ არ ვცდე­ბი, პა­ტა­რა, მწვა­ნე ფე­რის ჯი­ხუ­რია. მოკ­ლედ, ერთი ბი­ლე­თი შე­ვავ­სე, სა­ერ­თოდ, იშ­ვი­ა­თად ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე, მაგ­რამ იმ დღეს რა­ტომ­ღაც სულ­მა წამ­ძლია, თუმ­ცა მა­შინ­ვე შევ­სე­ბა არ მინ­დო­და, ბო­ლოს მა­ინც შე­ვავ­სე. ყო­ველ­თვის ერთი-ორი გან­სხვა­ვე­ბით, ერ­თსა და იმა­ვე რი­ცხვებს ვწერ­დი ხოლ­მე და მა­ში­ნაც ასე მო­ვი­ქე­ცი. მერე ბი­ლე­თი ჯი­ბე­ში ჩა­ვი­დე და სახ­ლში წა­მო­ვე­დი. ვი­ნა­ი­დან მე­ზო­ბე­ლი, ახ­ლო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო გარ­დაც­ვლი­ლი, ტე­ლე­ვი­ზო­რი იმ დღეს არ ჩაგ­ვირ­თავს, იმე­რე­ლი კაცი ვარ და ასეთ რა­ღა­ცებს ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ. არც გამ­ხსე­ნე­ბია, რომ ლო­ტოს გა­თა­მა­შე­ბა იყო. აზარ­ტუ­ლიც არ ვარ და თან, დიდი მო­ლო­დი­ნიც არ მქონ­და. ხომ გე­უბ­ნე­ბით, არას­დროს არა­ფე­რი მო­მი­გია. შემ­დე­გი დღე შა­ბა­თი იყო, არც შა­ბათს მი­მიქ­ცე­ვია ყუ­რა­დღე­ბა... 

კვი­რას ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა თქვა, ჯეკპო­ტი გა­თა­მაშ­და, ვი­ღა­ცამ მო­ი­გო და ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, სამი დღეა, ეძე­ბე­ნო. არა­და, ბი­ლე­თი ჯი­ბე­ში მედო და მის ნათ­ქვამს ყუ­რა­დღე­ბა დი­დად არ მი­ვაქ­ციე. არც მი­ფიქ­რია, - ნე­ტავ, რა­ღაც ხომ არ მაქვს მო­გე­ბუ­ლი-მეთ­ქი. კვი­რას მე­ზო­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და­ვა­საფ­ლა­ვეთ, თა­მა­და ვი­ყა­ვი, ორ­შა­ბათს ნა­ბა­ხუ­სევ­ზე გახ­ლდით. თურ­მე, ტე­ლე­ვი­ზორ­ში აცხა­დე­ბენ, ბი­ლე­თის პატ­რონს ეძე­ბე­ნო, ყუ­რა­დღე­ბა ამის­თვი­საც არ მი­მიქ­ცე­ვია. სამ­შა­ბათს სამ­სა­ხუ­რის ობი­ექ­ტებ­ზე ვი­ყა­ვი, იქი­დან რომ წა­მო­ვე­დი, საბ­ჭოს მო­ე­დან­ზე გა­მო­ვი­ა­რე, მი­ვე­დი ჯი­ხურ­თან, სა­დაც ლო­ტოს ბი­ლე­თე­ბი იყი­დე­ბა, მაგ­რამ და­კე­ტი­ლი დამ­ხვდა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ციფ­რე­ბი გა­რეთ, მი­ნა­ზე იყო გა­მოკ­რუ­ლი და ტე­ლე­ფონ­ში ჩა­ვი­წე­რე. სახ­ლში რომ მი­ვე­დი, პა­ტა­რა მე­ურ­ნე­ო­ბა მაქვს ეზო­ში და იმის მი­სა­ხე­დად ჩა­ვე­დი. სა­ბო­ლო­ოდ, 7 სა­ა­თი იყო, სახ­ლში ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ ვნა­ხე ნომ­რე­ბი და გავ­შრი, მთე­ლი სხე­უ­ლი ამი­კან­კალ­და, ცივი წყა­ლი მი­ვის­ხი, პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თე, შვილს და­ვუ­რე­კე, მაგ­რამ არა­ვინ მი­ჯე­რებ­და, იუ­მო­რი მიყ­ვარს და ეგო­ნათ, ვხუმ­რობ­დი. მერე მე­უღ­ლეც მო­ვი­და სახ­ლში, ვუ­თხა­რი, არც ის მი­ჯე­რებ­და.

- სა­ბო­ლო­ოდ რო­გორ და­უ­კავ­შირ­დით ლო­ტოს კომ­პა­ნი­ას, რომ­ლე­ბიც გე­ძებ­დნენ?

- ამ­ბის გა­გე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე მთე­ლი ოჯა­ხით წა­ვე­დი იქ. თან მახ­ლდნენ: ბი­ძაშ­ვი­ლი, ძმა, ძმიშ­ვი­ლე­ბი. ან­გა­რი­ში გახ­სნეს და 2 კვი­რის მერე იქ­ნე­ბა ჩა­რი­ცხვაო. ზუს­ტად არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა და რო­გორ...

- მო­გე­ბულ თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა გეგ­მე­ბი გა­გიჩ­ნდათ?

- ჯერ არ ვარ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. ერთი ის ვიცი, რომ ქველ­მოქ­მედს მე­ძა­ხი­ან და თან­ხის გარ­კვე­ულ ნა­წილს ამ საქ­მე­ში ჩავ­დებ, და­ნარ­ჩე­ნი, მარ­თლა არ ვიცი, რას მოხ­მარ­დე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

გაიცანით კაცი, რომელმაც ლატარეაში 2 მილიონი ლარი მოიგო

გაიცანით კაცი, რომელმაც ლატარეაში 2 მილიონი ლარი მოიგო

საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში, გასულ კვირას, ჯეკპოტი გათამაშდა. ერთმა იღბლიანმა ბილეთმა 1-ელ ივლისს, ლოტო 6/36 -ის პირველი კატეგორია, ანუ ჯეკპოტი 2 077 529 ლარი მოიგო. ამ იღბლიანი ბილეთის მფლობელი კი 60 წლის რომან სარალიძე აღმოჩნდა.

674-ე გათამაშებისთვის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია ასე გადანაწილდა: 4, 9, 10, 15, 27, 31. ბატონ რომანს თავის მომგებიან ბილეთში რიცხვების სწორედ ეს კომბინაცია ეწერა.

რომან სარალიძე პროფესიით პირველი კატეგორიის ინჟინერ-ინსპექტორია. მუშაობს თელასში, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. წარმოშობით ჭიათურიდანაა, მაგრამ უკვე წლებია, თბილისში ცხოვრობს. როგორც თვითონ ამბობს, საშუალო შეძლების ოჯახი აქვთ, მეუღლეც მუშაობს და ორივე ერთად, საკუთარი ხელფასებით უზრუნველყოფენ ოჯახს. აქამდე არაფერი მოუგია, ცხოვრებას ასე არასდროს გაუნებივრებია, ამ მოგებით კი ნამდვილ შოკშია. ლატარიის კომპანია გამარჯვებულს რამდენიმე დღე ეძებდა და ბოლოს როგორც იქნა, თავად გამოცხადდა მათთან იღბლიანი ბილეთით ხელში.

როგორი ემოციები აქვს ახალბედა მილიონერს და რა გეგმები აქვს მოგებული თანხით, ამას AMBEBI.GE-ს რომან სარალიძე თავად უყვება:

- ბილეთი სამგორში, ლილოს "მარშრუტკების" გაჩერებაზე შევიძინე. იქ, თუ არ ვცდები, პატარა, მწვანე ფერის ჯიხურია. მოკლედ, ერთი ბილეთი შევავსე, საერთოდ, იშვიათად ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ იმ დღეს რატომღაც სულმა წამძლია, თუმცა მაშინვე შევსება არ მინდოდა, ბოლოს მაინც შევავსე. ყოველთვის ერთი-ორი განსხვავებით, ერთსა და იმავე რიცხვებს ვწერდი ხოლმე და მაშინაც ასე მოვიქეცი. მერე ბილეთი ჯიბეში ჩავიდე და სახლში წამოვედი. ვინაიდან მეზობელი, ახლობელი ქალბატონი იყო გარდაცვლილი, ტელევიზორი იმ დღეს არ ჩაგვირთავს, იმერელი კაცი ვარ და ასეთ რაღაცებს ყურადღებას ვაქცევთ. არც გამხსენებია, რომ ლოტოს გათამაშება იყო. აზარტულიც არ ვარ და თან, დიდი მოლოდინიც არ მქონდა. ხომ გეუბნებით, არასდროს არაფერი მომიგია. შემდეგი დღე შაბათი იყო, არც შაბათს მიმიქცევია ყურადღება... 

კვირას ერთმა ახლობელმა თქვა, ჯეკპოტი გათამაშდა, ვიღაცამ მოიგო და ჯერ არ გამოჩენილა, სამი დღეა, ეძებენო. არადა, ბილეთი ჯიბეში მედო და მის ნათქვამს ყურადღება დიდად არ მივაქციე. არც მიფიქრია, - ნეტავ, რაღაც ხომ არ მაქვს მოგებული-მეთქი. კვირას მეზობელი ქალბატონი დავასაფლავეთ, თამადა ვიყავი, ორშაბათს ნაბახუსევზე გახლდით. თურმე, ტელევიზორში აცხადებენ, ბილეთის პატრონს ეძებენო, ყურადღება ამისთვისაც არ მიმიქცევია. სამშაბათს სამსახურის ობიექტებზე ვიყავი, იქიდან რომ წამოვედი, საბჭოს მოედანზე გამოვიარე, მივედი ჯიხურთან, სადაც ლოტოს ბილეთები იყიდება, მაგრამ დაკეტილი დამხვდა, გამარჯვებული ციფრები გარეთ, მინაზე იყო გამოკრული და ტელეფონში ჩავიწერე. სახლში რომ მივედი, პატარა მეურნეობა მაქვს ეზოში და იმის მისახედად ჩავედი. საბოლოოდ, 7 საათი იყო, სახლში ტელევიზორში რომ ვნახე ნომრები და გავშრი, მთელი სხეული ამიკანკალდა, ცივი წყალი მივისხი, პირველი რაც გავაკეთე, შვილს დავურეკე, მაგრამ არავინ მიჯერებდა, იუმორი მიყვარს და ეგონათ, ვხუმრობდი. მერე მეუღლეც მოვიდა სახლში, ვუთხარი, არც ის მიჯერებდა.

- საბოლოოდ როგორ დაუკავშირდით ლოტოს კომპანიას, რომლებიც გეძებდნენ?

- ამბის გაგებიდან მეორე დღესვე მთელი ოჯახით წავედი იქ. თან მახლდნენ: ბიძაშვილი, ძმა, ძმიშვილები. ანგარიში გახსნეს და 2 კვირის მერე იქნება ჩარიცხვაო. ზუსტად არ ვიცი, რა იქნება და როგორ...

- მოგებულ თანხასთან დაკავშირებით, რა გეგმები გაგიჩნდათ?

- ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული. ერთი ის ვიცი, რომ ქველმოქმედს მეძახიან და თანხის გარკვეულ ნაწილს ამ საქმეში ჩავდებ, დანარჩენი, მართლა არ ვიცი, რას მოხმარდება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი